...ეთუ ესე ცხორებაჲ ყოვლისა სოფლისაჲ იყო; ხოლო მათ ქვისა დაკრებაჲ ენება, ესრეთ მარადის მზა იყვნეს მოკლვად და თჳნიერ გამოძიებისა იქმოდეს საქმეთა მათ. ხოლო რაჲსათჳს არა თქუა, თუ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვიყავ, არამედ: „მე ვარო“? ამისთჳს, რამეთუ ვითარცა მამამან ესე სიტყუაჲ იჴმარა, ვითარმედ: „მე ვარ, რომელი ვარ“, ეგრეთვე ამან თავადმან. რამეთუ ესე სიტყუაჲ სამარადისოჲსა ყოფისა მომასწავებელ არს და გარეგანი ყოვლისაგანვე ჟამისა. ამისთჳს გმობად შერაცხილ არს მათ მიერ სიტყუაჲ იგი, ხოლო უკუეთუ აბრაჰამის თანა სწორებაჲ არა თავს-იდვეს, რომელი-იგი მისსა დიდებასა თანა მცირე იყო, უკუეთუმცა ზედაჲსზედა შეასწორებდა თავსა თჳსსა მამასა თანა, რაჲმცა ყვეს, დასცხრესმცაა ბრძოლად და ქვისა დაკრებად მისა? ხოლო თავადი კუალად კაცობრივ ივლტის მათგან და დაიფარვის. ვინაჲთგან ფრიადი სწავლაჲ წარმოუთხრა მათ და აღასრულა საქმჱ თჳსი, განვიდა ტაძრისა მისგან და წარვიდა განკურნებად ბრმისა მის, რაჲთა საქმითცა დაამტკიცოს, ვითარმედ „პირველ აბრაჰამის ყოფადმდე“ არს იგი. და უკუეთუ ვინ იტყოდის, ვითარმედ: რაჲსათჳს არა დაჰჴსნა ძალი მათი, რაჲთამცა ესრეთ ჰრწმენა? არამედ გულისხმა-ყავ, ვითარ-იგი განრღუეული განკურნა, და არა ჰრწმენა, და სხუ...
გამოსლვათა 3:14
13. და ჰრქუა მოსე ღმერთსა: აჰა ესერა, მე მივიდე ძეთა ისრაჱლისათა და ვჰრქუა მათ: ღმერთმან მამათა თქუენთამან მომავლინა მე თქუენდა და მკითხვიდენ, თუ რაჲ არს სახელი მისი, რაჲ ვჰრქუა მათ?14. და ჰრქუა ღმერთმან მოსეს: მე ვარ ღმერთი, მყოფი რომელი ვარ, და ესრე არქუ ძეთა ისრაჱლისათა: რომელ-იგი არს, მან მომავლინა მე თქუენდა.15. და ჰრქუა ღმერთმან მერმე კუალად მოსეს: ესრე არქუ ძეთა ისრაჱლისათა: უფალმან ღმერთმან მამათა თქუენთამან, ღმერთმან აბრაჰამისმან, ღმერთმან ისაკისმან და ღმერთმან იაკობისმან, მომავლინა მე თქუენდა. ესე არს სახელი ჩემი საუკუნე და საჴსენებელი ჩემი თესლითი თესლადმდე.
გამოსლვათა თავი 3