მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 4:18

17. გეშურობდა თქუენ არა კეთილისათჳს, არამედ გარდაქცევაჲ თქუენი ჰნებავს, რაჲთა მათ ჰბაძვიდეთ.18. ხოლო კეთილ არს ბაძვაჲ კეთილისათჳს მარადის, და ნუ მისვლასა მას ხოლო ჩემსა თქუენდა მიმართ,19. შვილნო ჩემნო, რომელთათჳს კუალად მელმის, ვიდრემდე გამოიხატოს ქრისტე თქუენ შორის.
გალატელთა მიმართ თავი 4
18. ხოლო კეთილ არს ბაძვაჲ კეთილისათჳს მარადის, და ნუ მისვლასა მას ხოლო ჩემსა თქუენდა მიმართ,
თავი ჱ̂. ვითარმედ საშჯელსა ქუეშე იყვნეს შჯულსა შინა მყოფნი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო კეთილ არს ბაძვაჲ კეთილისათჳს მარადის, და ნუ მისლვასა მას ხოლო ჩემსა თქუენდა მიმართ (4,18).:

თარგმანი: ამას ცხად-ჰყოფს, ვითარმედ: ოდეს-იგი მუნ იყო მოციქული და ქადაგებდა მათ შორის სახარებასა, მაშინ საშურველ იყვნეს წინააღმდგომთა მიერ კეთილად წარმართებულებისათჳს, რომელთა-იგი რაჟამს პოვეს ჟამი, შემდგომად მოციქულისა მიერ წარმოსლვისა დააკუეთეს სიმაღლე იგი სულიერად შენებულებისა მათისაჲ. ამისთჳს აწ მოციქული ეტყჳს ერსა მას, ვითარმედ: არა ხოლო მანდა ყოფასა ჩემსა, არამედ სამარადისოდ გიჴმდა დაცვაჲ კეთილსა ზედა წარმართებულებისა თქუენისაჲ, რომლითა საშურველ იყვენით წინააღმდგომთა თქუენთა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის