თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან არა აქავე, არამედ მერმესა მას ყოფად არს აქა თესულისა მკაჲ, ესე ნუმცა გუეწყინების, ნუცა განგრძობისათჳს ჟამისა ყოვლად უსასო ვიქმნებით, რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა უფლისათა, ვითარცა ერთი დღე. ნუცა კუალად ამას ვჰგონებთ, ვითარმედ, ვითარ-ესე აქა არა ხოლო თესვასა, არამედ მკასაცა ფრიადი დაშრომაჲ შეგუემთხუევის, ეგრეთვე მუნ, რამეთუ მერმე იგი სამკალი, რომელ არს მოსაგებელი კეთილთა საქმეთაჲ, არცა ერთისა რაჲს ოფლისა და შრომისა მოქენე არს. ამისთჳს ნუცა პირველ ჟამისა ვეძიებთ მოსაგებელთა შრომათასა, და მოვიწყინებთ შრომასა დაყოვნებისათჳს მათისა, რამეთუ თჳსი ჟამი უჩნს განკუთნვილი მოღებასა მათსა, ოდეს-იგი უეჭუელად მოვიღოთ, უკუეთუ ოდენ არა მოვმედგრდეთ, ესე იგი არს, დავიჴსნნეთ, აქა განგრძობისათჳს შრომათაჲსა.
გალატელთა მიმართ 6:9
8. რამეთუ რომელმან სთესოს ჴორცთა შინა თჳსთა, ჴორცთა მიერ თჳსთა მოიმკოს ხრწნილებაჲ; ხოლო რომელმან სთესოს სულსა თჳსსა, სულისაგან თჳსისა მოიმკოს ცხორებაჲ საუკუნოჲ.9. ხოლო კეთილისა საქმე ნუმცა გუეწყინების, რამეთუ თჳსსა ჟამსა მოვიმკოთ, არა თუ მოვმედგრდეთ.10. აწ უკუე, ვიდრე ჟამი გუაქუს-ღა, ვიქმოდით კეთილსა ყოველთა მიმართ, ხოლო უფროჲსად სახლეულთა მათ მიმართ სარწმუნოებისათა.
გალატელთა მიმართ თავი 6