თარგმანი: რაჟამს ჩუენ განვჰყოფდეთ ვნებათა ამათ, არა ყოველთა ჴორცთად ვიტყჳთ, არამედ შურსა და მტერობასა და მსგავსთა ამათთა — სულისად უწოდთ, ხოლო აწ მოციქული არა სულიერთა და ჴორციელთა ვნებათა განყოფილებასა ჰყოფს, საქმითსა და გონებითსა; რამეთუ საქმითი — ჴორცთაჲ არს, ხოლო გონებითი — სულისაჲ, არამედ ყოველსავე საღმრთოსა საქმესა სულიერად იტყჳს, რაჲცა რაჲ ყოს კაცმან საქმით გინა გონებით, რამეთუ სათნოებასა ზეცისათა მიმართ აქუს თჳსებაჲ და არა ქუეყანისათა; ამისთჳს სულისად იწოდების, რამეთუ სულიცა ზენაჲსა თჳსებისაჲ არს .და არა ქუეყანისაჲ. და კუალად, უკეთურებისა კერძი რაჲცა რაჲ ყოს კაცმან, საქმით გინა გონებით, ესევითარსა მას ჴორცთად უწოდს, რამეთუ მათ თანა აქუს თჳსებაჲ განხრწნადობისა მისთჳს მათისა. და ესე იყავნ მიზეზისათჳს ამათ თქუმულთაჲსა.
ხოლო თჳთ ვნებანი ესე რომელნიმე არა მოქენე არიან თარგმანებისა, ვითარ სიძვაჲ და მრუშებაჲ, ხოლო არაწმიდებაჲ და ბილწებაჲ არს სახელ ბუნებისა გარეგანთა ვნებათა. კუალად, ცხად არს კერპთმსახურებაჲ, მწამლველობაჲ, მტერობაჲ, ჴდომაჲ, ვინაჲცა მტერობაჲ ოდესმე სამართალსა ზედა იქმნების, რაჟამს სარწმუნოებისათჳს ბრძოლასა ვჰყოფდეთ...