მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსლვათა 20:5

4. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოველი მსგავსეგაჲ, რაოდენ ცათა შინა-ზე და რაოდენი ქუეყანასა ზედა-ქუე და რაოდენნი წყალთა ქუეშე ქუეყ ანისა.5. არა თაყუანის-სცე მათ, არცა ჰმსახურო მათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, ღმერთი მოშურნე, მიმგებელი ცოდვათა მამათასა შვილთა მიმართ მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე მოძულეთა ჩემთა.6. და მოქმედი წყალობისა ათასთამდე მოყუარეთა ჩემთა და რომელი, დაიმარხნიან მცნებანი ჩემნი.
გამოსლვათა თავი 20
5. არა თაყუანის-სცე მათ, არცა ჰმსახურო მათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, ღმერთი მოშურნე, მიმგებელი ცოდვათა მამათასა შვილთა მიმართ მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე მოძულეთა ჩემთა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა მოიწიოსო თქუენ ზედა ყოველი სისხლი მართალი, დათხეული ქუეყანასა ზედა, სისხლითგან აბელის მართლისაჲთ ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაჲსა, ძისა ბარაქიაჲსა, რომელი მოჰკალთ შორის ტაძრისა და საკურთხეველისა. ამენ გეტყჳ თქუენ: მოიწიოს ესე ყოველი ნათესავსა ამას ზედა“ (23,35-36).:

...ათ შჳდგზის“. რაჲსათჳს-მე? არა თუ მან ძმაჲ მოკლა, არამედ ამისთჳს, რომელ პირქმნულისა მისგან სახისა არა შეშინდა. და ესე არს, რომელსა იტყჳს ღმერთი წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: „მივაგნეო ცოდვანი მამათანი შვილთა ზედა მესამედ და მეოთხედ ნათესავად მოძულეთა ჩემთა“. არა თუ რომელ-იგი სხუათა ცოდეს, მისთჳს სხუათამცა მიჰჴადა სასჯელი. ნუ იყოფინ! არამედ რომელთაიგი იხილნეს მრავალნი ცოდვათათჳს ტანჯულნი და არა შეიკდიმეს, არამედ მათვე საქმეთა მოქმედ იქმნეს, ღირს არიან მათისა მის სასჯელისა და უძჳრესისაცა მიღებად. ეგრეთვე ამათ ვინაჲთგან იცოდეს, თუ აბელისითგან ვიდრე აქამომდე რაოდენნი რისხვანი მოიწინეს კაცისმკლველთა ზედა, და თჳსითა პირითა წამებდეს: „უკუეთუმცა ვიყვენითო დღეთა მათ მამათა ჩუენთა, არამცა ვიყვენითო მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაჲსწარმეტყუელ-თაჲსა“; და მერმე იქმნეს იგინი მკლველ უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა და სხუათა მათ მოციქულთა და მართალთა მომწყუედელ, სამართლად სწორი სასჯელისა პირველითგანთა სისხლის დათხევათაჲთა მოიწიოს მათ ზედა.

და იხილე, ვითარ ჯეროანსა ადგილსა აჴსენა აბელი, რაჲთა უჩუენოს, ვითარცა იგი შურით მოიკლა, ეგრეთვე ესენი შურითა ეძიებდეს მოკლვად უფლისა. ჵ უღმრთონო, რაჲ-მე სთქუათ, რა...

სრულად ნახვა