თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: მგონებელი რაჲსმე ქონებად, და გამოუცდელი ქონებისა და არა-ქონებისაჲ, თავსა თჳსსა აცთუნებს. ამისთჳს ანუ ნუ იქადი, რამეთუ ყოვლად უჯერო არს, ანუ დაღაცათუ ვერ იპყრობ სიქადულსა, ნუ ფარისეველებრ მოყუასსა ზედა იქადი, არამედ თავსა შორის შენსა თუალ-უხუავ იქმენ, ვითარცა ბრძმედი, გამომცდელი ოქროჲსა და ბრპენისაჲ, რამეთუ უკუეთუ ჭეშმარიტებით განიხილო, უეჭუელად მრავალი რაჲ ჰპოო შენ შორის ადგილი ბრალობისაჲ და დამჴსნელი სიქადულისაჲ.
2. ურთიერთარს სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი.3. რამეთუ უკუეთუ ვისმე ეგონოს, ვითარმედ არს რაჲმე, და იგი არაჲ იყოს, თავსა თჳსსა აცთუნებს.4. არამედ საქმენი თჳსნი გამოიცადენინ კაცად-კაცადმან, და მაშინ თავისა თჳსისა ხოლო ქებაჲ აქუნდეს, და არა მოყუსისა მიმართ,
გალატელთა მიმართ თავი 6