...აგდებდეს, პირველად თჳსსა ჴელსა დასწუავს; და გუელსა თუ უპყრას ვინ მეორესა ზედა მიგდებად, პირველად თჳთ მოიწყლვის; ეგრეთვე უკეთურებაჲ მოქმედთა მისთა ავნებს. და უფროჲსად მათ ავნებს, ვიდრეღა სხუათა მათ, რომელთა მიმართ ენებოს მათ მივლინებაჲ მისი.
ესრეთ შეემთხჳა ფარაოს. თქუა: „ვდევნო, ვეწიო და მოვწყჳდო ისრაჱლი“. არამედ თჳთ წარწყმდა ერითურთ და მჴედრებით. ეგრეთვე იქმნა გოლიათის ზე. მოკლვაჲ ენება და მოიკლა. ეგრეთსახედვე შეემ-თხჳა ბოროტსა მას ეშმაკსა. გამოსცდიდა რაჲ, გამოიცადა. და აღძრნა რაჲ ყოველნი ქრისტეს ზედა, თავი თჳსი დაჰჴსნა. რამეთუ აწ წარმოიტყუენა ძალი მისი და იქმნა დასათრგუნველ კაცთა. რამეთუ განიძარცუა რაჲ უფალმან და განეწყო მისა მიმართ, იქმნა საქმე იგი უხილავად საძლეველ ეშმაკისა. და მეყსეულად შეჰმოსეს მას, ვითარცა იოვანე იტყჳს, „ძოწეული“, და ვითარცა მათე და მარკოზ იტყჳან, „სამოსელი მეწამული“; ; და გჳრგჳნი ეკალთაგან დაადგეს თავსა მისსა; და ლერწამი მისცეს მარჯუენესა ჴელსა მისსა; და მუჴლნი დაიყარნეს მის წინაშე და თაყუანის-სცემდეს მას.
ეჰა საკჳრველი ახალი და დიდებული და ჭეშმარიტად სასწაული...