გამოსლვათა 33:12
11. და ეტყოდა უფალი მოსეს პირისპირ, ვითარცა-იგი ვინ ზრახავს თჳსსა მეგობარსა და მოივლინის ბანაკად. ხოლო მსახური იგი მოსესი, ისო ჭაბუკი, არა გამოვიდის კარვით.12. და ჰრქუა მოსე უფალსა: აჰა, შენ მეტყჳ აღყვანებასა ამის ერისასა და შენ არა გამომიცხადე ვის-იგი მოავლინებ ჩემდა. ხოლო შენ მარქუ: გიცი შენ უფროჲს ყოველთასა და მადლი გაქუს ჩემ მიერ.13. უკუეთუ ვჰპოვე მადლი შენ წინაშე, გამომიცხადე მე თავი შენი და განცხადებულად გიხილო შენ, რათა ვსცნა მე, ვითარმედ ვჰპოვე მადლი წინაშე შენსა და გულისხმა-ვყო, ვითარმედ შენი არს ნათესავი ესე.
გამოსლვათა თავი 33