თარგმანი: ამისთჳს არავინ განმართლდების შჯულითა, რამეთუ ვერ აღასრულებს ყოველსავე წერილსა მას შინა. ამისთჳს, დაღაცათუ კაცთა წინაშე მართალ ჩნდეს ზოგისა აღსრულებისათჳს, არამედ ღმრთისა წინაშე ვერვე სრულ არს დაკლებულისა მისთჳს, რამეთუ მას არა დაეფარვის კნინ-ოდენიცა ნაკლულევანებაჲ, არამედ ყოველივე ცხად არს წინაშე მისსა. და ამას წამებს ამბაკუმ, ვითარმედ: "მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს" (), და არა საქმეთაგან. ხოლო შჯული არა სარწმუნოებითა გონებისაჲთა, არამედ მოქმედებითა თჳსთა ბრძანებათაჲთა აცხოვნებს კაცსა, რომლისათჳს იტყჳან მეორე შჯული და ეზეკიელ, ვი-თარ-იგი უსაკუთრეს არს: არამედ რომელმან ყვნეს იგი, ცხონდეს მათ შინა. ესე იგი არს, ვითარმედ მოქმედებითა მათითა იქმნების ცხორებაჲ მოქმედისაჲ მის მას შინა. ხოლო ურჩთა და არა-მოქმედთა სტანჯავს და მოჰკლავს, რაჲთა ვერღარა იყვნენ მას შინა.
გალატელთა მიმართ 3:11
10. რამეთუ რაოდენნი-იგი საქმეთაგან შჯულისათა არიან, წყევასა ქუეშე არიან. რამეთუ წერილ არს: წყეულ იყავნ ყოველი, რომელი არა დაადგრეს ყოველსა წერილსა წიგნისა ამის შჯულისასა ყოფად მისა.11. და რამეთუ შჯულითა არავინ განმართლდების ღმრთისა წინაშე, ცხად არს, რამეთუ: მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს.12. ხოლო შჯული არა არს სარწმუნოებისაგან, არამედ, ყოს თუ ვინმე იგი კაცმან, ცხონდეს მას შინა.
გალატელთა მიმართ თავი 3