მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 6:12

11. აწ იხილეთ, რაოდენი წიგნები მივწერე თქუენდა ჴელითა ჩემითა.12. რომელთა-იგი ჰნებავს პირ-შუენიერებაჲ ჴორცითა, იგინი გაიძულებენ თქუენ წინადაცუეთად, გარნა ხოლო რაჲთა ჯუარსა ქრისტესსა არა შეუდგენ.13. რამეთუ არცაღა თჳთ იგი წინადაცუეთილნი შჯულსა იმარხვენ, არამედ ჰნებავს თქუენი წინადაცუეთაჲ, რაჲთა თქუენითა მით ჴორცითა იქადოდიან.
გალატელთა მიმართ თავი 6
12. რომელთა-იგი ჰნებავს პირ-შუენიერებაჲ ჴორცითა, იგინი გაიძულებენ თქუენ წინადაცუეთად, გარნა ხოლო რაჲთა ჯუარსა ქრისტესსა არა შეუდგენ.
თავი ი̂ბ. გარე-მიქცევაჲ წინადაცუეთისა მაწუეველთაჲ და სწავლაჲ ახლისა ცხორებისა სულიერისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელთა-იგი ჰნებავს პირშუენიერებაჲ ჴორცითა, იგინი გაიძულებენ თქუენ წინადაცუეთად, გარნა ხოლო რაჲთა ჯუარსა ქრისტესსა არა შეუდგენ, რამეთუ არცაღა თჳთ წინადაცუეთილნი იგი შჯულსა იმარხვენ, არამედ ჰნებავს თქუენი წინადაცუეთაჲ, რაჲთა თქუენითა მით ჴორცითა იქადოდიან (6,12-13).:

თარგმანი: ესე არს პირშუენიერებაჲ ჴორცითა, რაჟამს კაცი არა სულისათჳს და ღმრთისა, არამედ ჴორციელთა კაცთა საჩუენებელად განიშუენებდეს პირსა ოდენ გარეშე, და არა გულსაცა შინაგან. რამეთუ კაცი პირსა ხედავს, ხოლო ღმერთი — გულსა. ამით უკუე ესევითარითა სახითა ჰურიაობისაგან მოქცეულნი იგი ვინაჲთგან იყუედრებოდეს ჰურიათა მიერ, ვითარცა მამულთა შჯულთა დამტევებელნი, ამისდა საკურნებელად აიძულებდეს წარმართთაგანთა მორწმუნეთა წინადაცუეთად, რაჲთა სათნო-ეყვნენ ჰურიათა, ვითარცა სხუათა შორის ქადაგნი წინადაცუეთისანი, და არად ზრუნვიდეს ქრისტეს ჯუარისა წინააღმდგომობასა, ოდენ რაჲთმე აქუნდეს მიზეზად თჳსისა ყუედრებისა დაჴსნისა, სიქადული იგი სხჳსა ჴორცთა წინადაცუეთისაჲ; არცა კუალად ჰურიათა შჯულსა იმარხვიდეს, ერთგზის მისგან განყენებულნი, არამედ ცუდადმზუაობრობით ენება, რაჲთა მოწფად ჰყვენ თჳსისა მის ცრუმოძღურობისა ერნი წარმართთანი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის