მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 6:17

16. და რაოდენნი წესსა ამას ზედა ეგნენ, მშჳდობაჲ მათ ზედა და წყალობაჲ და ისრაელსა ზედა ღმრთისასა.17. ამიერითგან შრომასა ნუვინ შემამთხუევნ მე; რამეთუ მე საწრეტელნი იგი უფლისა იესუჲსნი ჴორცთა შინა ჩემთა მიტჳრთვან.18. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი სულისა თქუენისა თანა, ძმანო. ამინ.
გალატელთა მიმართ თავი 6
17. ამიერითგან შრომასა ნუვინ შემამთხუევნ მე; რამეთუ მე საწრეტელნი იგი უფლისა იესუჲსნი ჴორცთა შინა ჩემთა მიტჳრთვან.
თავი ი̂ბ. გარე-მიქცევაჲ წინადაცუეთისა მაწუეველთაჲ და სწავლაჲ ახლისა ცხორებისა სულიერისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამიერითგან შრომასა ნუვინ შემამთხუევნ მე, რამეთუ მე საწერტელნი იგი უფლისა იესუჲსნი ჴორცთა შინა ჩემთა მიტჳრთვან (6,17).:

თარგმანი: არათუ მოწყინებით გარემიაქცევს შრომათა, რომელმან-იგი ქრისტესთჳს უფროჲს ყოველთა მოციქულთასა აღირჩია დაშრომაჲ, არამედ მოწაფეთა თჳსთა ასწავებს, ვითარმედ შჯულთა, ჩემ მიერ თქუენდა ქადაგებულისა სახარებისათა, არცაღა შემატებად თავს-ვიდებ, არცა მოკლებად, რამეთუ მე სხუაჲ რაჲმე ნამეტავად და უჴმრად შრომად შემირაცხიეს, გარეშე ამათსა, რომელ არიან ჭირნი და ღუაწლნი და წყლულებანი, რომელნი შემემთხუევიან დღითი-დღე სახარებისათჳს ქრისტესისა, რომელნი-იგი მიგუმერენ ვითარცა კიცუსა, მალე-მორბედ ყოფად ქადაგებასა შინა, და რომელთა არა ხოლო მოთმინებით თავს-ვისხამ, არამედ სურვილით და წადიერებით მიტჳრთვან და მიმომაქუან, განცხადებულად აღსანიშნველად მჴედრობისა ამის ჩემისა, ვითარმედ თავსმდებელ ვარ წყლულებათა, და ვიდრე სისხლთამდე არა კაცთმოთნე ვარ; რამეთუ კაცთაღა-თუ-მცა სათნო-ვეყოფვოდე მიმოცვალებითა ქადაგებისაჲთა, რაჲსაღამცა ვიტანჯებოდე, ვითარცა მონაჲ ქრისტესი?

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის