მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსლვათა 33:11

10. და ჰხედვიდა ყოველი იგი ერი სუეტსა მას ღრუბლისასა, მდგომარესა კართა ზედა მის კარვისათა. და დგან ყოველი იგი ერი და თაყუანის-სცის კაცად-კაცადმან კარით კარვისა თჳსისაჲთ.11. და ეტყოდა უფალი მოსეს პირისპირ, ვითარცა-იგი ვინ ზრახავს თჳსსა მეგობარსა და მოივლინის ბანაკად. ხოლო მსახური იგი მოსესი, ისო ჭაბუკი, არა გამოვიდის კარვით.12. და ჰრქუა მოსე უფალსა: აჰა, შენ მეტყჳ აღყვანებასა ამის ერისასა და შენ არა გამომიცხადე ვის-იგი მოავლინებ ჩემდა. ხოლო შენ მარქუ: გიცი შენ უფროჲს ყოველთასა და მადლი გაქუს ჩემ მიერ.
გამოსლვათა თავი 33
11. და ეტყოდა უფალი მოსეს პირისპირ, ვითარცა-იგი ვინ ზრახავს თჳსსა მეგობარსა და მოივლინის ბანაკად. ხოლო მსახური იგი მოსესი, ისო ჭაბუკი, არა გამოვიდის კარვით.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოჱ სიყუარულისათჳს და სიმშჳდისა:

...(მათ. 11,29) უკუეთუ იქმნა მშჳდ და მდაბალ, მეგობარ იყო ქრისტესა, ვითარცა წერილ არს მოსესთჳს, ვი-თარ „იყო უმშჳდეს ყოველთა კაცთა“. ამისთჳს ეწოდა მსახურ და მონა ღმრთისა, და „ეტყოდა მას ღმერთი პირისპირ, ვითარცა ვინ ეტყჳნ მეგობარსა თჳსსა“. უკუეთუ ესე წესი მოიგო, ამასცა სოფელსა სანატრელ იყო და საუკუნეთა მათ სატანჯველთა პირი არა იხილო, არამედ კადნიერებით წარსდგე საშინელსა მას სამშჯავროსა და ზეცისა სასუფეველსა მკჳდრ იქმნა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ დიდებაჲ არს თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა