თარგმანი: ესე სიტყუანი მეორისა შჯულისაგან შემოღებითა განუმარტებიან მოციქულსა; რამეთუ, თქუა რაჲ შჯულისა მიერი განმართლებაჲ, აწ იტყჳს სარწმუნოებისა მიერსაცა განმართლებასა, და ცხად ჰყოფს, ვითარმედ: ამას ვიეთნიმე მიემთხჳნეს, ხოლო მას - ვერცა ერთი ვინ. და კუალად, რაჲთა არა უნდოდ რადმე და ადვილად წარსამართებელ შეერაცხოს სარწმუნოებაჲ, ამისთჳს ცხად ჰყოფს სიმართლესა მისსა, ვითარმედ იგიცა შრომით მოსაგებელ არს და უჩინოთა გულისსიტყუათა კუეთებისაგან საკრძალავ, რამეთუ არა ხოლო ბაგითა თქუმად, არამედ არცაღა გულსა შინა მოგონებად უტევებს უძლურისა რაჲსმე და ქუემეთრევისა. და რაჲთა შეუორგულებელ იყოს ყოველსავე ზედა, ვითარმედ ღმერთსა ყოველივე ძალ-უც, და შეუძლებელ მის მიერ არცა ერთი რაჲ არს.
ჰრომაელთა მიმართ 10:7
6. ხოლო სარწმუნოებისაგან სიმართლე ესრეთ იტყჳს: ნუ იტყჳ გულსა შენსა: ვინ აღვიდეს ზეცად? ესე იგი არს, ქრისტესი გარდამოყვანებაჲ.7. ანუ: ვინ შთავიდეს უფსკრულად? ესე იგი არს, ქრისტესი მკუდრეთით აღმოყვანებაჲ.8. არამედ რასა იტყჳს: მახლობელ შენდა არს სიტყუაჲ ეგე პირსა შენსა და გულსა შენსა, ესე იგი არს სიტყუაჲ სარწმუნოებისაჲ, რომელსა ვქადაგებთ,
ჰრომაელთა მიმართ თავი 10