მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ი̂. ვითარმედ ჩინებაჲ ჩუენი არა თანამდებ არს წინადაცუეთისა და შჯულისა ქრისტეს ვნებათა მიერ

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: აჰა ესერა, მე, პავლე, გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: უკუეთუ წინა-დაიცჳთოთ, ქრისტემან თქუენ არარაჲ გარგოს (5,2).

თარგმანი: სარწმუნომყოფელად სიტყჳსა ამის უცილობელობისა, ნაცვალად ყოვლისა თჳსი სახელი კმა-ყო, ვითარცა ღირსებით სარწმუნოდ შესწავებული ყოველთა მიერ. ხოლო ეტყჳს, ვითარმედ: რომელი წინა-დაიცუეთს, ესევითარი იგი ქრისტეს მადლსა უვარჰყოფს, რაჟამს შჯულისა მიმართ დადვას სასოებაჲ განმართლებისაჲ და განდგეს სარწმუნოებისაგან, ესევითარსა მას ყოვლად განუგდიეს თავი თჳსი ქრისტესგან.

მოციქულისაჲ: ხოლო კუალად უწამებ ყოველსა კაცსა წინადაცუეთილსა, ვითარმედ თანამდებ არს იგი ყოველსა შჯულსა ყოფად - (5,3).

თარგმანი: არათუ წინადაცუეთილთა ჰურიაობად აწუევს, არამედ ამას ცხად-ჰყოფს, ვითარმედ: უკუეთუ ვინმე ჰგონებს, ვითარმედ წინადაცუეთაჲ კმა არს აღსრულებად შჯულისა, ესე ვერ ეგების, რამეთუ უკუეთუ მცირეცა რაჲმე დააკლოს, წყევისა თანამდებ არს და ყოვლისაგან განვრდომილ არს, ვითარ-იგი ერთი-ერთსა შეუდგს; რამეთუ, დაღაცათუ წინა-დაიცჳთო, და არა — მერვესა დღესა; დაღათუ მერვესა დღესა, და არა შესწირო მსხუერპლი; და დაღაცათუ მსხუერპლი, არამედ — არა განჩინებულსა ადგილსა; და დაღათუ ადგილი განჩინებულ, ხოლო მსხუერპლი — არა სამსხუერპლო; და კუალად, ესე თუ იყოს, ხოლო არა წესისაებრ დაკლულ იყოს; და კუალად, წესისაებრ დაკლული უკუეთუ არა წესისაებრ წარაგო, —ყოველივე წარგიწყმედიეს. ამისთჳს კეთილ არს, რაჲთა ყოვლად განეყენო შჯულსა და ყოვლითურთ შეეყო მადლსა, და ესრეთ განსთავისუფლდე თანამდებობისაგან მისისა.

მოციქულისაჲ: განქარვებულ ხართ ქრისტესგან (5,4).

თარგმანი: ესე არს განქარვებაჲ ქრისტესგან, რაჟამს კაცმან უგუნურებითა თჳსითა უჴმარ ყოს მადლი იგი ქრისტეს მიერისა ჴსნისაჲ თავისა თჳსისაგან ყოვლად განდგომითა მისგან.

მოციქულისაჲ: რომელნი-ეგე შჯულითა განჰმართლდებით, მადლისა მისგან განვრდომილ ხართ (5,4).

თარგმანი: ამას მათისაებრ გონებისა ეტყჳს, ვითარმედ: რომელთა-ეგე შჯულითა გნებავს განმართლებაჲ, ქრისტეს მადლისაგან განჰვარდებით, და შჯული ვერ-ვე განგამართლებს თქუენ.

მოციქულისაჲ: რამეთუ ჩუენ სულითა სარწმუნოებისაგან სასოებასა სიმართლისასა მოველით (5,5).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ჩუენდა, მორწმუნეთა ქრისტესთა, არარაჲ საჴმარ არს თითოსახეთა მათგან წულილადთა წესთა შჯულისათა, არამედ, რაჲთა გუაქუნდეს სიმტკიცე ოდენ სარწმუნოებისაჲ და უეჭუელად მის მიერ ვესავთ მოღებასა სიმართლისასა, მოსლვითა ჩუენ ზედა სულისა წმიდისაჲთა. ხოლო პირველად ჯერ-არს, რაჲთა ჩუენი იყოს სარწმუნოებაჲ, ხოლო ღმრთისაჲ — განმართლებაჲ და მოღებაჲ სულისა წმიდისაჲ.

მოციქულისაჲ: რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ არცა წინადაცუეთილებაჲ რას შემძლებელ არს, არცა წინადაუცუეთილებაჲ, არამედ სარწმუნობაჲ, სიყუარულისაგან შეწევნული (5,6).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არცა წინადაცუეთილებისაგანობაჲ რაჲთ ჰმატს, არცა წინადაუცუეთელობისაგანობაჲ აკლს ქრისტიანობად მოსრულისა მისთჳს, რამეთუ არა ესე იძიებვის, თუ ვინაჲ მოვალს, არამედ თუ ვითარ მოუვალს; ესე იგი არს, ვითარმედ, ოდენ აქუსმცა სიმტკიცე სარწმუნოებისაჲ, რომელსა შეეწევის და სრულ ჰყოფს სიყუარული ქრისტეს მიმართ. ამას რაჲ იტყჳს, მყუდროებით ამხილებს გალატელთა, ვითარმედ: დასაბამსა ჰრწმენა უკუე, ხოლო ვინაჲთგან არა აქუნდა თანა-მოქმედებაჲ ქრისტეს მიმართისა სიყუარულისაჲ, ამისთჳს მყის დაუტევეს იგი და მიიქცეს ჰურიაებად.

მოციქულისაჲ: ჰრბიოდეთ კეთილად; ვინ დაგაბრკოლნა თქუენ ჭეშმარიტებისა არა მორჩილებად? (5,7).

თარგმანი: "ვინობაჲ" ესე არა უმეცრებით კითხვითი არს, არამედ გლოვით და გოდებით თქუმითი, ვითარმედ: მიწევნულ იყვენით სრულებასა, და რაჲღა შეგემთხჳა მიერ დამაკუეთებელი სლვათა თქუენთაჲ ჭეშმარიტებისა მიმართ?

მოციქულისაჲ: მორჩილებაჲ ეგე არა ამისგან არს, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ (5,8).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: არა ამისთჳს გიწოდნა ქრისტემან, რაჲთა კუალად მიიქცეოდით რწმუნებად და მორჩილებად ეგევითართა მაგათ, რამეთუ მაგათი მორჩილებაჲ ქრისტეს ურჩებაჲ არს.

მოციქულისაჲ: მცირემან ცომმან ყოველივე შესუარული აღაფუვნის (5,9).

თარგმანი: რაჲთა არა თქუან, ვითარმედ: "რაჲსა ესოდენ ფიცხლად გუამხილებ ყოვლითურთ ქრისტეს შედგომილთა ამათ, უკუეთუ ერთი ესე ოდენ მცნებაჲ წინადაცუეთისაჲ ვიპყართ ძუელისაგან შჯულისა?" — ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: ვითარ-იგი მცირე ცომი ყოველსავე შესუარულსა აღაფუვნებს, ეგრეთვე თქუენ ერთი ეგე საქმე წინადაცუეთისაჲ ყოვლითურთ დამტევებელ გყოფს ქრისტესა და მიდევნებულ ჰურიაობად.

მოციქულისაჲ: მე გესავ თქუენ უფლისა მიერ, ვითარმედ სხუასა არარას ჰზრახვიდეთ (5,10).

თარგმანი: არა ეტყჳს, ვითარმედ: "ჰზრახავთ", არამედ — "ჰზრახვიდეთო", რამეთუ არა ამას ეტყჳს თუ: "არა ცთომილ ხართ", არამედ ამას იტყჳს, ვითარმედ: ვესავ ღმრთისა თანამბრძოლებასა მოქცევად თქუენდა, რაჲთა განჰმართოთ ცთომილებაჲ და განამართლოთ, ვითარცა მოწაფეთა, სასოებაჲ ჩემი, მოძღურისაჲ, თქუენდა მიმართ, არა რაჲსა სხჳსა მოქმედებითა გარეშე მისსა, რომელი მე გიქადაგე თქუენ.

მოციქულისაჲ: ხოლო რომელი-იგი აღგძრავს თქუენ, მან იტჳრთოს საშჯელი, ვინცა-იგი არს (5,10).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: თქუენ ცთომილთათჳს გულპყრობილ ვარ მოქცევად ცთომისაგან, ხოლო მაცთუნებელთა თქუენთა არა თანა-წარჰჴდეს საშჯელი მოქცევითა თქუენითა, არამედ პატიჟი მიეჴადოს მისთჳს, რომელ გაცთუნნეს თქუენ.

მოციქულისაჲ: ხოლო მე, ძმანო, წინადაცუეთასა ღათუ ვქადაგებდე, რაჲსაღა-მე ვიდევნები? გან-მე-ქარდა საცთური იგი ჯუარისაჲ? (5,11).

თარგმანი: არათუ არა წინა-დასცჳთა ტიმოთეს, არამედ განგებულებით ყო, რაჲთა სარწმუნო ყოს იგი ქადაგად ჰურიათა. ამისთჳს არა ამით განმართლდების, ვითარმედ: "წინადაცუეთაჲ არა მიქმნიეს", არამედ: "აწ არა ვქადაგებო წინადაცუეთასა; რამეთუ, უკუეთუმცა ამას ვქადაგებდი, რაჲსაღამცა სხჳსათჳს ვიდევნებოდე ჰურიათა მიერ, რომელთა ესე აქუს მიზეზად დაბრკოლებისა? და უკუეთუ ამას არა ვქადაგებ, — ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, —გან-სადმე-ქარვებულ არს შესაბრკოლებელი ჯუარისაჲ; რამეთუ ამის მიზეზისათჳს შებრკოლდებიან ჰურიანი ქადაგებასა ამას ზედა ჯუარისასა, რამეთუ წინააღუდგების და აყენებს წინადაცუეთასა. ვინაჲცა ჯერეთ და აწ და მარადის უცვალებელ არს ჩუენგან ყენებაჲ წინადაცუეთისაჲ, რამეთუ განგებულებით ქმნილსა მას ტიმოთეს ზედა — ვერვინ შჯულის-დება ჰყოფს, ვერცა მტკიცე.

მოციქულოსაჲ: ჯერ-იყო, გან-თუმცა-გეშორნეს, რომელნი-იგი გაცთუნებენ თქუენ (5,12).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ჰეთუმცა განიკუეთნეს-ცა აღმაშფოთებელნი თქუენნი; რომელი-ესე საწყევარი არს წინააღმდგომთაჲ, ვითარმედ: უმჯობეს არს, რაჲთა თჳთ ორად განიკუეთნენ და სრულიადცა მოიკუეთნენ წინადაცუეთისა მაზრახებელნი თქუენნი.