თარგმანი: იხილე, თუ სადა აღიყვანა ქებაჲ მისი, რამეთუ დად უწოდა, რომლისასა რაჲმცა უდიდებულეს იყო დად პავლესსა სახელ-დებასა! ამისსა შემდგომად მრჩობლ ყო მიზეზი ღირსებისა მისისაჲ, რაჲთა უფლისათჳს შეიწყნარონ, და ვითარცა წმიდაჲ, ეგრეთ შეიწყნარონ. ამას თანა არავე დაუმძიმებს მათ, რაჲთამცა ჰრქუა, ვითარმედ: "გამოიჴსენით ჭირისაგან", არამედ "თანა-უდეგითო, რაჲცა რაჲმე უჴმდეს, და ჴელი აღუპყართ". და ესეცა დიდი ქებაჲ არს, რომელ სხუათა თანამდგომ იყო იგი. ხოლო თავი შესხმათა მისთაჲ, —რამეთუ თჳთ მასცა თანამდგომ ექმნა მოციქულსა და ქადაგსა და მოძღუარსა ყოვლისა სოფლისასა. და ჭეშმარიტად ნეტარ არს იგი, რომელმან შეუძლო განსუენებად და მსახურებად წმიდასა მას სულსა პავლესსა.
ჰრომაელთა მიმართ 16:1
1. შეგვედრებ თქუენ ფიბეს, დასა ჩუენსა, რომელი-იგი არს მსახურ ეკლესიისა მის კენქრელთაჲსა,2. რაჲთა იგი შეიწყნაროთ უფლისა მიერ ღირსად წმიდათა და თანა-დაუდეგით მას, რომელიცა რაჲმე საქმე უჴმდეს თქუენგან, და რამეთუ იგიცა მრავალთა თანა-მდგომ ექმნა და თჳთ მეცა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 16