თარგმანი: კუალად მასვე ზემო თქუმულსა სიტყუასა იტყჳს, ვითარმედ არაჲ მეტობაჲ არს ჰურიათაგანობაჲ, არცა წარმართთაგანობაჲ, არამედ ესე ოდენ საძიებელ არს, რაჲთა დაძუელებულებაჲ იგი ცოდვათა-მიერი, ახალდაბადებულ იქმნეს ქრისტეს მიერ, საბანელითა წმიდისა ემბაზისაჲთა, რომელსა შინა ძუელი კაცი ჩუენი დაეფლვის ქრისტეს თანა და განახლებული აღმოვალს მიერ. და კუალად, ახალდაბადებულ არს, რაჟამს ჩუენ ძლით ჩუენ თანა განხრწნილი სოფელი კუალად ჩუენ თანავე ახლად მეორედ დაიბადოს ქრისტეს მიერ, განახლებითა საუკუნოჲთა და კუალად განუხრწნელითა.
გალატელთა მიმართ 6:15
14. ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისათჳს სოფელი ჩემდამო ჯუარ-ცუმულ არს და მე - სოფლისა.15. რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ არცა წინადაცუეთილებაჲ რას შემძლებელ არს, არცა წინადაუცუეთელობაჲ, არამედ ახალი დაბადებული.16. და რაოდენნი წესსა ამას ზედა ეგნენ, მშჳდობაჲ მათ ზედა და წყალობაჲ და ისრაელსა ზედა ღმრთისასა.
გალატელთა მიმართ თავი 6