მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 8:11

10. უკუეთუ ქრისტე თქუენ შორის არს, ჴორცნიმცა მკუდარ არიან ცოდვისათჳს, ხოლო სული - ცხოველ სიმართლისათჳს.11. უკუეთუ სული იგი აღმადგინებელისა იესუჲსი მკუდრეთით მკჳდრ არს თქუენ შორის, რომელმან-იგი აღადგინა ქრისტე მკუდრეთით, განაცხოველნეს მოკუდავნიცა ეგე ჴორცნი თქუენნი დამკჳდრებულისა მის მიერ თქუენ შორის სულისა მისისა.12. აწ უკუე, ძმანო, თანა-გუაც არა ჴორცთაჲ, რაჲთა ჴორციელად სცხონდებოდით.
ჰრომაელთა მიმართ თავი 8
11. უკუეთუ სული იგი აღმადგინებელისა იესუჲსი მკუდრეთით მკჳდრ არს თქუენ შორის, რომელმან-იგი აღადგინა ქრისტე მკუდრეთით, განაცხოველნეს მოკუდავნიცა ეგე ჴორცნი თქუენნი დამკჳდრებულისა მის მიერ თქუენ შორის სულისა მისისა.
თავი ი̂ა. განძარცუვისათჳს ბუნებითთა ვნებათა შეთქუმულებისა მის მიერ, რომელი იქმნების სულისა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ სული იგი აღმადგინებელისა იესუჲსი მკუდრეთით მკჳდრ არს თქუენ შორის, რომელმან-იგი აღადგინა მკუდრეთით, განაცხოველნეს მოკუდავნიცა ეგე ჴორცნი თქუენნი დამკჳდრებულისა მის მიერ თქუენ შორის სულისა მისისა (8,11).:

თარგმანი: მო-რაჲ-ვიდა სიტყუასა მას თანა აღდგომისასა, არა თქუა აღდგინებაჲ ოდენ, არამედ განცხოველებაჲ. ესე - ამისთჳს, რამეთუ ყოველნივე აღდგებიან, არამედ რომელნიმე ცხორებად საუკუნოდ, და რომელნიმე სატანჯველად საუკუნოდ. ხოლო მორწმუნენი ქრისტესნი და მორჩილნი მცნებათა მისთანი უეჭუელად აღდგომასავე თანა იშუებენ-ცა ცხორებითა საუკუნოჲთა. რაჟამს სამარადისოდ მოუკლებელ იყოს მათ შორის ყოფაჲ წმიდისა და ცხოველსმყოფელისა სულისაჲ.

სხუაჲ თარგმანი კჳრილესი: აღდგა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე მამისა მიერ, არამედ კუალად თჳთ იგივე არს, რომელმან აღადგინნა ჴორცნი თჳსნი სულისა მიერ, ვინაჲთგან სული იგი, რომლითა მოქმედებს მამაჲ აღდგინებასა, ვითარ-იგი მამისაჲ არსა, ეგრეთვე ძისაჲ არს, და დაღათუ აღდგენილად ითქუმის ბუნებითა ჴორცთაჲთა მიერ, არამედ მადგინებელ თავისა თჳსი არიან ჴორცნი თჳსნი ბუნებითა ებისაჲთა, რამეთუ ერთ არს ყოველივე მოქმედებაჲ, რომელსა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის