მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი კ̂ა. ქადაგებისა თჳსისათჳს და მსახურებისა აღმოსავალეთს და დასავალეთს

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: უკადნიერესად-რე მივწერე თქუენდა, ძმანო, ზოგს-რე, რაჲთა მოგაჴსენო თქუენ მადლითა მით, რომელი მოცემულ არს ჩემდა ღმრთისა მიერ (15,15).

თარგმანი: რაჲთა არა მიმყოვრებულითა მხილებითა განაკრთვნეს იგინი, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ უმეტეს კადნიერ ყოფასა სწამებდეთ თქუმულთა ჩემთა, არამედ ცანთ, ვითარმედ არავე სრულებით, არამედ ზოგებით-რე მიმხილებიეს თქუენდა; არა სამოძღურებელითა სიტყჳთა, არამედ მოსაჴსენებელითა ოდენ. და ესეცა არა თავით თჳსით მიქმნიეს, არამედ მადლითა მით, რომელი ღმრთისა მიერ მომეცა მე.

მოციქულისაჲ: რაჲთა ვიყო მე მსახურ იესუ ქრისტესსა წარმართთა მიმართ (15,16).

თარგმანი: კუალად დაიმდაბლებს თავსა თჳსსა, ვითარმედ არა ხოლო სიტყუასა მოძღურებისასა, არამედ ვერცაღა მოჴსენებისასა კადნიერ-ვიქმნებოდე მოწერად, არათუმცა წარმართთა მიმართი სახარებაჲ რწმუნებულ იყო ჩემდა იესუ ქრისტეს მიერ.

მოციქულისაჲ: მღდელობის მოღუაწე სახარებისა მის ღმრთისა (15,16).

თარგმანი: უსაკუთრეს არს, რაჲთა ნაცვალად მღდელობის მოღუაწისა ესრეთ ითქუმოდის, ვითარმედ მემსხუერპლე სახარებისა მის ღმრთისა; ესე იგი არს, ვითარმედ: სხუათა - სხუაჲ, და სხუათა სხუებრი ერწმუნა მსხუერპლთშემწირველობმდა სამსხუერპლო არს სახარებაჲ ესე ღმრთისაჲ, და ამისდა მემსხუერპლედ განჩინებულ .

მოციქულისაჲ: რაჲთა იყოს მსხუერპლი იგი წარმართთაჲ შეწირულ და განწმედილ სულითა წმიდითა (15,16).

თარგმანი: ესეცა ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: რაჲთა იყოს შესაწირავი იგი წარმართთაჲ კეთილად მითუალულ, განდილ სულითა წმიდითა. ესე იგი არს, ვითარმედ, ვინაჲთგან მღდელ მემსხუერპლე, შემწირველ წარმართთა ერისა ჩინებულ ვართ, საქმით მოსწრაფე ვარ სრულ-ყოფად მსახურებისა ამის სამღდელოჲსა, რაჲთა წმიდა იყვნენ მსხუერპლნი ქადაგებისა ჩემისანი, რომელთა სიწმიდე არავინაჲთ სხჳთ, თჳნიერ მათ შორის მკჳდრობითა იქმნას სულისა წმიდისაჲთა, ხოლო ღონე სულისა წმიდისა ჩუენ შორის მკჳდრობისაჲ სიწმიდით და სათნოებით მოქალაქობაჲ არს, რამეთუ უწესოდ და ბილწებით ცხორებულნი თჳთ წარსდევნიან სულთაგან მათთა წმიდა-მყოფელსა მას ყოველთა დაბადებულთასა.

მოციქულისაჲ: მაქუს უკუე სიქადული ქრისტე იესუჲს მიერ ღმრთისა მიმართ (15,17).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო დაიმდაბლა თავი თჳსი, აწ კუალად აღიმაღლებს, რაჲთა არავინ შეურაცხ-ყოს იგი, ვითარცა არაღირსი პატივსა მოძღურებისასა. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: მაქუს სიქადული არა საქმეთა, არცა წარმატებათა ჩემთაგან, არამედ მათ საქმეთაგან, რომელნი აღმიყვანებენ ღმრთისა მამისა. ცხად არს, ვითარმედ სარწმუნოებაჲ იესუ ქრისტესი არს, რომელი აღიყვანებს კაცთა ღმრთისა.

მოციქულისაჲ: რამეთუ არა ვიკადრო რაჲსამე სიტყუად, რომელი-იგი არა ქმნა ქრისტემან ჩემ მიერ დასამორჩილებელად წარმართთა, სიტყჳთა და საქმითა, ძალითა, სასწაულებითა და ნიშებითა, ძალითა სულისა ღმრთისაჲთა (15,18-19).

თარგმანი: ვინაჲთგან კაცობრივნი სიქადულნი ლიქნით და ტყუილით შეიწმასნებიან, ამისთჳს მოციქული იტყჳს, ვითარმედ: ვთქუ რაჲ ქონებაჲ სიქადულისაჲ ნუ გგონიეს, თუმცა ნაცილ რაჲმე ვთქუ, თჳნიერ მისსა, რომელ მომმადლა ქრისტემან ნიშები და სასწაულები დასამორჩილებელად წარმართთა, რამეთუ თჳნიერ სასწაულთა ჩუენებისა შეუძლებელ არს ურწმუთაჲ მოსლვაჲ სარწმუნოებად. ხოლო თჳთ სიტყუანი ესე ესრეთ უსაკუთრეს არიან, ვითარმედ: ძალითა სასწაულთა და ნიშებისაჲთა, ძალითა სულისა ღმრთისაჲთა. ესე იგი არს, ვითარმედ: ძალი ესე ნიშებისა და სასწაულთაჲ, რომელ მომმადლა ქრისტემან, ნუ ვის შეურაცხიეს ჩემდად, არამედ ძალისა მიერ სულისა წმიდისა იქმნა ყოველივე იგი.

მოციქულისაჲ: რაჲთა მე იერუსალჱმითგან და გარემო ვიდრე ილურიკიადმდე აღვასრულო სახარებაჲ იგი ქრისტესი (15,19).

თარგმანი: შემოკლებულად აღჰრიცხუავს ადგილთა ქადაგებისა თჳსისათა, ვითარმედ: არა მართლ გამომივლიეს ფინიკე და ასურეთი და გზაჲ კილლიკიისა და კაბადუკიისაჲ, არამედ იერუსალჱმით გარე-მომივლიეს სოფლები სარკინოზთა და სპარსთა, სომეხთა და სხუათა ბარბაროზთაჲ, რაჲთა არა ხოლო ჰრომთა სამთავროჲ, არამედ სხუათაცა სამთავროთა სიმრავლენი, არა ხოლო მიწევნულ, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, აღსავსე ვყვნე ქრისტეს სახარებითა.

მოციქულისაჲ: ხოლო ესრეთ პატივ-ცემულ ვარ სახარებად, არა თუ სადა სახელ-დებულ არს ქრისტე, რაჲთა არა სხუასა საფუძველსა ზედა ვაშენებდე, არამედ, ვითარცა წერილ არს: "რომელთა არა თხრობილ არს მისთჳს, იხილონ, და რომელთა არა სმენილ არს, გულისჴმა-ყონ" (15,20-21).

თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ გამოაჩინებს თავისუფალ ყოფასა თჳსსა ზუაობისაგან, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ესრეთ რაჲ პატივის მოყუარე ვარ ხარებად, არა ამისთჳს, რაჲთამცა სხუათა საფუძველსა ზედა მზუაობარ ვიყავ შენებად.

სხუათა საფუძველად სხუათა მიერსა ქადაგებასა უწოდს: არა ვითარმცა არა ერთ იყო ძალი ქადაგებისაჲ მათი და ამისი, არამედ ამისთჳს, რამეთუ მათი უმეტეს არს სასყიდელი, რომელთა პირველ ექადაგოს, გარნა მე არა ამისთჳს მოსწრაფე ვიყავ მუნ ქადაგებად, სადა არა სახელ-დებულ იყო ქრისტე, რაჲთამცა უმეტესი შემემატა სასყიდელი, ანუ ვითარმცა მწუნდა სხუათა საფუძველსა ზედა შენებად, არამედ რაჲთა უსმენელთა ადგილთა შორის აღვსებითა ქადაგებისაჲთა უმრავლესნი ერნი შევსძინნე ქრისტესა, და ამით საქმითა აღმასრულებელ ვიქმნე სიტყჳსა მის ესაიაჲს მიერ თქუმულისა.

მოციქულისაჲ: ამისთჳსცა დავეყენე მისლვად თქუენდა (15,22).

თარგმანი: ვინაჲთგან დასაბამსავე ებისტოლისასა მიუწერა, ვითარმედ: "მრავალგზის მინდა მისლვად თქუენდა და დავეყენე", აწ მიზეზსა მიუწერს, ვითარმედ ამის მიზეზისათჳს დავეყენე, რამეთუ იერუსალჱმით არა მართლ, არამედ გარე-მოვლით უმრავლესთა თესლთა მიმართ ვქადაგებდ, რამეთუ უკუეთუმცა იყო თუალთ-ღება ღმრთისა თანა სიდიდისათჳს და სიმცროჲსა ნათესავთაჲსა, უპირატეს თქუენდა მიჴმდა მოსლვაჲ, ვინაჲთგან სამეუფო არს ქალაქი თქუენი, არამედ მართლმსაჯულმან უფალმან ესრეთ მიბრძანა, რაჲთა გარე-მოვლით მგზავრ მოვიდოდი და ყოველთა სწორად უქადაგებდე, ვიეთცა დავემთხუეოდი. ამისთჳს დამეყოვნა მოსლვად თქუენდა.

მოციქულისაჲ: ხოლო აწ არღარა მაქუნდა მე ადგილი ამიერ კერძოთა ამათ ადგილთა, და მსურის მისლვად თქუენდა მრავლით წლითგან (15,23).

თარგმანი: ჰხედავა, ვითარ თავისუფალ არიან მლიქნელობისაგან სიტყუანი ესე მოცი, ვითარმედ: მოვალ, ოდეს ყოველი ამიერ კერძოჲ საქმე სრულ-მიქმნია. ამისსა შემდგომად მცირედ დაჰრთო სიტყუაჲ სურვისაჲ, ვითარმედ: "მსურის". გარნა კუალად წარრღუნა იგიცა, ვითარმედ: არა ამისთჳს მოვალ, რამეთუ მცალს; არამედ რაჲთა აღმივსო მრავლით წლითგანი სურვილი ჩემი.

მოციქულისაჲ: და უკუეთუ წარვიდოდი სპანიად, მოვიდე თქუენდა. რამეთუ ვესავ, ვითარმედ მი-რაჲ-ვიდოდი მუნ, გიხილნე თქუენცა, და თქუენ მიერ წარვიგზავნო მუნ, უკუეთუ თქუენითა ხილვითა ზოგს-რაჲმე განვძღე პირველად (15,24).

თარგმანი: რაჲთა არა თქუან ჰრომთა, ვითარმედ: "ნართაულად და თანა-წარსავალად გზისა შეურაცხიეს ხილვაჲ ჩუენი", ამისთჳს დაჰრთო მოციქულმან სიტყუაჲ სიყუარულისაჲ, ვითარმედ: "თქუენ მიერ წარვიგზავნო მუნ", და არავე კმა-იყოფს ამას, არამედ შესძინებს, ვითარმედ: "ესე მაშინ, რაჟამს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, პირველად თქუენ მიერ ზოგს-რაჲმე აღვივსო; რამეთუ სრულიადი აღვსებაჲ აღმოგდებისა მიზეზ არს, ამისთჳს ზოგს-რაჲმე აღვსებასა იტყჳს, რომელი-ესე მამასა და მოძღუარსა თჳს-ეყვის, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ვერ რომელი ჟამი კმა-მეყოფის მე სრულიად აღვსებად სიყუარულისაგან თქუენისა.

მოციქულისაჲ: ხოლო აწ ესერა წარვალ იერუსალჱმდ მსახურებად წმიდათა (15,25).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ: "არღარა მაქუს ადგილი და მსურის მისლვად თქუენდა", და იგი ჯერეთ ჰყოვნიდა-ვე, რაჲთა არა კიცხევად შეჰრაცხონ, ამისთჳს მიზეზსაცა ეტყჳს დაყოვნებისასა; ესე იგი არს მსახურებად წარვლინებაჲ იგი. ხოლო რომლისაჲ პავლე მსახურ არს, გულისჴმა-ყავ-ღა, თუ რაბამ იყო საქმე იგი მსახურებისაჲ.

მოციქულისაჲ: რამეთუ ჯერ-იჩინეს მაკედონიამან და აქაიამან ზიარებისა რაჲსამე ყოფად გლახაკთა მათთჳს წმიდათა, (15,26).

თარგმანი: არა ხოლო მიზეზსა უთხრობს თჳსისა დაყოვნებისასა, არამედ მათცა ააბაძვებს, რაჲთა მსგავსად სხუათა მათ, იგინიცა გულსმოდგინე იქმნნენ მოძღუანებად საჴმრისა წმიდათა მათ გლახაკთა იერუსალჱმისათა, ხოლო ზიარებად უწოდს ქველისსაქმესა მოწყალებისასა, რამეთუ იგინი მართუმენ საჴმართა, ხოლო წმიდანი იგი გლახაკნი მისცემენ მის კადნიერებასა ღმრთისა მიმართ, ვინაჲცა მრჩობლ საჭირო არს მოწყალებაჲ იგი სიგლახაკისათჳს და სათნოებისათჳს მათისა, რომელნი მიიღებენ ქველისსაქმარსა მას.

მოციქულისაჲ: ჯერ-იჩინეს და თანამდებცა არიან მათდა, რამეთუ უკუეთუ სულიერთა მათ მათთა ეზიარნეს წარმართნი, თანა-აც და ჴორციელთა მათ შინა მსახურებად მათდა (15,27).

თარგმანი: განაცხადებს ვითარმედ არა ხოლო ვითარცა მოწყალებისა, არამედ ვითარცა თანამდებისა მოვალე არიან მიცემად მათდა. ხოლო რაჲ-მე არიან სულიერნი იგი? — ცხად არს, ვითარმედ ჰურიათათჳს მოვიდა ქრისტე, ვითარ-იგი იტყოდა, ვითარმედ: "არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა" (), და რამეთუ "ცხორებაჲ ჰურიათაგან არს" (). რამეთუ მიერ იყვნეს მოციქულნი, მიერ წინაჲსწარმეტყუელნი, მიერ ყოველნი კეთილნი და დასაბამნი ღმრთისმსახურებისანი, ვინაჲცა უკუეთუ სულიერთა ამათ მათთა ეზიარნეს წარმართნი და სერობისა მათთჳს დაგებულისა მეინაჴე იქმნნეს მებოძირნი გზისანი, რაჲ საკჳრველ არს, ჴორციელთა შინა, რაჲთა არა ეზიარნენ, არამედ, ვითარცა მონათა მეუფესა ხარკი, ეგრეთ მიუძღუანონ წმიდათა მათ საჴმარი ჴორცთაჲ. უფროჲსღა, რამეთუ ჴორციელნი საჴმარნი არავის განეკუთნვიან, არამედ საზოგადოდ საჴმრად ყოველთათჳს ღმრთისა მიერ მო არიან.

მოციქულისაჲ: ესე აღ თქუენ მიერ სპანიად (15,28).

თარგმანი: ვითარცა წარუველსა და მტკიცესა საუნჯ ზეცისასა, ეგულებოდა მისი, ამისთჳს დაჰბეჭდავს: ყოფად უწოდს მოწყალებას, არა წარგებულად, არამედ შეკრებულად, დებულად ბეჭდულად, რაჲთა ყოვლით-კერძო გამოაჩინოს შესაძინ მიმცემელთა ქველისსაქმისათაჲ. ამისსა შემდგომად კუალად სპანიასა მოიჴსენებს, რაჲთა აჩუენოს მათდა მიმართ სიყუარული თჳსი.

მოციქულისაჲ: ხოლო ესე უწყი, რამეთუ მო-რაჲ-ვიდოდი თქუენდა, სავსებითა მით კურთხევისა სახარებისა ქრისტესითა მოვიდე (15,29).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: რაჟამს მოვიდე თქუენდა, უწყი, ვითარმედ გპოვნე აღსავსედ ყოვლითა კეთილითა, რამეთუ სავსებაჲ კურთხევისაჲ სახარებისა ქრისტესისაჲ —უნალოებასა ყოველთა კეთილთაგან მოასწავებს.

ჳკუმენისი: გინა თუ ესრეთცა, ვითარმედ უწყი, რამეთუ მო-რაჲ-ვიდოდი თქუენდა, აღმავსებელ ვექმნე სულთა თქუენთა ყოვლითა კეთილითა სარწმუნოებისა ქრისტესითა და საქმეთა კეთილთაჲთა.

მოციქულისაჲ: ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესსა და სიყუარულითა მით სულისაჲთა თანამოღუაწე მექმნენით მე ლოცვათა შინა ჩემთჳს ღმრთისა მიმართ, რაჲთა განვერე ურჩთა მათგან ჰურიასტანს (15,30-31).

თარგმანი: ვითარცა არაღირსი თავით თჳსით ვედრებად, იესუ ქრისტეს და სულისა წმიდისა მიერ ევედრების. ხოლო შენ ნუ შესძრწუნდები, ვითარ მამაჲ არა აჴსენა ძისა და სულისა თანა; რამეთუ რომელიცა ერთი მათგანი აჴსენოს, სამნივე უჴსენებიან, ვითარცა მრავალგზის გჳთქუამს, რამეთუ ერთ არს არ. არამედ იხი გარდამატებული სიმდაბლე პავლესი, ვითარ ლოცვასა ითხოვს მოწაფეთა მიერ, არა რაჲთა იბრძოლოს ანუ სძლოს ურჩთა მათ სახარებისათა, არამედ რაჲთა ყოვლად ეკუეთოს-ვე არა; სიტყჳსაებრ მოძღურისა და უფლისა თჳსისა, ვითარმედ: "ილოცევდით, რაჲთა არა შეხვიდეთ განსაცდელსა" (), რაჲთა გამოაჩინოს სიბოროტე და მგელთ მიმსგავსებულობაჲ მათი.

მოციქულისაჲ: და რაჲთა მსახურებაჲ ჩემი იერუსალჱმს შეწირულ იყოს წმიდათა მიმართ (15,31).

თარგმანი: ამით სიტყჳთა დიდსა ღირსებასა წამებს წმიდათა მათსა, რომელთა მიმართ წარვიდოდა, ვითარმედ ესოდენ მრავლისა ერისა მიერ სალოცველ არს, რაჲთა შეიწყნარონ მათ წარგზავნილი მათდა. ამას თანა ამასცა იტყჳს, ვითარმედ არა კმა არს მიცემაჲ ოდენ ქველისსაქმისაჲ ღონედ შეწყნარებისა, რამეთუ რაჟამს იძულებით ვინმე მისცემდეს ანუ ნატაცებისაგან ანუ ცუდად-მზუაობრობისათჳს, — ესევითარი იგი ქველისსაქმე შეუწყნარებელ და უნაყოფო არს.

მოციქულისაჲ: რაჲთა მხიარულებით მოვიდე თქუენდა, ნებითა ღმრთისაჲთა, და თქუენ თანა განგისუენო (15,32).

თარგმანი: ორნი ესენი არიან მიზეზ მხიარულებით მოქცევისა მისისა, რაჲთა განერეს ურჩთა მათგან, და რაჲთა შეწყნარებულ იქმნას ძღუენი მისი, და კუალად, ნებასავე ღმრთისასა დამოჰკიდებს ჰრომედ წარსლვასა მისსა. ხოლო შენ იხილე სიმდაბლე მისი, ვითარ არა ეტყჳს მათ, ვითარმედ: "მოვიდე და გასწავო ანუ გმოძღურიდე", არამედ —თქუენ თანა განვისუენოო, ესე იგი არს, ზოგად ვიშუებდეთ; თქუენ ჩემ თანა, მოძღურებითა ჩემითა; და მე — თქუენ თანა, მოღებითა სარწმუნოებისაჲთა.

მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ ყოველთა თანა, ამენ (15,33).

თარგმანი: ესე ყოველსა ადგილსა ჩუეულებაჲ არს მოციქულისაჲ, რაჲთა შემდგომად სწავლისა ლოცვით დაჰბეჭდოს სიტყუათა თჳსთა.

მოციქულისაჲ: შეგვედრებ თქუენ ფიბეს, დასა ჩუენსა, რომელ-იგი არს მსახურ ეკლესიისა მის კენქრელთაჲსა, რაჲთა იგი შეიწყნაროთ უფლისა მიერ ღირსად წმიდათა, და თანა-დაუდგეთ მას, რომელიცა რაჲმე საქმე უჴმდეს თქუენგანი და რამეთუ იგიცა მრავალთა თანამდგომ ექმნა და თჳთ მეცა (16,1-2).

თარგმანი: იხილე, თუ სადა აღიყვანა ქებაჲ მისი, რამეთუ დად უწოდა, რომლისასა რაჲმცა უდიდებულეს იყო დად პავლესსა სახელ-დებასა! ამისსა შემდგომად მრჩობლ ყო მიზეზი ღირსებისა მისისაჲ, რაჲთა უფლისათჳს შეიწყნარონ, და ვითარცა წმიდაჲ, ეგრეთ შეიწყნარონ. ამას თანა არავე დაუმძიმებს მათ, რაჲთამცა ჰრქუა, ვითარმედ: "გამოიჴსენით ჭირისაგან", არამედ "თანა-უდეგითო, რაჲცა რაჲმე უჴმდეს, და ჴელი აღუპყართ". და ესეცა დიდი ქებაჲ არს, რომელ სხუათა თანამდგომ იყო იგი. ხოლო თავი შესხმათა მისთაჲ, —რამეთუ თჳთ მასცა თანამდგომ ექმნა მოციქულსა და ქადაგსა და მოძღუარსა ყოვლისა სოფლისასა. და ჭეშმარიტად ნეტარ არს იგი, რომელმან შეუძლო განსუენებად და მსახურებად წმიდასა მას სულსა პავლესსა.

მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ პრისკილას და აკჳლას, თანაშემწეთა ჩემთა ქრისტე იესუჲს მიერ, რომელთა-იგი სულისა ჩემისათჳს ქედნი მათნი წარუპყრნეს, რომელთადა არა ხოლო მე მადლიერ ვარ, არამედ ყოველნი ეკლესიანი წარმართთანი და სახლად-სახლად კრებულნი მათნი (16,3-5).

თარგმანი: ესეცა დიდი ქებაჲ არს, რაჟამს წამებდეს ჭირთა შინა და ღუაწლთა თანამდგომობასა და ვიდრე სიკუდიდმდე ყოვლისავე თავს-დებასა, წარსამართებელად სახარებისა, ხოლო თანამდგომობასა და შეწევნასა იტყჳს ანუ ქადაგებითა სიტყუასა მოძღურებისასა ანუ მინიჭებითა მათდა საჴმართაჲთა, რომლისათჳს არა ხოლო მოციქული, არამედ ყოველნი ეკლესიანი წარმართთანი მადლიერ იყვნეს, ხოლო სახლად-სახლადობაჲ კრებულთა მათთაჲ ორ სახედ გულისჴმა-იყოფების: რამეთუ ესოდენ რჩეულ იყვნეს, სახლი მათი ეკლესია ყვეს; ესოდენ მორწმუნე იყვნეს ყოვლით სახლეულითურთ, ვიდრემდის თჳთ სახლებიცა კაცად-კაცადისა მათისაჲ ეკლესია იყო, ვინაჲცა თჳთ სიტყუაჲ ესე უსაკუთრეს არს, ვითარმედ: სახლად-სახლად ეკლესიანი მათნი. ესე იგი არს, ვითარმედ ანუ თჳს-თჳს შეექმნა ეკლესიები სახლთა შინა მათთა, ანუ თჳთ სახლები თითოეულისა მათისაჲ მიმსგავსებულ იყო ეკლესიასა ღმრთისასა სიმდიდრითა წესიერებისაჲთა.

მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ ეპენეტოსს, საყუარელსა ჩემსა, რომელ-იგი არს პირველი ნაყოფი აქაიაჲსაჲ ქრისტეს მიმართ (16,5).

თარგმანი: დიდ არს საყუარელობაჲ პავლესი, რომელი-იგი ბჭობით და არა მეგობრობით განჰყოფდა სიყუარულსა, ხოლო ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: დასაბამ ნაყოფთა აქაიაჲსათა ამისთჳს უწოდს ეპენეტოსს, რამეთუ ანუ ყოველთასა მას ერწმუნა, ანუ უმეტეს სხუათასა აჩუენებდა კრძალულებასა. ვინაჲცა, რაჲთა არა სოფლიოთა რათმე მთავრობათაგანად შეგერაცხოს დასაბამობაჲ იგი ნაყოფთა მისთაჲ, ამისთჳს შესძინებს, ვითარმედ: "ქრისტეს მიმართ", და არა კაცთა მიმართი არს უპირატესობაჲ იგი მისი.

მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ მარიამს, რომელი-იგი ფრიად დაშურა თქუენდა მიმართ (16,6).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა თავისა თჳსისათჳს ხოლო იღუაწა, რაჲთა ცხონდეს, არამედ თქუენდაცა კეთილისა მასწავლელ იქმნა. ხოლო ვითარ რომელი-ესე სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: "დედათა მოძღურებად არა უბრძანებ" (), აქა აქებს სწავლით დაშურომასა ამისსა? — ცხად არს, ვითარმედ საეროდ საყდარსა მოძღურებისასა დაჯდომად არა შეუნდობდა, რაჲთამცა შორის შესაკრებელთა და უბანთა ასწავებდეს, ხოლო თჳსაგან ვიეთმე მიმართ სწავლად და თხრობად ყუასა მას ცხორებისასა არა აყენებდა, ვითარ-იგი ეტყჳს ცოლსა ურწმუნოჲსასა: "რაჲ იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი" ().

მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ ანდრონიკეს და იუნიანს, ნათესავთა ჩემთა და თანა-ტყუეთა ჩემთა, რომელნი არიან შესწავებულ მოციქულთა შორის, რომელნი ჩემსა წინაჲცა იყვნეს ქრისტეს მიერ (16,7).

თარგმანი: დიდი ქებაჲ არს ნათესავობაჲ, ხოლო უმეტესი ქებაჲ არს თანატყუეობაჲ პავლესი, რომელი-იგი დაღაცათუ ტყუედ არაოდეს მიცემულ არს, არამედ ტყუეთასა უძჳრესი შეემთხუეოდა უცხოებასა თანა მამულისა ქუეყანისასა; შიმშილი და წყურილი, დევნულებაჲ, გინებაჲ და პყრობილებაჲ. კუალად, შესწავებულ უწოდს მათ მოციქულთა შორის, რამეთუ სახელსა თანა მოციქულებისასა საქმეცა მოეგო, სათნოებისა მიერ სახელოვან-მყოფელი მათი.

ეჰა საკჳრველებაჲ! ვითარ არა ხოლო ანდრონიკეს, მამაკაცსა, არამედ იუნიანსცა დედაკაცსა ქებისა ღირს ჰყოფს მოციქული, და გარდამატებულებითა სიმდაბლისაჲთა არა სირცხჳლ-იჩენს წმიდაჲ იგი სული, ვითარმედ უწინარეს მისსა მოსრულ იყვნეს იგინი სარწმუნოებად ქრისტესსა.

მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ ამპლიას, საყუარელსა ჩემსა უფლისა მიერ (16,8).

თარგმანი: უჩუენებს მოციქული, ვითარმედ არავის თუალ-ხუმით პატივ-სცემს მიზეზითა მეგობრობისაჲთა, არამედ მას ხოლო შეიყუარებს, რომელი სათნოდ უფლისა მოქალაქობითა საყუარელ მისსა იქმნებოდის, რამეთუ ესე არს "საყუარელი უფლისა მიერ".

მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ ორბანოსს, თანაშემწესა ჩუენსა ქრისტეს მიერ, და სტაქეს, საყუარელსა ჩემსა (16,9).

თარგმანი: დიდ არს საყუარელობაჲ პავლესი, კეთილად და სათნოდ ქცევითა, ხოლო უდიდეს არს შურომაჲ სახარებასა შინა ქრისტესსა.

მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ აპელლეს, რჩეულსა ქრისტეს მიერ (16,10).

თარგმანი: რჩეულებაჲ ესე სამოციქულოჲ არა ჴორციელისა, არამედ სულიერისა უბიწოდ მოქალაქობისაჲ არს.

მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ არისტოვულესგანთა მათ (16,10).

თარგმანი: ნუუკუე და არა პირველთა, არცა შესწავებულთაგანნი იყვნეს, ამისთჳს არცაღა სახელით მოიჴსენებს მათ.

მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ ეროდიონს, ნათესავსა ჩემსა (16,11).

თარგმანი: გინათუ თჳსებითა ჴორციელითა, ანუ თუ, ფრიად უფროჲს, სულიერითა ნათესავ მოციქულისა იყო ეროდიონ.

მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ ნარკისოჲსგანთა მათ უფლისა მიერ (16,11).

თარგმანი: ნუუკუე და საღმრთოჲსა ქადაგებისა რწმუნებითა და არა ჴორციელითა შვილობითა სახელ-ედებოდა მათ ნარკისოჲსგანად.

მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ ტრჳფენას და ტრჳფონას, რომელნი მაშურალ არიან უფლისა მიერ (16,12).

თარგმანი: ზემო მარიამისთჳს ფრიად დაშურომაჲ თქუა, ხოლო აწ ამათთჳს ფრიად უმეტესსა ქებასა იტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: რომელნი შურებიან უფლისა მიერ; რამეთუ ეეცა დედანი იყვნეს, რომელნი ჯერეთ დაშურებოდეს სწავლასა შინა სახარებისასა.

მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ პერსიდას საყუარელსა, რომელი ფრიად დაშურა უფლისა მიერ (16,12).

თარგმანი: და ესეცა დედაკაცი უმეტეს იქების, რამეთუ საყუარელცა და მშრომელცა ეწოდა მოციქულისა მიერ.

მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ რუფოს, რჩეულსა უფლისა მიერ, და დედასა მისსა და ჩემსა (16,13).

თარგმანი: მრჩობლ არს ქებაჲ ესე: ვითარ ძესა, რჩეულ უფლისა, და დედასა — აღსავსედ სათნოებითა სახელ-სდებს: რამეთუ ესე არს "დედასა მისსა და ჩემსა", რამეთუ სათნოებითა აღსავსე იყო დედაკაცი იგი.

მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ ასჳნკრიტეს, ფლეღონს, ერმეს, პატროვას, ერმას და მათ თანათა მათ ძმათა (16,14).

თარგმანი: და ესენიცა სახლეულ იყვნეს ურთიერთას; ანუ თჳსებითა სარწმუნოებისაჲთა ანუ ჴორციელისა მახლობელობისაჲთა.

მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ ფილოლოგეს და ივლიას, ნირეას და დასა მისსა, და ულუმპას და მათ თანათა მათ ყოველთა წმიდათა (16,15).

თარგმანი: აჰა ესერა ზოგად ყოველთა წმიდად წოდებითა არღარაჲ დააკლო მათ შესხმათაგანი.

ხოლო ეძიებენ ვიეთნიმე, თუ რაჲსათჳს ესოდენთაჲ სახელდებით წარმოთქუმაჲ ყო ებისტოლესა ამას შინა, რაოდენთაჲ სხუაგან არა სადა უქმნიეს. ესე ამისთჳს, რამეთუ არღა ეხილვნეს ჰრომაელნი, არცა მისრულ იყო მათდა. კუალადცა იტყოდის ვინმე, ვითარმედ: არცა კოლასელნი ეხილვნეს და არარაჲ ესევითარი ყო მათდა მიმართ. არამედ, ვინაჲთგან სამეუფო იყო ქალაქი ჰრომისაჲ, და მრავალნი სხუათა ქალაქთაგან მეცნიერნი და მეგობარნი მოციქულისანი მისრულ და დაშენებულ იყვნეს მუნ, ვითარცა უმაგრესსა შინა და უდიდებულესსა, ამისთჳს სახელდებით მოიჴსენნა იგინი, ვითარცა უცხოებად განსრულნი და თჳსსა სახლსა შინა კეთილად მსახურებულნი მოციქულისანი, რომელთა მრავალი რაჲ ჰვნებოდა მისთჳს, რაჲთა ჯეროვნად ნუგეშინის-სცეს და განამტკიცნეს იგინი.

მოციქულისაჲ: მოიკითხევდით ურთიერთას ამბორის-ყოფითა წმიდითა (16,16).

თარგმანი: ვინაჲთგან არს არაწმიდაჲცა მოკითხვაჲ და ამბორის-ყოფაჲ, ამისთჳს დაჰრთო სახელი სიწმიდისაჲ, მაოტებელად ყოვლისავე ბილწებისა და არაწმიდებისა.

მოციქულისაჲ: გიკითხვენ თქუენ ეკლესიანი ქრისტესნი (16,16).

თარგმანი: დასასრულსა კითხვათასა ზოგადი კითხვისა სიტყუაჲ დაჰრთო პირითა ეკლესიათაჲთა, რაჲთა არავინ შეწუხნეს მოუჴსენებელად დაშთომისათჳს სახელისა თჳსისა.

მოციქულისაჲ: გლოცავ თქუენ, ძმანო (16,17).

თარგმანი: არა ვისმე და ვისმე, არამედ ზოგად ყოველთა მოქენე არს, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: "თქუენ".

მოციქულისაჲ: ეკრძალებოდეთ მათგან, რომელნი-იგი წვალებასა და საცთურსა იქმან გარეშე მის მოძღურებისა, რომელი თქუენ გისწავიეს (16,17).

თარგმანი: ამისთჳს უწოდს ძმად, და წეს სწავლისასა, ვითარცა სათხოელსა რასმე, ვედრებით ითხოვს მათგან, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: განიცდიდით განყოფილებათა მათ და შებრკოლებათა, რომელნი იქმნებოდინ გარეშე სწავლისა მის, რომელი თქუენ გისწავიეს, და მისდერკით მათგან. ესე იგი არს, რამეთუ "განცდითა" ამას მოასწავებს, ვითარმედ არა არიან იგინი ცხად, არამედ ფარულ სიბოროტითა და მზაკუვარებითა. ამისთჳს საქმისაგან სახელ-სდებს, რამეთუ არიან იგინი განმყოფელ მათდა ურთიერთას, რომელნი-იგი ერთ იყვნენ სარწმუნოებითა ქრისტესითა, ხოლო შემდგომად განყოფისა და განწვალებისა შემოვლენ მებრკოლებანი, რომელ არიან სიტყუანი უცხო-მყოფელნი პირველ სწავლულისა მისგან მართლმადიდებლობისა, რამეთუ არამცა იქმნებოდეს განყოფანი გინა დაბრკოლებანი, უკუეთუმცა არარაჲ შემოაქუნდა სხუაჲ უცხოჲ გარეშე სწავლისა მის, რომელი გისწავიეს. არა თქუა, ვითარმედ: "რომელ ჩუენ გასწავეთო"; არამედ — რომელი-იგი პირველ ჩუენისაცა ქადაგებისა გასმიოდა და გერწმუნა და შეგეწყნარა, რომელი-ესე უმეტესისა სიმტკიცისა მოქენე არს, ვითარცა ძუელი და მრავალჟამეული.

მოციქულისაჲ: და განეშორენით მათგან, რამეთუ ეგევითარნი იგი უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა არა ჰმონებენ, არამედ თჳსსა მუცელსა (16,17-18).

თარგმანი: ყოველნივე წვალებანი და შებრკოლებანი მონებითა ვნებათა და მუცლისაჲთა შემოჴდეს სოფლად, ვინაჲცა საგონებელ არს, ვითარმედ ჰურიათაგანნი იყვნეს ესევითარნი იგი კაცნი; რამეთუ მარადის მუცლისა მონად და ნაყროვნად ჰურიანი შეისმინებიან.

მოციქულისაჲ: და ტკბილად-მეტყუელებითა მით და კურთხევითა აცთუნნიან გულნი უმანკოთანი (16,18).

თარგმანი: ესრეთ , ვითარმედ: ვიდრე სიტყუათამდე ოდენ და არა საქმეთაცა ძალ-უც მიწევნად მლქნელობასა მათსა, რამეთუ ზაკუვით ვნებითა ტკბილმეტყუელისა და კურთხევისაჲთა აცთუნებენ გულებსა; არა ყოველთასა, უმანკოთა, ესე იგი არს უსწავლელთა და უგუნურთასა.

მოციქულისაჲ: ხოლო თქუენი ეგე მორჩილებაჲ ყოველთა მიმართ განთქუმულ არს (16,19).

თარგმანი: ვინაჲთგან ცთომილებაჲ არა ყოველთა, არამედ ვიეთმე დაასაჯა, ამისთჳს საღმრთოდ მორჩილებისა მათ ყოველთაჲსა უმრავლესთა მოუწოდს მოწამეთა, რაჲთა სიმრავლისაგან ერისა ჰრცხუენოდის მათ, ერთგზის ყოველთა შორის განთქუმულისა მის საღმრთოჲსა მორჩილებისა მათისა კუალად ცვალებად და დაჴსნად მორჩილებითა საცთურისაჲთა.

მოციქულისაჲ: მიხარის უკუე თქუენთჳს და მნებავს თქუენი, რაჲთა ბრძენ იყვნეთ კეთილისათჳს და უმანკო — ბოროტისათჳს (16,19).

თარგმანი: უხარის უცთომელობასა ზედა მათსა, და ასწავებს ბრძენ ყოფად აღრჩევასა შინა კეთილისასა, ხოლო უმანკო ყოფად — ყოვლად მიუახლებელობასა ბოროტისასა.

სევერიანესი: სიბრძნისაჲ ჴუმევაჲ ჯერ-არს, რაჲთა არავისგან სხჳსა გუევნებოდის უკრძალველობითა და მარტივობითა, ხოლო უმანკოებისაჲ — რაჲთა არავის ვავნებდეთ ჩუენითა მით სიფრთხილითა და ღონიერებითა.

მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთმან მშჳდობისამან შემუსრენ ეშმაკი ქუეშე ფერჴთა თქუენთა ადრე (16,20).

თარგმანი: ვინაჲთგან ჯერეთ იყვნეს-ღა მათ შორის შფოთნი და განწვალებანი, ამისთჳს მომცემელსა მშჳდობისასა ხადის დამშჳდებად მათდა, და დაცხრომად მათგან მიზეზთა დაბრკოლებისათა, შემუსრვითა ეშმაკისაჲთა, რომელი ფრიად უფროჲს არს დათრგუნვისა, რაჟამს არა ხოლო შფოთნი და დაბრკოლებანი, არამედ თჳთ მიზეზიცა და მომპოვნებელი მათი სატანა შეიმუსროს; არა მყოვარ, არამედ ადრე; რამეთუ შემოკლებითა ჟამისაჲთა ფრიად უფროჲს ნუგეშინის-სცემს მათ.

მოციქულისაჲ: მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა (16,20).

თარგმანი: კუალად მოაჴსენებს მათ მადლისათჳს ღმრთისა, რომელმან-იგი უკუეთუ მაშინ გუაცხოვნნა, მტერ რაჲ ვიყვენით, რაოდენ უფროჲს აწ! ჰხედავა, ვითარ შემდგომად საქმითისა მოქმედებისა სათნოებათაჲსა, კუალად მისივე მადლი საჴმარ არს საცხორებელად ჩუენდა? ამისთჳს მოციქულმან, წამა რაჲ მორჩილებაჲ მათი, ამისსა შემდგომად კუალად მადლით ცხოვნებასავე ულოცავს.

მოციქულისაჲ გიკითხვენ თქუენ ტიმოთე, შემწე ჩემი, და ლუკიოს (16,21).

თარგმანი: იხილე ქებაჲ ტიმოთესი, ვითარ თანაშემწედ სახარებისა ქრისტესისა უწოდს მას პავლე, და მის თანა მოიჴსენებს ლუკიოსს.

მოციქულისაჲ: და იასონ და სოსიპატროს, ნათესავნი ჩემნი (16,21).

თარგმანი: ამას იასონს ლუკაცა მოიჴსენებს საქმესა შინა მოციქულთასა, და სიმჴნესა მისსა განაცხადებს, ვითარმედ: ესოდენ კადნიერ იყო, ვიდრემდის პავლეს ქადაგებისათჳს პყრობილ და მთავართა წინაშე წარდგინებულ იქმნა. ვინჲცა აწ მოციქული ესევითარისა კადნიერებისათჳს უწოდს მას სოსიპატროჲთურთ ნათესავად თჳსსა; რამეთუ მსგავს მისსა იყვნეს უშიშოებითა ქრისტეს აღსაარებისა და ქადაგებისაჲთა.

მოციქულისაჲ: გიკითხავ თქუენ მე, ტერტიოს, რომელმან დავწერე წიგნი ესე უფლისა მიერ (16,22).

თარგმანი: ნაცვალ დიდთა ქებათა ესე ოდენ კმა არს, რომელ სარწმუნო იყო დამწერელად ღმრთივ-აღძრულთა მათ სიტყუათა დიდისა ამის მოციქულისათა.

მოციქულისაჲ: გიკითხავს თქუენ გაიოს, მოსტუმრე ჩემი და ყოვლისა ეკლესიისაჲ (16,23).

თარგმანი: ესე გაიოს არა ხოლო მოციქულისა, არამედ ყოვლისა ეკლესიისა, რომელ არს შესაკრებელი, ზოგებით განმსუენებელ და მასპინძელ იყო.

მოციქულისაჲ: გიკითხავს თქუენ რასტოს, მნე ქალაქისაჲ, და კუარტოს ძმაჲ (16,23).

თარგმანი: კითხვასა ამას ერასტოჲს მნისასა, ესე იგი არს განმგისასა, არა ესრეთ ლიტონად დაჰრთავს პატივსა მას განმგეობისა მისისასა, არამედ განსასწავლელად, ვითარმედ, რაოდენცა დიდი ვის მთავრობაჲ და განმგებელობაჲ აქუნდეს, არა უჴმს უგულებელს-ყოფაჲ ზრუნვისა და მოკითხვისა ძმათასჲსაი, რომლისა მიერ უმეტეს მოიმადლების ღმერთი, რაჟამს არა ხოლო თჳსისა ქალაქისა, არამედ უცხოთაცა მიმართ მიიწეოდის მჴურვალებითა ღმრთისმსახურებისაჲთა. ვინაჲცა ნუმცა ვინ იტყჳს, ვითარმედ: "მე ამის რაჲსმე უცალოებისათჳს შემენდოს"; რამეთუ არცა ერთი მიზეზი არს, რომელმანმცა შეუძლო განკუეთად ღმრთისმსახურებისა. ხოლო კუარტის ერთი არს სამეოცდაათთაგანი.

მოციქულისაჲ: მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა, ამენ (16,24).

თარგმანი: ვინაჲ ეწყო საფუძველსა ებისტოლისასა, იგივე ყო სართულად ებისტოლისა. ხოლო მადლი რაჲ თქუას, ქველისმოქმედებათა მოგუაჴსენებს ქრისტესთა, რამეთუ მადლით მოცემულ არს მის მიერთა კეთილთა უხუებაჲ, რომელ არს მოტევებაჲ ცოდვათაჲ. ხოლო თუ ვითარ იქმნების ამის მადლისა ჩუენ თანა ყოფაჲ, ცხად არს, ვითარმედ — მოქმედებითა კეთილთა საქმეთაჲთა, რომელთა მიერ იქმნების ჩუენ შორის მკჳდრობაჲ სულისა წმიდისაჲ, რომელი-იგი მამამან მოგუცა ძისა მიერ თჳსისა; რამეთუ ვერვინ ბოროტად ქცევითა მაგინებელი თავისა თჳსისაჲ დაიმჭირავს მის შორის მოქმედებასა სულისა წმიდისასა. აწ უკუე, პირველი იგი მონიჭებაჲ მადლისაჲ ქრისტეს მიერ იქმნების, ხოლო დაცვისა მისისა და წარდევნისა ჩუენ ვართ უფალ, რამეთუ უკუეთუ ზეცისასა ვზრახვიდეთ, იგი ჩუენ შორის არს; ხოლო რაჟამს საწუთროჲსასა შევექცეთ, მაშინ წარვსდევნით მას ჩუენგან; ვინაჲცა თჳთ უფალი იტყჳს, ვითარმედ: "სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი სოფელსა ამას ვერ ძალ-უც მიღებად, რამეთუ არა ხედავს მას, არცა იცის იგი" (). აჰა, უცილობელი წამებაჲ, ვითარმედ სოფლიოთა ზრუნვათაგან შეპყრობილი სული არა ხოლო ვერ იპყრობს, არამედ ვერცაღა მიიღებს, ვერცა თუ მიხედავს და იცნობს მას.

ამისთჳს ვისწრაფოთ, საყუარელნო, რაჲთა სავანე კეთილი მივსცეთ მას თავთა შორის ჩუენთა ყოვლითა კრძალულებითა, და არარას მისდა საძულელსა მოქმედებითა, უფროჲსღა — მოსწრაფედ მოქმედებითა ქრისტეს მცნებათაჲთა, რაჲთა ლოცვისაებრ სამოციქულოჲსა - მადლი სულისა წმიდისაჲ განუშორებელ იყოს ჩუენდა, მადლითა და კაცთმოყუარებითა მის თავადისა ქრისტეს ღმრთისა, მჴსნელისა და მაცხოვრისა ჩუენისაჲთა. რომლისა თანა მამასა შუენის დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, თანა ყოვლად წმიდით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამენ.