თარგმანი: ვინაჲთგან ზემო მაღალთა სახეთაგან, და უფროჲსღა საქმეთა, რომელ არიან მოცემაჲ სულისაჲ და ჯუარცუმითა ქრისტესითა ცხორებაჲ კაცთა ნათესავისაჲ დაამტკიცა ახლისა ამის უდიდებულესობაჲ, აწ კუალად ძმად უწოდს, პირველ უცნობელად წოდებულთა მათ გალატელთა, რაჲთა გუასწაოს მოწაფეთა მიმართ ზომიერად განზავებაჲ სიტყუათა სიფიცხისა და სიტკბოებისათა. და კაცობრივ ეტყჳს, რაჲთა საღმრთოთა თანა და მაღალთა, კაცობრივნიცა და მდაბალნი სახენი წინა-უყვნეს, ესე იგი არს სამარადისოდ მტკიცე უცვალებელობაჲ წიგნსა კაცთა ანდერძისასა, რომლითა სახის-მეტყუელებს მადლსა უპირატესად შჯულისა, რომელი-იგი დღეთა აბრაჰამისთა განაჩინა ღმერთმან აღთქუმით, რაჲთა თესლისაგან აბრაჰამისსა განკაცებულისა ქრისტეს მიერ იკურთხნენ წარმართნი, რომელთა ჰრწამს მისსა მიმართ. ხოლო შჯული შემდგომად ამის აღთქუმისაღა ოთხას ოცდამეათესა წელსა შორის-შემოვიდა, რაჲთა წინა-გზა-უყოს სარწმუნოებასა ქრისტეს მიმართ და არა თჳთ იგი არს წინააღთქუმული მაკურთხეველად ჩუენდა, არამედ ქრისტე, რომლისათჳს წინააღუთქუა ღმერთმან აბრაჰამს, რაჲთა მისგან ჴორცითა შობილისა მისგან აკურთხნეს ყოველნი წარმართნი. აწ უკუე, უკუეთუ კაცობრივი...
გალატელთა მიმართ 3:15
14. რაჲთა წარმართთა მიმართ კურთხევაჲ იგი აბრაჰამისი იყოს ქრისტე იესუჲს მიერ, რაჲთა აღთქუმაჲ იგი სულისაჲ მოვიღოთ სარწმუნოებითა.15. ძმანო, კაცობრივ ვიტყჳ, ვითარმედ: კაცისა დამტკიცებული წიგნი არავინ შეურაცხ-ყვის გინა სხუაჲ ბრძანებაჲ ბრძანის მის ზედა.16. ხოლო აბრაჰამის მიმართ ითქუნეს აღთქუმანი ესე და ნათესავისა მისისა. არა იტყჳს „და ნათესავთა“, ვითარცა მრავალთასა, არამედ ვითარცა ერთისასა; „და ნათესავისა შენისა“, რომელ არს ქრისტე.
გალატელთა მიმართ თავი 3