მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 19:10

9. და მრქუა მე: დაწერე, ვითარმედ: ნეტარ არიან წოდებულნი სერობასა მას კრავისასა, და მრქუა მე: ესე სიტყუანი ჭეშმარიტნი ღმრთისანი არიან.10. და დავვარდი წინაშე ფერჴთა მისთა თაყუანის-ცემად მისა, და მრქუა მე: იხილე ნუ, შენ თანა მონაჲ ვარ მე და ძმათა შენთა, რომელთა აქუს წამებაჲ იესუჲსი; ღმერთსა თაყუანის-ეც, რამეთუ წამებაჲ იესუჲსი არს სული იგი წინაწარმეტყუელებისაჲ.11. და ვიხილენ ცანი განხუმულნი. და აჰა ცხენი სპეტაკი, და მჯდომარესა მას ზედა ეწოდებოდა სარწმუნოჲ და ჭეშმარიტი, და სიმართლით შჯის და იბრძვის.
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 19
10. და დავვარდი წინაშე ფერჴთა მისთა თაყუანის-ცემად მისა, და მრქუა მე: იხილე ნუ, შენ თანა მონაჲ ვარ მე და ძმათა შენთა, რომელთა აქუს წამებაჲ იესუჲსი; ღმერთსა თაყუანის-ეც, რამეთუ წამებაჲ იესუჲსი არს სული იგი წინაწარმეტყუელებისაჲ.
წიგნი 19
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) შემდგომად ამისა მესმა, ვითარცა ჴმაჲ დიდი ერისა მრავლისაჲ ცათა შინა, რომელნი იტყოდეს: ალელუაჲ, მაცხოვარებაჲ და ძალი და დიდებაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ! (2) რამეთუ ჭეშმარიტებით და სიმართლით არიან სასჯელნი მისნი, რამეთუ საჯა მეძავი იგი დიდი, რომელმან განხრწნა ქუეყანაჲ სიძვითა თჳსითა და გამოიძია სისხლი მონათა თჳსთაჲ ჴელისაგან მისისა. (3) და მეორედ თქუეს: ალელუაჲ. და კუამლი მისი აღვალს უკუნითი უკუნისამდე. (4) და დავარდეს ოც და ოთხნი იგი მღდელნი და ოთხნი ცხოველნი და თაყუანის-სცეს ღმერთსა, მჯდომარესა საყდართა ზედა, და თქუეს: ამენ. ალელუაჲ.

თარგმანი. ალელუაჲ გალობაჲ არს საღმრთოჲ, ვითარმედ: აქებდით უფალსაო, ხოლო ამენი - იყავნო, რომელ-იგი ანგელოზთა და წმიდათა შეასხეს ღმერთსა სიმართლისათჳს სასჯელთა მისთაჲსა. ხოლო კუამლი მისი უკუნისამდე აღვიდოდისო, ესე იგი არს, ვითარმედ მას შინა მყოფნი უკეთურნი შემდგომად აქავე ტანჯვისა მას საუკუნესა უკუნისამდე იტანჯებოდიან.

მოციქულისაჲ. (2) და ჴმაჲ გამოვიდა საყდრისაგან, რომელი იტყოდა: აქებდით ღმერთსა ჩუენსა ყოველნი მონანი მისნი და მოშიშნი მისნი_მცირენი და დიდნი. თარგმანი საყდრად ქერაბინთა და...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის