თარგმანი: რაჲთა არავინ თქუას თუ — და რაჲ სარგებელ იქმნა შჯულისა მოცემისაგან, ვინაჲთგან მრავალნი ურწმუნო იქმნეს? — ამისთჳს შესძინა, ვითარმედ: და რაჲ არს, ურწმუნო თუ ვინმე ექმნნეს! ესე იგი არს, ვითარმედ: რაჲ ბრალი არს ამას შინა ღმრთისაჲ, უკუეთუ თქუენ ურწმუნო ექმნენით! რამეთუ არა თუ ღმერთსა ჭირი რაჲმე აქუნდა, რაჲთამცა იძულებით გაცხოვნნა. ანუ ჰგონებთ თუ — ვინაჲთგან თქუენ ურწმუნო იქმნენით, თუმცა თქუენმან ურწმუნოებამან სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ განაქარვაა? ესე იგი არს, ვითარმედ: ქველისმოქმედებაჲ ღმრთისაჲ (რამეთუ მას იტყჳს "სარწმუნოებად") ამაოდმცა გამოაჩინესა? — ნუ იყოფინ! რამეთუ, დაღაცათუ მათ არა ინებეს ცხორებაჲ, არამედ ღმერთმან თჳთ ყოველივე აღასრულა.
3. არამედ რაჲ? ურწმუნო თუ ვინმე იქმნეს, ნუუკუე ურწმუნოებამან მათმან სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ განაქარვოსა?4. ნუ იყოფინ, იყავნ ღმერთი მხოლოჲ ჭეშმარიტ, და ყოველი კაცი ცრუ, ვითარცა წერილ არს: რაჲთა განჰმართლდე სიტყჳთა შენითა და სძლო შჯასა შენსა.5. უკუეთუ სიცრუე ჩუენი სიმართლესა ღმრთისასა შეეტყუების, რაჲ-მე ვთქუათ? ნუუკუე სიცრუვე არსა ღმრთისა თანა, რომელმან მოავლინის რისხვაჲ მისი? კაცობრივ ვიტყჳ.
ჰრომაელთა მიმართ თავი 3