მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსლვათა 2:14

13. ხოლო გამო-რა-ვიდა იგი მეორესა დღესა და იხილნა ორნი კაცნი ებრაელნი, იბრძოდეს და ჰრქუა: რომელ-იგი ავსებდა მოყუასსა თჳსსა, რაჲსათჳს, სცემ შენ მოყუასსა თჳსსა?14. ხოლო მან ჰრქუა: ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩუენ ზედა, ანუ მოკლვაჲ ჩემი გნებავს შენ, ვითარცა მოჰკალ გუშინ ეგჳპტელი იგი? შეეშინა მოსეს და თქუა: უკუეთუ ესრეთ განცხადნა სიტყუაჲ ესე?15. ესმა ფარაოს სიტყუაჲ ესე და ეძიებდა მოკლვად მოსეს, წარივლტოდა მოსე პირისაგან ფარაოჲსსა და დაემკჳდრა ქუეყანასა მადიამისასა, და მოვიდა იგი ქუეყანასა მადიამისასა და დაჯდა ჯურღმულსა ზედა.
გამოსლვათა თავი 2
14. ხოლო მან ჰრქუა: ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩუენ ზედა, ანუ მოკლვაჲ ჩემი გნებავს შენ, ვითარცა მოჰკალ გუშინ ეგჳპტელი იგი? შეეშინა მოსეს და თქუა: უკუეთუ ესრეთ განცხადნა სიტყუაჲ ესე?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...ამედ წინამძღოლობას, არ ვადანაშაულებ; რადგან, ამბობს, „კეთილისა საქმესა გული ეტყჳს“ (). ვინაიდან მოსემაც ისურვა ეს საქმე, მაგრამ არა ძალაუფლება; და ისე ისურვა, რომ მოესმინა: „ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩუენ ზედა“ ()? თუ ვინმემ ასე ისურვა, ისურვოს; რამეთუ ეპისკოპოსობა იმიტომ ეწოდა, რომ ყველას ზედამხედველობდეს.

ამიტომ, ამბობს, „ჯერ-არს ეპისკოპოსისაჲ, რაჲთა უბრალო იყოს, ერთის ცოლის ქმარ“ (). ამას იგი არა კანონმდებლობისთვის ამბობს, თითქოს ამის გარეშე ეპისკოპოსად გახდომა შესაძლებელი არ იყოს, არამედ უზომობის შესაკავებლად; რადგან იუდეველთა შორის შესაძლებელი იყო მეორედ ქორწინებაც და ერთდროულად ორი ცოლის ყოლაც, ვინაიდან „პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე“ (). ზოგნი კი ამბობენ, რომ ეს იმისთვის ითქვა, რათა იგი ერთი ცოლის ქმარი იყოს. „უბრალო“....

სრულად ნახვა