თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ — თქუენითა ტყუვილითა გამოჩნდა მისი მოწყალებაჲ და მძლე იქმნა მისი საშჯელი, — ამისთჳს იტყოდეს ჰურიანი, ვითარმედ: ღმერთმან კეთილი გჳყო და ჩუენ უტყუეთ მას, და ჩუენისა უკეთურებისათჳს გამოჩნდა მისი მოწყალებაჲ, რამეთუ უღირსთა კეთილი უყო. და ამისთჳს მძლე გუექმნების სჯასა მას, ვითარ შენ იტყჳ. აწ უკუე, ვითარ შენ იტყჳ, ჩუენ ვექმნენით მას მიზეზ სიმართლისა ჩუენითა უმადლოებითა. რაჲსათჳს უკუე გუტანჯავს ჩუენ, რომელნი მიზეზ-ვექმნებით მისსა ძლევასა? ამისთჳს ეტყჳს მოციქული, ვითარმედ: უკუეთუ სიცრუვე ჩუენი სიმართლესა ღმრთისასა დაამტკიცებს? რაჲ-მე ვთქუათ; ნუ-უკუე სიცრუვე არსა ღმრთისა თანა? ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ თქუენ ხართ მისისა ძლევისა მიზეზ და გტანჯავს, უსამართლოჲ სადმე არს! გარნა, ნუ იყოფინ! რამეთუ, ვინაჲთგან მის თანა უსამართლოებაჲ არა არს და სტანჯავს, არა სადმე უსამართლოჲ არს; რამეთუ არა თუ იგი ვერ მძლე გექმნებოდა თჳნიერ თქუენისა უკეთურებისა, არამედ დაღაცათუმცა თქუენ არა უკეთურ-ქმნილ იყვენით, მას თჳსი ძლევაჲ აქუნდავე. ვინაჲთგან უკუე უკეთურ იქმნენით, თჳსნი თავნი ჰქმნენით ძლეულ და ღირს სატანჯველისა. თუ...
ჰრომაელთა მიმართ 3:5
4. ნუ იყოფინ, იყავნ ღმერთი მხოლოჲ ჭეშმარიტ, და ყოველი კაცი ცრუ, ვითარცა წერილ არს: რაჲთა განჰმართლდე სიტყჳთა შენითა და სძლო შჯასა შენსა.5. უკუეთუ სიცრუე ჩუენი სიმართლესა ღმრთისასა შეეტყუების, რაჲ-მე ვთქუათ? ნუუკუე სიცრუვე არსა ღმრთისა თანა, რომელმან მოავლინის რისხვაჲ მისი? კაცობრივ ვიტყჳ.6. ნუ იყოფინ! უკუეთუ არა, ვითარ საჯოს ღმერთმან სოფელი?
ჰრომაელთა მიმართ თავი 3