თარგმანი: არათუ წინადაცუეთილთა ჰურიაობად აწუევს, არამედ ამას ცხად-ჰყოფს, ვითარმედ: უკუეთუ ვინმე ჰგონებს, ვითარმედ წინადაცუეთაჲ კმა არს აღსრულებად შჯულისა, ესე ვერ ეგების, რამეთუ უკუეთუ მცირეცა რაჲმე დააკლოს, წყევისა თანამდებ არს და ყოვლისაგან განვრდომილ არს, ვითარ-იგი ერთი-ერთსა შეუდგს; რამეთუ, დაღაცათუ წინა-დაიცჳთო, და არა — მერვესა დღესა; დაღათუ მერვესა დღესა, და არა შესწირო მსხუერპლი; და დაღაცათუ მსხუერპლი, არამედ — არა განჩინებულსა ადგილსა; და დაღათუ ადგილი განჩინებულ, ხოლო მსხუერპლი — არა სამსხუერპლო; და კუალად, ესე თუ იყოს, ხოლო არა წესისაებრ დაკლულ იყოს; და კუალად, წესისაებრ დაკლული უკუეთუ არა წესისაებრ წარაგო, —ყოველივე წარგიწყმედიეს. ამისთჳს კეთილ არს, რაჲთა ყოვლად განეყენო შჯულსა და ყოვლითურთ შეეყო მადლსა, და ესრეთ განსთავისუფლდე თანამდებობისაგან მისისა.
2. აჰა ესერა მე, პავლე, გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: უკუეთუ წინადაიცჳთოთ, ქრისტემან თქუენ არარაჲ გარგოს.3. ხოლო კუალად უწამებ ყოველსა კაცსა წინადაცუეთილსა, ვითარმედ თანა-მდებ არს იგი ყოველსა შჯულსა ყოფად.4. განქარვებულ ხართ ქრისტესგან რომელნი-ეგე შჯულითა განჰმართლდებით, მადლისა მისგან განვრდომილ ხართ.
გალატელთა მიმართ თავი 5