მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 5:13

12. ჯერ-იყო, გან-თუმცა-გეშორნეს, რომელნი-იგი გაშფოთებენ თქუენ.13. რამეთუ თქუენ აზნაურებასა ჩინებულ ხართ, ძმანო; გარნა ხოლო აზნაურებაჲ ეგე ნუ მიზეზად ჴორცთა, არამედ სიყუარულისა მისთჳს ჰმონებდით ურთიერთარს.14. რამეთუ ყოველი შჯული ერთითა სიტყჳთა აღესრულების: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.
გალატელთა მიმართ თავი 5
13. რამეთუ თქუენ აზნაურებასა ჩინებულ ხართ, ძმანო; გარნა ხოლო აზნაურებაჲ ეგე ნუ მიზეზად ჴორცთა, არამედ სიყუარულისა მისთჳს ჰმონებდით ურთიერთარს.
თავი ი̂ა. სახე სულისა აზნაურებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ თქუენ აზნაურებასა ჩინებულ ხართ, ძმანო, გარნა ხოლო აზნაურებაჲ ეგე ნუ მიზეზად ჴორცთა, არამედ სიყუარულისა მისთჳს ჰმონებდით ურთიერთას (5,13).:

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო და ქუემო მიმოაქცევს სახელსა აზნაურებისასა, ამისთჳს აწ ჯეროვნად ჴუმევასა ეძიებს აზნაურებისასა და იტყჳს, ვითარმედ: არა ამისთჳს განგუათავისუფლნა ქრისტემან, რაჲთა თავისუფლებაჲ იგი მოცალება ვყოთ, და მოცალებაჲ — წარჴსნილება ცოდვისა მიმართ; რომელ-ესე არს მიზეზად ჴორცთა ჴუმევაჲ აზნაურებისაჲ; არამედ ჯერ-არს, რაჲთა უიძულებელითა და თჳთმფლობელითა ნებითა ნაცვალად მძიმისა მის შჯულისა უღლისა დავიდვათ ტკბილი იგი უღელი სიყუარულისაჲ, ნებსით მონებად ღმრთისა და მოყუასთა, რამეთუ ესე არს სიყუარული, რაჟამს არა ერთიერთისა მთავარ განლაღებულ, არამედ ერთიერთისა მონა ვიყვნეთ, შჯულისათჳს სიყუარულისა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის