...და ჰრქუა: უკუეთუ სიტყჳთა ამით, ვითარმედ "ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა" — დააკნინებ სულსა წმიდასა, ჵ მბრძოლო სულისაო, ვითარმედ მონა არს მონათა თანა აღრიცხული იგი, ჟამი არს შენდა, რაჲთა თჳთ ღმერთი მამაჲცა სწორ კაცთა მონა ჰგონო სამთა ამათ სიტყუათა მიერ, ვითარმედ: "ჰრწმენა ერსა მას ღმრთისა მიმართ და მოსესსა" () და ვითარმედ "შეეშინა ერსა მას უფლისაგან და სამოელისაგან" () და ვითარმედ "მახჳლი უფლისაჲ და მახჳლი გედეონისი" (). ხოლო უკუეთუ სამნივე ესე — მოსე სამოელ და გედეონ — არა ვითარცა ერთ-პატივნი იჴსენებიან ღმრთისა თანა, არამედ ვითარცა მონანი მეუფისა თანა, ეგრეთვე აწ მოციქულთა თავნი თჳსნი აჴსენნეს სულისა წმიდისა თანა, ვითარცა ლიტონნი კაცნი სულისა თანა საღმრთოჲსა, რომელი-იგი ღმერთ არს ბუნებით, და ქადაგთაცა მისთა ღმერთ-ჰყოფს მადლით და მინიჭებით. არამედ ფრიადი საზღვარი არს შორის ბუნებით ღმრთისა ღმერთ-მყოფელისა და შორის მონათა, მადლით ღმერთ-ქმნულთა მის მიერ, რომელნი არარას ვის დაუმძიმებენ ძუელთა წესთა ძიებითა.
გამოსლვათა 14:31
30. და იჴსნა უფალმან ისრაჱლი მას დღესა შინა ჴელისაგან მეგჳპტელთასა.31. და იხილნა ისრაჱლმან მეგჳპტელნი მომწყუდარნი კიდესა თანა ზღჳსასა, ხოლო იხილა ისრაჱლმან ჴელი დიდი, რომელი უყო უფალმან მეგჳპტელთა. და შეეშინა ერსა უფლისა და ჰრწმენა ღმრთისა და მოსესი, მსახურისა მისისა.32. მაშინ იგალობეს მოსე და ძეთა ისრაჲლისათა გალობაჲ ესე ღმრთისა მიმართ და თქუეს:
გამოსლვათა თავი 14