📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: არა-მე წინადაუცუეთილებაჲ იგი წინადაცუეთილებად შეერაცხოსა? (2,26).
თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ ჴორციელი წინადაცუეთაჲ აწ არღარად საჴმარ არს, არამედ სულიერი ჯერ-არს, რამეთუ უკუეთუ წარმართთაგანთა მათ წინადაუცუეთელად ჰრწმენეს ღმერთი და იქმოდინ საქმეთა კეთილთა მათ, შეერაცხოს წინადაცუეთილებად ჭეშმარიტად.
მოციქულისაჲ: და გშჯიდეს (2,27).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: დაგსაჯნეს თქუენ. რამეთუ რომელთა არცა შჯული აქუნდა, არცა წინაჲსწარმეტყუელნი, იცნეს ჭეშმარიტებაჲ, და თქუენ შჯულითა და ჭეშმარიტებითა მით წინაჲსწარმეტყუელთაჲთა არა სცანთ ჭეშმარიტებაჲ და ამისთჳს დაგსაჯნენ თქუენ წარმართთაგანთა მათ, ვითარცა თქუმულ არს, ვითარმედ კაცნი ნინეველნი აღდგენ და დაშჯიდენ ნათესავსა ამას.
მოციქულისაჲ: ბუნებით წინადაუცუეთელი იგი შჯულისა აღმასრულებელი (2,27).
თარგმანი: ბუნებით წინადაუცუეთელად იტყჳს ჴორცითა წინადაუცუეთელსა, და იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ჴორცითა წინადაუცუეთელი იყოს და კეთილთა საქმეთა მოქმედი, დაგსაჯოს შენ, რომელი-ეგე წინადაცუეთასა იტყჳ და შჯული იცი, ხოლო საქმესა მას, რომელსა წინადაცუეთაჲ და შჯული მოასწავებს, არა აღასრულებ.
მოციქულისაჲ: შენ, რომელი-ეგე წიგნითა და წინადაცუეთითა შჯულსა გარდასრულ ხარ (2,27).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: წიგნითა და წინადაცუეთითა გისწავიეს საქმე ესე ქრისტეს სარწმუნოებისაჲ, და იქმენ მის სწავლისა ყოვლისავე გარდამავალ.
მოციქულისაჲ: რამეთუ არა რომელი-იგი ცხადად ჰურიაჲ არს, არცა რომელი ცხადად ჴორცითა წინადაცუეთილ (2,28).
თარგმანი: ამის სიტყჳთა გამოაჩინა, ვითარმედ ჴორციელი ყოველივე დაცხრომილ არს და უჴმარ-ქმნილ არს — წინადაცუეთაჲცა და ჰურიათა შჯული; და აწ ჭეშმარიტებაჲ შემოსრულ არს.
მოციქულისაჲ: არამედ რომელი დაფარულად ჰურიაჲ არს (2,29).
თარგმანი: რაჲ არს "ფარულად ჰურიაჲ"? — გარნა ამას მოასწავებს, ვითარმედ პირველ მოეცა შჯული ჰურიათაჲ, და კეთილი იყო ჰურიებაჲ, ხოლო ყოველსა მას ცხადსა შჯულისა სიტყუასა აქუნდა ფარულად სხუაჲ ძალი, რომელ არს მოსწავებაჲ ქრისტეანობისაჲ. და ვიდრე ქრისტეს მოსლვადმდე ჯერ-იყო წესთა მათ ცხადად აღსრულებაჲ. აწ უკუე მოვიდა ჭეშმარიტებაჲ, რომელსა მოასწავებდა ცხადისა მის შჯულისა ფარული იგი ძალი, და ამიერითგან ცხადთა მათ და ხილულთა საქმეთა მისთაჲ არღარა ჯერ-არს ქმნაჲ, არამედ ფარულისა მის ძალისა მისისა აღსრულებაჲ. და ესე არს ფარულად ჰურიებაჲ, ესე იგი არს ფარულისა მის ძალისა ჰურიათა შჯულისა აღსრულებაჲ.
მოციქულისაჲ: და წინადაცუეთილებაჲ იგი გულისაჲ აქუს სულითა და არა წიგნითა (2,29).
თარგმანი: რამეთუ არა ჯერ-არსო ხილულად წინადაცუეთაჲ, არამედ გულისაგან საჴმარ არს მოკუეთაჲ ყოვლისავე ბოროტისა საქმისაჲ. ხოლო რომელ იტყჳს თუ "სულითა და არა წიგნითა", ამას იტყჳს, ვითარმედ არღარა წიგნისა მისებრ ძუელისა შჯულისა ჯერ-არს წინადაცუეთაჲ, არამედ სულითა, რამეთუ მორწმუნეთა სულისა წმიდისა მიერ აქუს განწმედაჲ სულისაჲ ცოდვათაგან, რომელი-იგი არს ჭეშმარიტი წინადაცუეთაჲ.
მოციქულისაჲ: რომლისაჲ-იგი ქებაჲ არა კაცთაგან არს, არამედ ღმრთისაგან (2,29).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ფარულისა მის და გულითადისა წინადაცუეთისა, რომელ არს ბოროტთა საქმეთა და გულისსიტყუათა მოსპოლვაჲ, მისდა მაქებელი არა კაცნი არიან, არამედ ღმერთი, რომელი განიკითხავს გულსა და თირკუმელთა.
მოციქულისაჲ: რაჲ-მე უკუე უმეტეს არს ჰურიისა მის, ანუ რაჲმე სარგებელ არს წინადაცუეთაჲ იგი? (3,1).
თარგმანი: მათ მაგიერ იტყჳს სიტყუასა ამას, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: სთქუათ თქუენ თუ — უკუეთუ ვითარცა შენ იტყჳ და არად სარგებელ არს არცა ჰურიებაჲ, არცა წინადაცუეთაჲ, არამედ უფროჲსად სავნებელ არს და საშჯელისა თანამდებ ჰყოფენ მოქმედთა მისთა, მაშა რაჲსათჳს გამოგჳრჩინა ჩუენ ღმერთმან, ანუ რაჲსათჳს გჳბრძანა წინადაცუეთაჲ? ჯერ-იყო უკუე სიტყჳსა მათისა მიმართ ესე სიტყუაჲ თქუმად, ვითარმედ: სახე იყო იგი წინადაცუეთაჲ ამის სულიერისა წინადაცუეთისა, სარწმუნოებისა მიერისაჲ, და შჯული იგი ძუელი — ამის ახლისა შჯულისაჲ. გარნა მოციქულმან ესე არა თქუა, არამედ სხუაჲ თქუა მათისა სიტყჳსა წინააღმდგომი, რომელი უმეტესად შესაწყნარებელ იყო, ვითარმედ: კეთილ იყოო ჰურიებაჲ, რამეთუ ისწავეს გზაჲ ცხორებისაჲ, და მოიღეს შჯული, მასწავლელი კეთილთა საქმეთაჲ. უკუეთუ კულა არა დაიცვეს, თავთა თჳსთა აბრალებედ. რამეთუ მე აწ მათთჳს ვიტყჳ, რომელნი არა გარდაჰჴდეს შჯულისა მცნებათა.
მოციქულისაჲ: ფრიად ყოვლითავე სახითა (3,2).
თარგმანი: იტყჳს, ვითარმედ: ჰე, კეთილ იყო იგი ყოველი თჳსსა ჟამსა და სარგებელ.
მოციქულისაჲ: პირველად ესე, რამეთუ ჰრწმენნეს სიტყუანი ღმრთისანი (3,2).
თარგმანი: ეტყჳს, ვითარმედ ამით სარგებელ იქმნაო, რომელ ღირს იქმნეს სიტყუათა ღმრთისათა შეწყნარებად და შჯული მოეცა, გამომსახველი მომავალთა ამათ საიდუმლოთაჲ.
მოციქულისაჲ: აწ უკუე რაჲ? ურწმუნო თუ ვინმე იქმნეს, ნუ-უკუე ურწმუნოებამან მათმან სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ განაქარვოსა? — ნუ იყოფინ (3,3-4).
თარგმანი: რაჲთა არავინ თქუას თუ — და რაჲ სარგებელ იქმნა შჯულისა მოცემისაგან, ვინაჲთგან მრავალნი ურწმუნო იქმნეს? — ამისთჳს შესძინა, ვითარმედ: და რაჲ არს, ურწმუნო თუ ვინმე ექმნნეს! ესე იგი არს, ვითარმედ: რაჲ ბრალი არს ამას შინა ღმრთისაჲ, უკუეთუ თქუენ ურწმუნო ექმნენით! რამეთუ არა თუ ღმერთსა ჭირი რაჲმე აქუნდა, რაჲთამცა იძულებით გაცხოვნნა. ანუ ჰგონებთ თუ — ვინაჲთგან თქუენ ურწმუნო იქმნენით, თუმცა თქუენმან ურწმუნოებამან სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ განაქარვაა? ესე იგი არს, ვითარმედ: ქველისმოქმედებაჲ ღმრთისაჲ (რამეთუ მას იტყჳს "სარწმუნოებად") ამაოდმცა გამოაჩინესა? — ნუ იყოფინ! რამეთუ, დაღაცათუ მათ არა ინებეს ცხორებაჲ, არამედ ღმერთმან თჳთ ყოველივე აღასრულა.
მოციქულისაჲ: არამედ იყავნ ღმერთი მხოლოჲ ჭეშმარიტ და ყოველი კაცი — ცრუ, ვითარცა წერილ არს (3,4).
თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ არა თუ ვინაჲთგან ჰურიანი ურწმუნო იქმნეს, ამისგან ევნო რაჲმე ღმრთისა ნიჭსა, ანუ ნაკლულევან იქმნა, არამედ ყოველივე იგი ქმნა კეთილი მათ ზედა, რაჲთა გამოჩნდეს ღმრთისა ჭეშმარიტებაჲ, ვითარ ჭეშმარიტ ყო აღთქუმაჲ თჳსი, რომელი ქმნა აბრაჰამის მიმართ, და გამოჩნდეს კაცთაცა ტყუვილი, რომელ უტყუვეს ღმერთსა ურწმუნოებითა და ჰმსახურეს მტყუვართა მათ ღმერთთა და ეშმაკთა.
მოციქულისაჲ: რაჲთა განჰმართლდე სიტყჳთა შენითა და სძლო სჯასა შენსა (3,4).
თარგმანი: შორის შემოიყვანებს დავითსცა, მისვე სიტყჳსა მეტყუელად, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ამისთჳს კეთილსა უყოფს ღმერთი უღირსთა, რაჲთა გამოჩნდეს სახიერებაჲ მისი, და მერმესა მას სჯასა მართლ იპოვოს სიტყუაჲ მისი და სძლოს მისმან სამართალმან კაცთა, და უსიტყუელ იქმნენ ყოველნი. რამეთუ, ვინაჲთგან იტყოდეს, ვითარმედ: უკუეთუ გარდამავალნი შჯულისანი ვიყვენით, რაჲსათჳს მოგუცნა ღმერთმან მრავალნი კეთილნი? — ამისთჳს ეტყჳს მოციქული, ვითარმედ: მოგცა, რაჲთა თჳსი ჭეშმარიტებაჲ გამოაჩინოს, და მერმესა მას საშჯელსა თქუენ უსიტყუელ იქმნეთ, და მისმან სამართალმან გძლოს თქუენ.
მოციქულისაჲ: უკუეთუ სიცრუვე ჩუენი სიმართლესა ღმრთისასა დაამტკიცებს, რაჲ-მე ვთქუათ? ნუ-უკუე სიცრუვე არსა ღმრთისა თანა, რომელმან მოავლინის რისხვაჲ მისი? (3,5).
თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ — თქუენითა ტყუვილითა გამოჩნდა მისი მოწყალებაჲ და მძლე იქმნა მისი საშჯელი, — ამისთჳს იტყოდეს ჰურიანი, ვითარმედ: ღმერთმან კეთილი გჳყო და ჩუენ უტყუეთ მას, და ჩუენისა უკეთურებისათჳს გამოჩნდა მისი მოწყალებაჲ, რამეთუ უღირსთა კეთილი უყო. და ამისთჳს მძლე გუექმნების სჯასა მას, ვითარ შენ იტყჳ. აწ უკუე, ვითარ შენ იტყჳ, ჩუენ ვექმნენით მას მიზეზ სიმართლისა ჩუენითა უმადლოებითა. რაჲსათჳს უკუე გუტანჯავს ჩუენ, რომელნი მიზეზ-ვექმნებით მისსა ძლევასა? ამისთჳს ეტყჳს მოციქული, ვითარმედ: უკუეთუ სიცრუვე ჩუენი სიმართლესა ღმრთისასა დაამტკიცებს? რაჲ-მე ვთქუათ; ნუ-უკუე სიცრუვე არსა ღმრთისა თანა? ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ თქუენ ხართ მისისა ძლევისა მიზეზ და გტანჯავს, უსამართლოჲ სადმე არს! გარნა, ნუ იყოფინ! რამეთუ, ვინაჲთგან მის თანა უსამართლოებაჲ არა არს და სტანჯავს, არა სადმე უსამართლოჲ არს; რამეთუ არა თუ იგი ვერ მძლე გექმნებოდა თჳნიერ თქუენისა უკეთურებისა, არამედ დაღაცათუმცა თქუენ არა უკეთურ-ქმნილ იყვენით, მას თჳსი ძლევაჲ აქუნდავე. ვინაჲთგან უკუე უკეთურ იქმნენით, თჳსნი თავნი ჰქმნენით ძლეულ და ღირს სატანჯველისა. თუ არა, მისსა სიმართლესა თქუენი უკეთურებაჲ ვერას დაამტკიცებს, რამეთუ არა თუ უსამართლოებაჲ არს მის თანა, არამედ, დაღაცათუმცა თქუენ არა უკეთურ-ქმნილ იყვენით, მისი საშჯელი მართალვე იყო, და ვინაჲთგან უკეთურ იქმნენით, მართლადვე გამოჩნდა. ხოლო მიზეზ თჳსისა სიმართლისა თჳთ არს; არა თუ თქუენ, არამედ თჳთ, რომელმან ესოდენთა თქუენთა უკეთურებათა ზედა კეთილი გიყო.
მოციქულისაჲ: კაცობრივ ვიტყჳ. ნუ იყოფინ (3,5-6).
თარგმანი: ვინაჲთგან კაცობრივნი ზრახვანი იჴმარნა, რაჲთამცა გამოაჩინა, ვითარმედ არა არს სიცრუვე ღმრთისა თანა, ამისთჳს შესძინა, ვითარმედ: ესე სიტყუანი, რომელთა ვიტყჳ, კაცობრივ არიან. თუ არა, არიან სხუანიცა საღმრთონი სიტყუანი ამას ზედა, გარნა არა ვიტყჳო. ხოლო აწ ამას ვიტყჳ, ვითარმედ — ნუ იყოფინ ესე, თუმცა ღმრთისა თანა სიცრუვე იყო, რაჲთამცა ვითარცა კაცი სიცრუვით მოაწევდა რისხვასა თჳსსა. ვითარ უკუე მოაწევს რისხუასა, უკუეთუ თქუენ ხართ მიზეზ მისისა სიმართლისა? — გარნა საცნაურ არს, ვითარმედ არა თქუენ ხართ მიზეზ მისისა სიმართლისა, არამედ თჳთ.
მოციქულისაჲ: ვითარ უკუე საჯოს ღმერთმან სოფელი? (3,6).
თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ: უკუეთუმცა სიცრუვე იყო მის თანა, არა-მცა სჯიდა სოფელსა; რამეთუ თჳთ იგი საქმე, რომელ სჯის, მომასწავებელ არს სიმართლისა მისისა; რამეთუ საშჯელი მისი სიმართლე არს, რომელ უკეთურთა სჯის და მართალთა ადიდებს.
მოციქულისაჲ: უკუეთუ ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ ჩემითა მით სიცრუვითა აღემატა (3,7).
თარგმანი: კუალად მასვე პირსა იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ამისთჳს გარდაემატა ჭეშმარიტებაჲ და სიმართლე და ძლევაჲ ღმრთისაჲ, რომელ მე ცრუ ვიქმენ და უტყუვე, მაშა უსამართლოდ დავისჯები, რამეთუ ჯერ-იყო, რაჲთამცა პატივსა ღირს ვიქმენ, ვითარცა მიზეზ-ქმნილი მისისა ძლევისა და ჭეშმარიტებისაჲ; არამედ არა სადმე მე ვარ მიზეზ მისისა ძლევისა; ამისთჳსცა დავისჯები.
მოციქულისაჲ: სადიდებელად მისსა (3,7).
თარგმანი: ესე იგი არს, რაჲთა იდიდებოდის ძლევასა ზედა და სიმართლესა და ჭეშმარიტებასა.
მოციქულისაჲ: რაჲსაღა-მე ვითარცა ცოდვილი ვისაჯები? და არა ვითარცა ვიგმობვით (3,7-8).
თარგმანი: რამეთუ რაჲსა ვისჯებითო, ვითარცა ცოდვილნი, უკუეთუ მიზეზ ძლევისა ვექმნებით ღმერთსა; რამეთუ ამას ყოველსა მათისა სიტყჳსა წინააღმდგომად იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ, ვითარ იტყჳთ, ჩუენ ვართ მიზეზნი მისისა ძლევისანი, რადღა-მცა ვისაჯებოდეთ ვითარცა ცოდვილნი, უკუეთუმცა ესრეთ იყო. ანუ რადღა იქმნების ჩუენ ზედა ცოდვილთა, ვითარცა-იგი ვიგმობვით ჩუენ ქრისტიანენი; ესე იგი არს, ვითარმედ: ვითარ-იგი მრავალთა ჰგონიეს თუ ვიტყჳთ და გუგმობენ და გუეკიცხევენ და გუწამებენ თუ ვიტყჳთო, ვითარმედ ღმერთმან კეთილი მოგუაგოს ვითარცა მიზეზ-ქმნილთა მისისა ძლევისათა, ბოროტთა საქმეთა მიერ, რომელნი ვქმნენით.
მოციქულისაჲ: და ვითარცა იტყჳან ვინმე ჩუენდა სიტყუად, ვითარმედ: ვქმნეთ ბოროტი, რაჲთა მოგჳჴდეს ჩუენ კეთილი (3,8).
თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ჩუენ მიზეზ ვიქმნებით ძლევისა მის ღმრთისა, ვითა თქუენ იტყჳთ, მაშა რად არა-მცა იქმნებოდა სიტყუაჲ იგი, რომელსა ვიეთნიმე გუწამებენ თუ: ჩუენ გჳთქუამსო, ვითარმედ: ვქმნეთ ბოროტი და ვიქმნეთ მიზეზ ძლევისა ღმრთისა, რაჲთა მოგუცეს მან კეთილი, ვითარცა მიზეზთა მისისა ძლევისათა. უკუეთუ, ვითარ თქუენ იტყჳთ და, ეგრეთ არს, რად არა იქმნების იგი სიტყუაჲ ჩუენ ზედა, რომელსა გუწამებენ სიტყუად თუ — ბოროტისა წილ კეთილი მოგჳჴდების, — არამედ არა ესრეთ არს, რამეთუ ბოროტისა წილ ბოროტი მოვალს და კეთილისა წილ —კეთილი.
მოციქულისაჲ: რომელთა განკითხვაჲ საშჯელსა შინა არს (3,8).
თარგმანი: ესმა წარმართთა მათ კერპთმსახურთა ქრისტიანეთაჲ, რომელ იტყოდეს, ვითარმედ: სადა განმრავლდა ცოდვაჲ, მუნ უფროჲსად გარდაემატა მადლი, რამეთუ ესე ეთქუა მრავალგზის მოციქულსა, და ესრეთ იყო სიტყუაჲ მისი, ვითარმედ: გარდაემატა რაჲ სოფელსა შინა ცოდვაჲ და იქმნა უკურნებელ, ამისთჳს მოვიდა ძე ღმრთისაჲ ცხორებად სოფლისა, სადა-იგი განმრავლებულ იყო ცოდვაჲ, და დაჰჴსნა მან იგი და უფროჲსად გარდაჰმატა ჩუენ შორის მადლი მისი. ხოლო წარმართნი იგი გარდააქცევდეს თქუმულსა მას და იტყოდეს თუ: ქრისტიანენი იტყჳანო და პავლე იტყჳსო, ვითარმედ ჯერ-არს ცოდვისა ქმნაჲ, რაჲთა გარდაემატოს მადლი ჩუენ შორის, რამეთუ სადაცა ცოდვაჲ ფრიად იყოს, მუნ მადლიცა ფრიად მივალსო. და მათთჳს იტყჳს მოციქული, ვითარმედ: რომელნი ესრეთ გუგმობენ და გუწამებენ ჩუენ სიტყუად თუ — ვქმნეთ ბოროტი, რაჲთა მოვიდეს მადლი, — მათი განკითხვაჲ საშჯელსა შინა არს; ესე იგი არს, ვითარმედ ესევითარნი-იგი საშჯელითა და ტანჯვითა საუკუნოჲთა განიკითხნენ, რამეთუ კეთილად თქუმულთა მათ სიტყუათა ბოროტად გამოსთარგმანებენ და გუგმობენ და ბოროტისა სიტყუასა გუწამებენ.