თარგმანი: არა კმა-იყო "კბენაჲ", არამედ ზედა-დაჰრთო "შეჭმაჲ", ესე იგი არს, ვითარმედ: არა გარეშე ჴორცთა ოდენ ჰკბენს, არამედ შინაგან სულთა შემჭამელ იქმნების ესევითარი იგი შჯულთა გარდასლვისა ქადაგებაჲ, რომელი დაღაცათუ უეჭუელად იქმნებოდა მათ შორის, არამედ არავე განცხადებულად ამხილებს, რაჲთა არა უმეტეს ურცხჳნო ყვნეს იგინი საქმედ ბოროტისა. ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ესე ესრეთ არს, იხილეთ და ეკრძალენით, ნუუკუე სხჳსაჲ გეგონოს კბენაჲ და თავთა თჳსთა მკბენელ და განმლეველ იქმნნეთ, რამეთუ ყოვლითავე, რომლითაცა რაჲთ კაცი მოყუასსა აჭირვებდეს და ჰმძლავრობდეს, თავსა თჳსსა ავნებს და განხრწნის, რამეთუ მეშფოთეობასა მარადის მოყუსად მოუგიეს შერევნაჲ და განხრწნაჲ.
გალატელთა მიმართ 5:15
14. რამეთუ ყოველი შჯული ერთითა სიტყჳთა აღესრულების: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.15. ხოლო უკუეთუ ურთიერთას იკბინებოდით და შეიჭამებოდით, იხილეთ, ნუუკუე ურთიერთას განილინეთ.16. ხოლო ამას გეტყჳ: სულითა ვიდოდეთ და ჴორცთა გულის თქუმასა ნუ აღასრულებთ.
გალატელთა მიმართ თავი 5