თარგმანი: კუალად მასვე პირსა იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ამისთჳს გარდაემატა ჭეშმარიტებაჲ და სიმართლე და ძლევაჲ ღმრთისაჲ, რომელ მე ცრუ ვიქმენ და უტყუვე, მაშა უსამართლოდ დავისჯები, რამეთუ ჯერ-იყო, რაჲთამცა პატივსა ღირს ვიქმენ, ვითარცა მიზეზ-ქმნილი მისისა ძლევისა და ჭეშმარიტებისაჲ; არამედ არა სადმე მე ვარ მიზეზ მისისა ძლევისა; ამისთჳსცა დავისჯები.
ჰრომაელთა მიმართ 3:7
6. ნუ იყოფინ! უკუეთუ არა, ვითარ საჯოს ღმერთმან სოფელი?7. უკუეთუ ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ ჩემითა მით სიცრუითა აღემატა სადიდებელად მისსა, რაჲსაღა მე ვითარცა ცოდვილი ვისაჯები?8. და არა ვითარცა ვიგმობვით, და ვითარცა იტყჳან ვინმე ჩუენდა სიტყუად, ვითარმედ ვქმნეთ ბოროტი, რაჲთა მოგჳჴდეს ჩუენ კეთილი? რომელთა განკითხვაჲ საშჯელსა შინა არს.
ჰრომაელთა მიმართ თავი 3