მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 16:6

5. კითხვაჲ არქუთ ეპენეტოსს, საყუარელსა ჩემსა, რომელი-იგი არს პირველი ნაყოფი აქაიაჲსაჲ ქრისტეს მიმართ.6. კითხვაჲ არქუთ მარიამს, რომელი-იგი ფრიად დაშურა თქუენდა მიმართ.7. კითხვაჲ არქუთ ანდრონიკეს და იუნიანს, ნათესავთა ჩემთა და თანა-ტყუეთა ჩემთა, რომელნი არიან შესწავებულ მოციქულთა შორის, რომელნი ჩემსა წინაჲთცა იყვნეს ქრისტეს მიერ.
ჰრომაელთა მიმართ თავი 16
6. კითხვაჲ არქუთ მარიამს, რომელი-იგი ფრიად დაშურა თქუენდა მიმართ.
თავი კ̂ა. ქადაგებისა თჳსისათჳს და მსახურებისა აღმოსავალეთს და დასავალეთს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ მარიამს, რომელი-იგი ფრიად დაშურა თქუენდა მიმართ (16,6).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა თავისა თჳსისათჳს ხოლო იღუაწა, რაჲთა ცხონდეს, არამედ თქუენდაცა კეთილისა მასწავლელ იქმნა. ხოლო ვითარ რომელი-ესე სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: "დედათა მოძღურებად არა უბრძანებ" (), აქა აქებს სწავლით დაშურომასა ამისსა? — ცხად არს, ვითარმედ საეროდ საყდარსა მოძღურებისასა დაჯდომად არა შეუნდობდა, რაჲთამცა შორის შესაკრებელთა და უბანთა ასწავებდეს, ხოლო თჳსაგან ვიეთმე მიმართ სწავლად და თხრობად ყუასა მას ცხორებისასა არა აყენებდა, ვითარ-იგი ეტყჳს ცოლსა ურწმუნოჲსასა: "რაჲ იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი" ().

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის