📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: მერმე მეათოთხმეტესა წელსა კუალად აღვედ იერუსალჱმდ ბარნაბაჲს თანა. ჩემ თანა წარვიყვანე ტიტეცა (2,1).
თარგმანი: პირველისა მის აღსლვისა მიზეზ იყო ხილვაჲ პეტრესი, ხოლო აწ კუალად წარავლინებს მას გამოცხადებაჲ საღმრთოჲ ბარნაბაჲთურთ და ტიტეთ, რაჲთა მრავალთა მოწამეთა წინაშე განაცხადოს ქადაგებაჲ თჳსი.
მოციქულისაჲ: ხოლო აღვედ გამოცხადებით და ვაუწყე მათ სახარებაჲ იგი, რომელსა ვქადაგებდ წარმართთა შორის (2,2).
თარგმანი: რაჲსათჳს არა პირველ ესოდენთა ამათ წელთა აუწყა, არამედ აწღა აუწყებს? — ესე ამისთჳს, რამეთუ მრავალნი დაბრკოლდებოდეს; ვითარ პეტრე არა აყენებდა, ხოლო პავლე აყენებდა წინადაცუეთად, და ამის პირისათჳს წინააღმდგომ ურთიერთას ჰგონებდეს ყოველსავე ქადაგებასა მათსა. ამისთჳს სულმან წმიდამან გამოცხადებით უბრძანა პავლეს, რაჲთა ბარნაბაჲს და ტიტეს თანა აღვიდეს იერუსალემად და ყოველთა განუცხადოს, ვითარმედ: არა წინააღდგომა იყო სიტყუაჲ იგი მათი ურთიერთას, არამედ განგებულება; ამისი — ყენებაჲ, ხოლო მისი — არა-ყენებაჲ წინადაცუეთისაჲ. ამისთჳს, რამეთუ ესე — წინადაუცუეთილებისა, ხოლო პეტრე წინადაცუეთილებისაგანთა ქადაგი იყო.
მოციქულისაჲ: ხოლო თჳსაგან მათ, რომელნი-იგი საგონებელ იყვნეს, ნუუკუე ცუდად ვრბიოდე ანუ ვრბი (2,2).
თარგმანი: ამისი ყოველთაჲ ენება უწყებად, ვითარმედ არა წინააღმდგომ იყვნეს ქადაგებანი მათნი ურთიერთას. ხოლო წინადაცუეთისა დაჴსნისათჳს გამოძიებაჲ, ვინაჲთგან ჰურიათაგანთა შეაწუხებდა, ამისთჳს არა საეროდ, არამედ თჳსაგან მათ ოდენ აზრახა, რომელნი-იგი გამოცდილ და სრულ საგონებელ იყვნეს თავად მოციქულთა. ხოლო შენ საგონებელობაჲ ესე ნუ შეგირაცხიეს დამჴსნელად პატივსა პეტრესსა და მისთანათასა, არამედ ვითარ-იგი თავსა თჳსსა დაიმდაბლებს იჭჳთ თქუმითა, — "ვჰგონებ, ვითარმედ სული ღმრთისაჲ მაქუს" (), და მას უეჭუელად აქუნდა, ეგრეთვე მათთჳსცა უეჭუელსა საქმესა, ვითარცა იჭჳო იტყჳს, რაჲთა ზოგად ყოველთათჳს განაცხადოს, ვითარმედ სწორებით მოყუარე იყვნეს სიმდაბლისა. ხოლო აუწყებს სხუათა თავისა თჳსისათჳს, რამეთუ მათდა საჴმარ იყო ცნობად დაფარულსა პავლეს გონებისასა, ვითარმედ არა ცუდად რბის, არცა ამაოდ ჰაერსა სცემს, არამედ თჳთ უეჭუელ არს და მტკიცედ უწყის მართლგამომეტყუელებაჲ სიტყჳსაჲ მის, რომელი ესწავა მას გამოცხადებითა ქრისტეს მიერითა.
მოციქულისაჲ: არამედ არცაღა ტიტე, რომელი-იგი იყო ჩემ თანა, რამეთუ წარმართღა იყო, იიძულა წინადაცუეთად, შემოსრულთა მათთჳს ძმათა მტყუვართა, რომელნი შემოვიდეს განმსტურობად აზნაურებასა მას ჩუენსა, რომელი მაქუს ქრისტე იესუჲს მიერ, რაჲთა ჩუენ დაგჳმონნენ (2,3-4).
თარგმანი: წარმართ იყო ტიტე და წინადაუცუეთელ, რომლისა არა-იძულებაჲ წინადაცუეთად მოციქულთა მიერ — განცხადებული სამხილებელი იყო მათი, რომელთა უძლურებისათჳს პეტრე და მისთანანი შეუნდობდეს წინადაცუეთად, რამეთუ უკუეთუმცა საჭიროდ საჴმარ ვისსამე იყო წინადაცუეთაჲ, უეჭუელად მას წინა-დასცუეთდეს. ხოლო ძმად მტყუვრად უწოდს მათ, რომელნი რეცა ქრისტიანობასა იჩემებდეს და თჳთ წინადაცუეთასა ქადაგებდეს; არღარა მიშუებით პეტრესებრ, არამედ კუალად მათვე ჰურიათა შჯულსა დაამონებდეს, ქრისტეს მიერ გამოჴსნილთა მათ. და კუალად, პეტრე და მისთანანი ჰურიათაგანთა ოდენ მიუშუებდეს ჟამერთ მენდობით წინადაცუეთად, ხოლო იგინი წარმართთაგანთაცა აიძულებდეს-ვე; და ესევე იყვნეს აღმაშფოთებელ გალატელთა, რაჲთა განხრწნან მათ შორის აზნაურებაჲ იგი ქრისტეს მიერი კუალად შჯულისავე წესთა დამონებითა, რომელთა სამართლად მსტურად უწოდს, ვითარცა აშაგთა, შინა-განმცემელთა ქრისტიანობისათა.
მოციქულისაჲ: რომელთაჲ ჟამერთცა არა თავს-ვიდევით დამორჩილებაჲ, რაჲთა ჭეშმარიტებაჲ იგი სახარებისაჲ დაადგრეს თქუენ თანა (2,5).
თარგმანი: რაჲ იყო არა-დამორჩილებაჲ? —გარნა რამეთუ არღარავის თუალ-ახუნა ტიტესცა წინადაცუეთითა აწ, ვითარ-იგი სხუასა ადგილსა — ტიმოთესითა. ესე ამისთჳს, რაჲთა ქადაგებაჲ თჳსი წარმართთა მიმართ განცხადებულად დაამტკიცოს, ვითარ-იგი იტყოდა, ვითარმედ: ძუელნი წარჴდეს; და ვითარმედ: უკუეთუ წინა-დაიცჳთოთ, ქრისტემან თქუენ არაჲ გარგოს.
მოციქულისაჲ: ხოლო მათ, რომელნი-იგი ჰგონებდეს, ვითარმედ არიან რაჲმე, რომელნი-იგი ყოფილ ოდესმე იყვნეს, არარაჲ უმჯობეს ჩემსა (2,6).
თარგმანი: უკუეთუმცა განცხადებულად ეთქუა პავლეს, ვითარმედ ჟამ ერთ განგებულებით მიუშუეს, ვიეთ-იგი მიუშუეს წინადაცუეთად, ამით სიტყჳთა განდგებოდეს ქრისტიანობისაგან ჰურიათაგანნი იგი, მოხარულნი წინადაცუეთასა ზედა, ამისთჳს მიფარულად იტყჳს სიტყუათა თჳსთა, ვითარ თუმცა დრტჳნვიდა პეტრესთჳს, რომელი-იგი წინადაცუეთად მიუშუებდა, და დაამძიმებს სიტყუათა თჳსთა წმიდათა კერძო, რაჲთა აღუსუბუქოს უძლურთა. ამისთჳს იტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: ხოლო საგონებელ-რადმე-განთაჲ მათი, რომელნი-იგი ვითარ რაჲმე იყვნეს ოდესმე, არარაჲ განმყოფს მე. ესე იგი არს, ვითარმედ: საგონებელთაჲ მათი რეცა უმჯობეს ჩემსა რაჲთამე, რომელნი-იგი ოდესმე სხუებრ ქადაგებდეს მიშუებასა წინადაცუეთისასა, მაშინდელი იგი თანა-მიყოლაჲ მათი უძლურებასა მოწაფეთა მათთასა ვერ მიმდრეკს, ვერცა განმყოფს მე, ქადაგსა ამას წინადაცუეთისა დაჴსნისასა, რაჲთამცა სხუაჲ და სხუაჲ გიქადაგე; ვერღაცა კუალად მათსა მძაგებელ ანუ მაქებელ ვარ მიშუებასა წინადაცუეთისასა, რამეთუ მათ უწყიან, რასა-იგი ჰყოფდეს და რაჲსათჳს ჰყოფენ, ვინაჲცა "იყვნეს ოდესმეობაჲ" ამას ცხად ჰყოფდეს, ვითარმედ: მაშინ სადმე იყვნეს მცირედ მიმყოლელ, ხოლო აწ არღარას ჰფარვენ იგინიცა, მსგავსად ჩემსა, საღმრთოთა ქადაგებათაგანსა.
მოციქულისაჲ: პირსა კაცისასა ღმერთმან არა თუალ-ახუნის (2,6).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო მე, რომელსა უდარესად მიწოდთ, არამედ ვერცაღა თქუენგან უპირატეს საგონებელთა მათ მოციქულთა ვერვე ჴელ-ეწიფების, რაჲთამცა დაიდუმეს ჟამ ერთ მიფარული და არამცა განაცხადეს სისრულე შჯულთა ქრისტიანობისათაჲ, და ესე თუ არა ყონ, სიტყუაჲ მიცემად უც მისსა, რომელი-იგი არავისსა პირსა თუალ-ახუამს.
მოციქულისაჲ: რამეთუ მე, რომელნი-იგი საგონებელ იყვნეს, არარაჲვე მითხრეს, არამედ წინააღმდგომი (2,6-7).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: თქუენი არა უწყი, რასა მეტყჳთ წინადაცუეთისა დაჴსნისათჳს, რამეთუ თჳთ მათ, რომელნი-იგი თქუენ საგონებელ გიჩნან უპირატესად ქადაგად წინადაცუეთისა, რაჟამს ვაუწყე, ვითარმედ ვაყენებ წინადაცუეთასა, არაჲვე მითხრეს, რაჲთა არა ვქადაგებდე, არამედ უფროჲსღა წინააღმდგომი მაგისი, რასა-ეგე თქუენ ჰგონებთ, რომელ არს დამტკიცებაჲ ჩემისა ამისვე ქადაგებისაჲ, რომლითა არცა მოწაფე ვარ მათი, რამეთუ ქრისტეს მიერ წარვლინებულმან ვიწყე ქადაგებად მისსა, რომელი მეჩუენა გზასა ზედა. არცა კუალად წინააღმდგომი ვარ მათი, არამედ მათითა განზრახვითა ერთჴმა ვართ ყოველსა შინა ქადაგებასა.
მოციქულისაჲ: უწყოდეს, რამეთუ რწმუნებულ არს ჩემდა სახარებაჲ იგი წინადაუცუეთილებისაჲ, ვითარცა-იგი პეტრეს — წინადაცუეთილებისაჲ, რამეთუ რომელი შეეწია პეტრეს მოციქულებად წინადაცუეთილებისა, შემეწია მეცა წარმართთა მიმართ (2,7-8).
თარგმანი: ამას ადგილსა სასწრაფო არს მისსა, ვინაჲთგან შემასმენელნი დააკნინებდეს, რაჲთა ყოვლითურთ თანა-შეასწოროს თავი თჳსი თავსა მოციქულთასა პეტრეს, და ერთჴმა და ერთნებაობაჲ თავთა თჳსთაჲ უჩუენოს გალატელთა, ვითარმედ ზოგადითა წილთგდებითა, იგი — ჰურიათა, ხოლო მე წარმართთა მოციქულად ჩინებულ ვართ ღმრთისა მიერ. ხოლო შენ აწინდელი "უწყოდესი" ქუემოჲთა მარჯუენისა მოცემითა გულისჴმა-ყავ, იტყოდის რაჲ, ვითარმედ: "მარჯუენე მოგუცეს მე და ბარნაბას".
მოციქულისაჲ: და ვითარცა ცნეს მადლი იგი, რომელი მოცემულ იყო ჩემდა იაკობ და კეფა და იოვანე, რომელნი-იგი ჰგონებდეს სუეტად თავთა თჳსთა, მარჯუენე მოგუცეს მე და ბარნაბას ზიარებისაჲ (2,9).
თარგმანი: მადლისა მისთჳს მოციქულებისა თჳსისა პეტრეს და მისთანათა მათ მიიყვანებს მოწამედ, რომელნი-იგი სუეტ ეკლესიისა არიან და საგონებელ არიან, ვითარმედ: "ესევითართა მათ ყოველთა შორის წამებულთა მარჯუენე მოგუცეს". ესე იგი არს, რაჲთა ზიარ და სწორ იყოს ყოველივე ქადაგებაჲ ჩუენი და მათი. და არცა ერთი რაჲ გუაქუნდეს განყოფილებაჲ ნებათაჲ განყოფილებისათჳს ადგილთაჲსა, არამედ ზოგადითა ნებითა უქადაგებდეთ ადგილ-ადგილ, რაჲცა ვის უფროჲს სარგებელ ეყოფვოდის.
მოციქულისაჲ: რაჲთა ჩუენ წარმართთა მიმართ, ხოლო იგინი წინადაცუეთილებისა მიმართ, გარნა რაჲთა გლახაკნი ხოლომცა გუაჴსოვნან (2,9-10).
თარგმანი: ადგილნი უკუე განიყვნეს ქადაგებისანი, ხოლო მოღუაწებაჲ გლახაკთაჲ სწორად და განუყოფელად იპყრეს. ვინ არიან გლახაკნი ესე? — ცხად არს, ვითარმედ ქუეყანასა ჰურიასტანისასა მყოფნი ჰურიათაგან მოქცეულნი ქრისტიანობად, რომელთა ნაქონებნი თჳთ მათთავე ნათესავთა, ჰურიაობასა შინა დაშთომილთა, იავარ-ყვნეს, ვითარცა განძჳნებულთა მათისა მის ქრისტიანობად მოქცევისაგან. და ამას თჳთ ესევე მოციქული ცხადჰყოფს ებრაელთა მიმართსა მას შინა ებისტოლესა, ვითარმედ: "იავარის-ყოფაჲ მონაგებთა თქუენთაჲ სიხარულით შეიწყნარეთ" (). და იყვნეს-ცა ნამდჳლვე ღირს ქებისა, რომელთა-იგი სიყუარულისათჳს ქრისტესისა ყოველივე ნაგევად შეჰრაცხეს, რამეთუ არა ეგოდენ იბრძოლებოდეს წარმართთაგანნი თჳსთა მათთაგან, წარმართობასა შინა დაშთომილთა, რაოდენ ჰურიათაგანნი — ჰურიაობასა შინა დაშთომილთაგან.
მოციქულისაჲ: რომელცა-იგი ვისწრაფეთ ამისსა ყოფად (2,10).
თარგმანი: ამას მოსწრაფებასა თავისა თჳსისათჳს იტყჳს, რომელი-ესე ცხად არს, ვითარ თჳსისა საზრდელისათჳს არავისი დამამძიმებელი, მყოფთა მათთჳს ჰურიასტანს ქრისტესთჳს დაგლახაკებულთა, ყოველსა ადგილსა იღუწის ზრდად, მიმოდათხოვითა მათთჳს, და ყოვლით კერძო წარცემითა საჴმართაჲთა, და თავისაცა მიერ თჳსისა მიმრთუმელობითა მათდა სხუათა წარცემულისაჲთა.