მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 4:1

1. ხოლო ამას ვიტყჳ: რაოდენ ჟამ მკჳდრი იგი ყრმა არნ, არარაჲთ ჰმატნ მონასა, უფალ ღათუ არნ ყოვლისა.2. არამედ ეზოჲს-მოძღუართა და მნეთა ქუეშე არნ ვიდრე ადგილად მოდგომადმდე მამისა თჳსისა.
გალატელთა მიმართ თავი 4
1. ხოლო ამას ვიტყჳ: რაოდენ ჟამ მკჳდრი იგი ყრმა არნ, არარაჲთ ჰმატნ მონასა, უფალ ღათუ არნ ყოვლისა.
თავი ჱ̂. ვითარმედ საშჯელსა ქუეშე იყვნეს შჯულსა შინა მყოფნი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ამას ვიტყჳ: რავდენჟამ მკჳდრი იგი ყრმა არნ, არარაჲთ ჰმატნ მონასა, უფალ ღათუ არნ ყოვლისა, არამედ ეზოჲსმოძღუართა და მნეთა ქუეშე არნ, ვიდრე ადგილად მოდგომადმდე მამისა თჳსისა (4,1-2).:

თარგმანი: კეთილად შემოიღო სახე ესე კაცობრივი, რაჲთა ამიერ გულისჴმა-გჳყოს, ვითარმედ, ვითარცა-იგი ჴორციელი მამაჲ ამისთჳს აყენებს შვილსა ფლობად მონაგებისა მის, მისთჳს შეკრებულისა, რამეთუ ჯერეთ ჩჩჳლ არს და ნაკლულევან ცნობითა განგებად სიმდიდრისა (ამისთჳს ზედამდგომელნი და განმგენი დაუდგინნის, რაჲთა აღზარდონ და განსწავლონ მოსლვად იგი ჰასაკსა და სრულებასა მამისა თჳსისასა), ეგრეთვე, არა თუ სხჳსა რაჲსათჳსმე, არამედ სიჩჩოებისათჳს ჩუენისა გუაყენებდა ღმერთი დასაბამსავე არა-მოცემად ჩუენთჳს განმზადებულსა ამას სრულებასა მადლისასა, რამეთუ ვერ კმა-ვიყვენით ჯეროვნად შემწყნარებელ ყოფად ამისსა, უსრულობისათჳს ჩჩჳლთა და უწურთელთა გონებათა ჩუენთაჲსა; ამისთჳს ზედამდგომელად და მზრდელად მოგუცა შჯული, რაჲთა წინა-განსწავლოს გონებაჲ ჩუენი ჯეროვნად შემწყნარებელ ყოფად სრულებასა მადლისასა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის