თარგმანი: მოწევნად აღსასრულისა ჟამთაჲსა იტყჳს სრულ-ქმნასა ჟამისა მის წინა საუკუნეთა განსაზღვრებულისასა, რომელსა შინა განჩინებულ იყო მოსლვაჲ ქრისტესი. ესევითარსა მას ჟამსა თჳსსა მოავლინა ღმერთმან ძჱ თჳსი, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, შობად დედაკაცისაგან. ხოლო შენ "მოვლინებაჲ" ესე — ერთნებობად შეჰრაცხე ერთარსთა მათ, რამეთუ სათნო-ყოფითა მამისაჲთა იქმნა ცხორებისათჳს ჩუენისა განკაცებაჲ მხოლოდშობილისა ძისაჲ, რომელი ნებითა მამისაჲთა მოივლინა შობად დედაკაცისაგან. ესე იგი არს —არა საოცრად, არამედ ჭეშმარიტებით და სრულებით ჴორცთა შესხმად მისგან. რამეთუ ვინაჲთგან შჯულსა ქუეშე მყოფნი თანამდებ იყვნეს წყევისა და დაშჯისა, ვითარცა ვერ აღმასრულებელნი მისნი, ამისთჳს იგი თავადი იქმნა შჯულსა ქუეშე, რაჟამს წინადაიცჳთა, და ყოვლითურთ აღასრულა წესი შჯულისაჲ, რაჲთა ვერ აღმასრულებელნი იგი გამოიჴსნნეს ჯუარცუმითა თჳსითა; რომელნი-იგი არა ხოლო ცოდვათაგან, რომელთა შჯული ამხილებდა, ანუ წყევისაგან, რომელთა-იგი დასდებდა გარდამავალთა მისთა ზედა, გამოიჴსნნა, არამედ შვილებისაცა მადლითა განამდიდრნა, ვინაჲცა მოციქულმან ამისთჳს თქუა მოღებაჲ შვილებისაჲ, რაჲთა სცნა, ვითარმედ:...
გალატელთა მიმართ 4:5
4. ხოლო ოდეს მოიწია აღსასრული ჟამთაჲ, მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი, შობილი დედაკაცისაგან, და იქმნა იგი შჯულსა ქუეშე,5. რაჲთა შჯულსა ქუეშე მყოფნი გამოიჴსნნეს და რაჲთა შვილებაჲ იგი მოვიღოთ.6. და რამეთუ ხართ შვილნი, გამოავლინა ღმერთმან სული ძისა თჳსისაჲ გულთა შინა ჩუენთა, რომლითა ვღაღადებთ: აბბა, მამაო.
გალატელთა მიმართ თავი 4