📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: აწ უკუე თავადი მე გონებითა ჩემითა ვჰმონებ მე შჯულსა ღმრთისასა, ხოლო ჴორცითა — შჯულსა ცოდვისასა (7,25).
თარგმანი: ზემოთქუმული იგი თანა-მნებავსი აწინდელითა გამოთარგმანა მონებითა, რამეთუ ესე არს "თანა-მნებავს შჯულსა ღმრთისასა", ვითარმედ: ვჰმონებ შჯულსა ღმრთისასა, და უწყი სჳნიდისისა მიერ დამტკიცებითა სიმაღლე და სიწმიდე მისი გონებასა შინა ჩემსა, დაღაცათუ ბოროტი ჩუეულებაჲ, რომელსა უწოდ შჯულად ცოდვისა, იგი მიმიზიდავს უნებლებით ქმნად ცოდვისა.
მოციქულისაჲ: არა-მე რაჲ დასაშჯელ არსა აწ ქრისტე იესუჲს მიერ მათდა, რომელნი-იგი არა ჴორცთაებრ ვლენან, არამედ სულისაებრ (8,1).
თარგმანი: უსაკუთრეს არს, რაჲთა არა კითხვის სახედ, არამედ ესრეთ წარიკითხვოდის სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: არღარაჲ სადმე დასაშჯელ არს აწ ქრისტეს იესუჲსთა მათდა, არა ჴორცთაებრ მავალობაჲ, არამედ სულისაებრ. ვითარმცა ესრეთ იტყოდა, ვითარმედ: აწ არღარაჲ აყენებს მორწმუნეთა ქრისტესთა სლვად, არა წესითა ჴორციელითა, არამედ სულიერითა; ვინაჲთგან არა ხოლო ძაგებითა და ქებითა საქმეთაჲთა, არამედ თანაშემწეობითა ყოველსავე შინა წარუმართებს მათ, რომელი-ესე ძუელსა მას შინა უღონო იყო, რაჲთა სიტყუასა თანა საქმითცა შეეწიოს ქმნად მისსა, რასა იგი ეტყჳს. ამისთჳს შეუწევნელი იგი მხილებაჲ მისი უმეტესადღა დასაშჯელ იყო მათდა, რომელნი არა უმეცრებით, არამედ მეცნიერებით ცოდვიდეს.
მოციქულისაჲ: რამეთუ შჯულმან სულისა ცხორებისამან ქრისტე იესუჲს მიერ განმათავისუფლა მე შჯულისა მისგან ცოდვისა და სიკუდილისა (8,2).
თარგმანი: ვითარ-იგი ზემო შჯულ ცოდვისა ცოდვასა სახელ-სდვა, ეგრეთვე აწ შჯულ სულისა —სულსა წმიდასა უწოდს. და ამისი ჩუეულებაჲ აქუს ძუელისაცა შჯულისათჳს იტყოდის რაჲ, ვითარმედ: "შჯული სულიერ არს". გარნა ფრიადი არს განყოფილებაჲ საზომთა სიმაღლისაჲ, რამეთუ იგი სულისა მიერ მოცემულ იყო, ხოლო ახალი ესე შჯული სულსაცა წმიდასა მისცემს მორწმუნეთა მისთა. ამისთჳს სულ ცხორებისა უწოდა, და შესძინებს: "ქრისტე იესუჲს მიერ", რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ მის მიერ მოგუეცემის ჩუენ სული წმიდაჲ. ხოლო შჯულ ცოდვისა არა მოსესსა მას უწოდს, რომელსა-იგი ზემორე მრავალგზის სახელ-სდვა მართლად და წმიდად, არამედ შჯულსა მას ცოდვისასა, რომელ არს ჩუეულებაჲ საქმითი; მას უწოდს შჯულად ცოდვისა, მომატყუებელად სიკუდილისა.
მოციქულისაჲ: რამეთუ შეუძლებელი იგი შჯულისაჲ, რომლითა უძლურ იყო ჴორცთა მათთჳს, ღმერთმან ძე თჳსი მოავლინა მსგავსად ჴორცთა მათ ცოდვისათა (8,3).
თარგმანი: აჰა ესერა, არა ბოროტებაჲ, არამედ უძლურებაჲ ოდენ თქუა შჯულისაჲ, ვითარმედ: ვერარას შემძლებელ იყო შეწევნად კაცთა, რამეთუ უძლურ ჰყოფდა მას ჩუენ შორის განძლიერებული ესე მძლავრებაჲ ჴორცთაჲ. ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: "შეუძლებელობისათჳს შჯულისა და მძლავრებისათჳს ჴორცთა ჩუეულებისა, ღმერთმან ძე თჳსი მოავლინა".
ზემო იტყოდა სულისა მიერ განთავისუფლებასა, და აწ იტყჳს ძისა მიერ, რამეთუ ზოგადი არს ყოველივე საქმე მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ. ხოლო მსგავსებაჲ თქუა ჴორცთაჲ არა ამისთჳს, ვითარმცა არა სრულებით ჴორცნი შეესხნეს უფალსა, და არა ყოვლითურთ მიეღო ბუნებაჲ კაცთაჲ; არამედ ჴორცნი ჭეშმარიტად სრულებით შეისხნა, და მსგავსებაჲ ცოდვისათაჲ მათ ოდენ აქუნდა ჴორცთაჲ, რამეთუ არა იპოა მის თანა ცოდვაჲ, არცა ჴორცთა მისთა ეუფლა განსახრწნელი. ხოლო ჴორცთაჲ არღარა მსგავსებაჲ, არამედ თჳთ ესე ჩუენი აგებულებაჲ ჴორცთაჲ ყოვლითურთ უნაკლულოდ მიიღო, თჳნიერ ხოლო ცოდვისა. რამეთუ ჯერ-იყო თავისუფალ ყოფაჲ მისი ცოდვისაგან, რაჲთა არა მძლავრებით ყოს გაწვდაჲ ცოდვისაჲ, არამედ ბჭობით და სამართლით პირველად დაასაჯოს ცოდვილობაჲ ცოდვასა, უცოდველობითა წმიდათა მათ ჴორცთა მისთაჲთა.
სხუაჲ თარგმანი წმიდისა ბასილის ებისტოლისაგან, სომოპოლელთა მიმართ მიწერილისა: ჩანს, ვითარმედ უფალმან ჩუენმან ბუნებითნი ვნებანი ჩუენნი მიითუალნა, დასამტკიცებელად ჭეშმარიტებით (და არა საოცრად) ჴორცთშესხმისა თჳსისა. ხოლო რაოდენნი რაჲ ბოროტისა მიერ გარეთ შემოვლეს ბუნებასა ჩუენსა ზედა, შემამწინკულებელად სიწმიდით ცხორებისა ჩუენისა, ესევითარნი იგი ყოვლად არა მიუხუმან, ვითარცა საძაგელნი და არაღირსნი უხრწნელისა მის ღმრთეებისა ბუნებისა მისისანი. ამისთჳს თქუმულ არს მისთჳს მსგავსებაჲ ჴორცთა მათ ცოდვისათაჲ, ვითარმედ ჴორცნი ჩუენნი ბუნებითითურთ ვნებით მისით უნაკლულოდ შეისხნა, ხოლო ცოდვაჲ არასადა ქმნა.
იოვანე დამასკელისაჲ სამეოცდამეათორმეტისა თავისაგან "გარდმოცემა" სახელდებულისა მის წიგნისა: ბუნებითნი და უბრალონი ვნებანი არიან შიმშილი და წყურილი, შრომაჲ და დაშრომაჲ, ძილი და მსგავსნი ამათნი, რომელნი-ესე უნაკლულოდ მიიხუნა ქრისტემან, საცნაურ-ყოფად ჭეშმარიტისა მის განკაცებისა მისისა, ხოლო გარეთ შემოსრულნი ბუნებასა ზედა, რომელ არიან ვნებანი ბილწებით გულისთქუმისანი, და ცოდვისა მიმართ აღმაზრზენელნი გონებისანი, ყოვლად არა მიუხუმან, რამეთუ ცოდვაჲ არასადა ქმნა.
მოციქულისაჲ: და ცოდვისათჳს დასაჯა ცოდვაჲ იგი ჴორცითა თჳსითა, რაჲთა სიმართლე იგი შჯულისაჲ აღესრულოს ჩუენ შორის, რომელნი არა ჴორციელად ვიქცევით, არამედ სულიერად (8,3-4).
თარგმანი: ესე არს ცოდვისათჳს დაშჯაჲ ცოდვისაჲ, რამეთუ არა მძლავრებით, არცა განუკითხველად დასაჯა იგი, არამედ პირველად განბჭო და გამოიძია და დაასაჯა მას, ვითარმედ ცოდვა არს, და ეგრეთღა, ცოდვილობისათჳს დასაჯა ცოდვაჲ, ვითარმედ უსამართლოდ ჰმსძლავრობდა და დაიმონებდა იგი ჴორცთა. ვინაჲთგან შესაძლებელ არს დაცვაჲ თავისაჲ, რომელი-ესე თჳთ საუფლოთა მათ ჴორცთა თჳსთაგან ცხად ყო, რაჟამს უცოდველად დაიცვნა ჴორცნი თჳსნი, და ამით დასაჯა ცოდვაჲ, რაჟამს მოსპო იგი ჴორცთა მათგან, რომელ შეისხნა უცოდველად, და ყოვლად შეუხებელ ყვნა ცოდვისაგან, რაჲთა სიმართლე იგი შჯულისაჲ წარჰმართოს ჩუენ შორის, სახედ ჩუენდა მოცემითა თავისა თჳსისაითა, ვითარ ყოვლად სრულებით მიმღებელმან მან ჴორცთამან, ცოდვისათა ამათ ჴორცთა ჩუენთაჲ — მსგავსებაჲ ოდენ მიიღო, რამეთუ ჴორცნი შეისხნა სრულებით, ხოლო ცოდვაჲ არასადა ქმნაი. და რომლითა-იგი მან სძლო, ძლევაჲ იგი ჩუენ მოგუანიჭა, რაჲთა დაუყენებელ ვიყვნეთ არღარა ჴორციელად, არამედ სულიერად სლვად, უკუეთუ ოდენ გუენებოს; რომელი-ესე იყო სიმართლე, ესე იგი არს წადიერებაჲ შჯულისაჲ, რაჲთამცა ვითარ უძლო კაცთაჲ მოქცევაჲ ცოდვისაგან, და მორჩილ ყოფად იგინი, არღარა ჴორცთა ნებასა, არამედ სულისასა. ამისთჳსცა ამიერითგან ნებაჲ ოდენ საჴმარ არს, და ყოველივე უჭირველად წარგუემართების შეწევნითა ქრისტესითა.
მოციქულისაჲ: რამეთუ რომელნი-იგი ჴორციელად არიან, ჴორცთასა ზრახვენ; ხოლო რომელნი-იგი სულიერად არიან, —სულისასა; რამეთუ ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ სიკუდილი არს, ხოლო ზრახვაჲ იგი სულისაჲ — ცხორება არს და მშჳდობა (8,5-6).
თარგმანი: სახელი ესე ზრახვისაჲ დაღაცათუ სხუაგან სხუებრ, ხოლო აქა ნებად გულისჴმა-იყოფების, რამეთუ სხუაჲ ჰნებავს ჴორცთა, და სხუაჲ — სულსა, და თითოეული თჳსისა ნებისა მიმართ მიგჳზიდავს, და რომელი-იგი მიწისაჲ არს ჩუენ შორის, მიწად მიგჳწოდს, ხოლო ზეცისაჲ იგი — ზეცად. და ვიდრემდის თითოეული მათი საზომსა ზედა გუეპყრნენ, კეთილად შესაწევნელ არიან ურთიერთას, ხოლო რაჟამს ჴორცთა ნებასა მივედევნნეთ, და სულისაჲ დაუტეოთ, მიერითგან ზედა-აღმდგომ ექმნებიან სულსა და განმხრწნელ ყოველთავე ნაყოფთა მისთა. ამისთჳსცა, არა არსებაჲ, არამედ ნებაჲ ოდენ ჴორცთაჲ უჯერო არს, რამეთუ მოკუდავებად და ხრწნილებად მიგჳწოდს მიდევნებითა გემოთაჲთა და აღრჩევითა ცოდვისაჲთა, რომელი-ესე მაშინ განემართვის, რაჟამს უდარესი დავამონოთ უაღრესსა. და ზრახვაჲ, (რომელ არს ნებაჲ) ჴორცთაჲ, დავთრგუნოთ, ვითარცა მოკუდავი და განხრწნადი. ხოლო ზრახვაჲ სულისაჲ შევიტკბოთ, ვითარცა დაუსრულებელად მაცხოვნებელი, და ცხორებად საუკუნოდ მიმყვანებელი, რომელ არს ქუეყანაჲ მშჳდთაჲ აღმავსებელი მშჳდობითა წარუვალითა.
მოციქულისაჲ: რამეთუ ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ მტერობა არს ღმრთისა, რამეთუ შჯულსა მას ღმრთისასა ვერ დაემორჩილების, და ვერცა ძალ-უც, რამეთუ რომელნი-იგი ჴორცთა შინა არიან, ღმრთისა სათნო-ყოფად ვერ ძალ-უც (8,7-8).
თარგმანი: არა ჴორცნი, არამედ ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ, რომელ არს მიდევნებაჲ ცოდვისაჲ, მტერობა იქმნების ღმრთისა. რაჲსათჳს-მე? — გარნა რამეთუ არა მორჩილ არს შჯულთა საღმრთოთა.
ხოლო შენ ნუ შეშინდები, ვითარმცა ჴორცთა შინა მყოფისაჲ გასმიოდა ვერ შემძლებელ-ყოფაჲ სათნო-ყოფად ღმრთისა. რამეთუ პირველად გულისჴმა-ყავ, თუ რაჲ არს ჴორცთა შინა ყოფაჲ; ცხად არს, ვითარმედ — ჴორციელთა გულისთქუმათა მიდევნებულ ყოფაჲ, რომელნი-იგი მრავალთა პირველად აქუნდეს, ხოლო უკუანაჲსკნელ დაუტევნეს, და ღმერთსა სათნო-ეყვნეს. რამეთუ ჴორცთა შინა მყოფობაჲ არს მოუქცეველ ყოფაჲ ცოდვისაგან, რომელი-იგი შჯულთა ღმრთისათა წინააღმდგომ და მტერობისა მოქმედ არს ღმრთისა მიმართ, ხოლო [· · ·] დატევებაჲ მოქცევაჲ ბოროტისა და ცოდვისაგან და ქმნაჲ ნაყოფთა კეთილისა სინანულისათაჲ დაუყენებელად ძალ-უც ყოველსა კაცსა, ვისცა ენებოს. ამისთჳს მოუქცეველად და შეუნანებელად დაშთომილსა უწოდს მოციქული ჴორცთა შინა მყოფად და ღმრთისა სათნო-ყოფად ვერ შემძლებელ ყოფად.
მოციქულისაჲ: ხოლო თქუენ არა ხართ ჴორცთა შინა, არამედ სულთა, უკუეთუ სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის (8,9).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ, რომელთა შორის სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ იყოს, ესევითარნი იგი უეჭუელ არიან ჴორცთა შინა ყოფისათჳს, რომელ არს გემოვნებასა ჴორცთასა მიდევნებულებაჲ, არამედ სულიერად ცხოვნდებიან და მარადის ჴორცთა სულსა დაამორჩილებენ.
მოციქულისაჲ: უკუეთუ ვისმე სული ქრისტესი არა აქუს, იგი არა არს მისი (8,9).
თარგმანი: რიდობით ეტყჳს, ვითარცა სხჳსა პირსა ზედა, რაჲთა არა შეაწუხნეს იგინი, ვითარმედ: უკუეთუ ვისმე სული ქრისტესი არა აქუს, იგი არა არს მისი. სულად ქრისტესსა იტყჳს მადლთა ახლისა ამის შჯულისათა, და ცხად-ჰყოფს, ვითარმედ ქრისტიანედ წოდებულსა, რომელსა არა აქუნდეს მის შორის სულიერი მოქმედებაჲ ყოვლითურთ სულიერთა მათ შჯულთა წმიდისა სახარებისათა, და მცნებათა მისთასა, ესევითარი-იგი არა არს ქრისტესი; რამეთუ ამით გამოისახვის ქრისტესობაჲ რაჲთა მოქმედ ვინ იყოს მცნებათა მისთა, რომელნი-იგი ყოვლითურთ სულიერ არიან, და მოქმედებითა თჳსითა სულსა წმიდასა მოგუანიჭებენ ჩუენ, რომელი-იგი ვითარცა მამისაჲ არს, ეგრეთვე ძისაჲ. ამისთჳს სულ ქრისტესსა უწოდიან.
მოციქულისაჲ: უკუეთუ ქრისტე თქუენ შორის არს, ჴორცნიმცა მკუდარ არიან ცოდვისათჳს, ხოლო სული — ცხოველ სიმართლისათჳს (8,10).
თარგმანი: შემაწუხებელი იგი სიტყუაჲ პირველი, ვითარცა სხუათა მიმართ თქუა, და საერთოდ, ხოლო სახარულევანსა ამას მათდა მიმართ იტყჳს, და სამ[· · ·]ვ̃ლოდ, ვითარმედ: ამით საცნაურ იქმნების ქრისტეს ყოფაჲ თქუენ შორის, რაჟამს ჴორცნი თქუენნი მკუდარ იყვნენ უქმებითა ცოდვისაჲთა, ხოლო სული — ცხოველ, მოქმედებითა სიმართლისაჲთა. ვინაჲცა თჳთ სიტყუაჲ ესე ესრეთ უსაკუთრეს არს: ხოლო სული —ცხორება სიმართლისათჳს; რამეთუ არა წესისაებრ შეუდგენს, და რაჟამს ჴორცთა მკუდრობაჲ თქუას, სულისა ცხოველობასა ოდენ კმა-იყოფს, არამედ ცხორებად უწოდს, ვითარმედ: მოქმედებაჲ სიმართლისაჲ არა ხოლო ცხოველობასა მიჰმადლებს სულსა, არამედ ცხოველსმყოფელობასაცა; რაჲთა არა ხოლო თავით თჳსით ცხოველ იყოს, არამედ ჴორცთა მოკუდავებისაცა ცხოველსმყოფელ იყოს.
მოციქულისაჲ: უკუეთუ სული იგი აღმადგინებელისა იესუჲსი მკუდრეთით მკჳდრ არს თქუენ შორის, რომელმან-იგი აღადგინა მკუდრეთით, განაცხოველნეს მოკუდავნიცა ეგე ჴორცნი თქუენნი დამკჳდრებულისა მის მიერ თქუენ შორის სულისა მისისა (8,11).
თარგმანი: მო-რაჲ-ვიდა სიტყუასა მას თანა აღდგომისასა, არა თქუა აღდგინებაჲ ოდენ, არამედ განცხოველებაჲ. ესე - ამისთჳს, რამეთუ ყოველნივე აღდგებიან, არამედ რომელნიმე ცხორებად საუკუნოდ, და რომელნიმე სატანჯველად საუკუნოდ. ხოლო მორწმუნენი ქრისტესნი და მორჩილნი მცნებათა მისთანი უეჭუელად აღდგომასავე თანა იშუებენ-ცა ცხორებითა საუკუნოჲთა. რაჟამს სამარადისოდ მოუკლებელ იყოს მათ შორის ყოფაჲ წმიდისა და ცხოველსმყოფელისა სულისაჲ.
სხუაჲ თარგმანი კჳრილესი: აღდგა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე მამისა მიერ, არამედ კუალად თჳთ იგივე არს, რომელმან აღადგინნა ჴორცნი თჳსნი სულისა მიერ, ვინაჲთგან სული იგი, რომლითა მოქმედებს მამაჲ აღდგინებასა, ვითარ-იგი მამისაჲ არსა, ეგრეთვე ძისაჲ არს, და დაღათუ აღდგენილად ითქუმის ბუნებითა ჴორცთაჲთა მამისა მიერ, არამედ [... აღ]მადგინებელ თავისა თჳსი[სა ... ...] არიან ჴორცნი თჳსნი ბუნებითა [· · ·]ებისაჲთა, რამეთუ ერთ არს ყოველივე [იგი ...] მოქმედებაჲ, რომელსა მოქმედებს მამაჲ ძისა მიერ სულითა წმიდითა, რომლითა არა ხოლო საუფლოთა ჴორცთა, არამედ ჩუენთაცა გუამთა აღმადგინებელ ექმნების ქრისტე.
მოციქულისაჲ: აწ უკუე, ძმანო, თანა-გუაც არა ჴორცთაჲ, რაჲთა ჴორციელად სცხოვნდებოდით, რამეთუ უკუეთუ ჴორციელად სცხოვნდებოდით, მოსიკუდიდ ხართ, ხოლო უკუეთუ სულითა ჴორცთა საქმესა მოაკუდინებდეთ, სცხოვნდეთ (8,12-13).
თარგმანი: შემდგომად ესოდენისა ამის მადლისა გჳჩუენებს, ვითარმედ თანამდებ ვართ, რაჲთა ნებისაებრ ღმრთისა ვმოქალაქობდით, ხოლო რაჲთა არა რაჟამს გესმას არარაჲსა თანამდებობაჲ ჴორცთაჲ, არა სთქუა, ვითარმედ: "საჭიროჲსა მისგან ჴორცთა საჴმრისა დაგუაყენებს", ამისთჳს დაჰრთავს: "რაჲთა ჴორციელად სცხოვნდებოდით". ესე იგი არს მიდევნებულებაჲ ცოდვისაჲ და შედგომაჲ ჴორცთა გულისთქუმისაჲ, მომატყუებელნი უკუდავსა მას სიკუდილსა გეჰენიასა შინა. ამისგან დაგუაყენებს და გუასწავებს ღონესა მისგან განთავისუფლებისასა, ესე იგი არს, რაჲთა შეწევნითა სულისა წმიდისაჲთა ჴორციელნი ვნებანი მოვაკუდინნეთ და ესრეთ ვცხონდეთ ცხორებითა დაუსრულებელითა.
მოციქულისაჲ: რამეთუ რომელნი სულითა ღმრთისაჲთა ვლენან, ესენი არიან ძენი ღმრთისანი (8,14).
თარგმანი: არა იტყჳს, ვითარმედ: "რომელთა სული წმიდაჲ მიიღონ", არამედ: "რომელნი სულითა ღმრთისაჲთა ვიდოდინ", მათ ოდენ განუკუთნებს ძეობასა ღმრთისასა, რამეთუ ყოველნი ნათელღებულნი მიიღებენ სულსა წმიდასა, არამედ არა ყოველნი იპყრობენ მას წინამძღურად და მთავრად ცხორებისა მათისა. ამისთჳს იგინი ოდენ არიან ძე ღმრთისა, რომელნი არარას ჰყოფდენ გარეშე ნებისა მისისა, არცა რაჲთ შე[... ... ბეჭ(თ) ..(ლსა მას)... ...] უწესოებითა საქმეთა მათთაჲთა.
მოციქულისაჲ: რამეთუ არა მიგიღებიეს სული იგი, მონებისაჲ, რაჲთამცა კუალად გეშინოდა, არამედ მიგიღებიეს სული იგი შვილებისაჲ, რომლითა ვღაღადებთ: აბბა მამაო! (8,15).
თარგმანი: ვინაჲთგან ძეობისა და შვილებისა მადლთათჳს მეტყუელებს, თანა-შეატყუებს ჩუენსა ამას — ჰურიათასა მას თანა, რამეთუ მათდაცა მიცემულ იყო პატივი ესე, ვითარ-იგი გესმის: "პირმშოჲ ძე ჩემი ისრაილი" (), და "მე ვთქუ: ღმერთნი სადმე ხართ, შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი" (). ამისთჳს აწ ცხად-ჰყოფს, ვითარმედ ფრიადი განყოფილებაჲ არს შორის ჩუენისა ამის და მათისა მის ძეობისა. და რაჲთა უსაკუთრეს-რე წარმოვთქუნე სიტყუანი ესე სამოციქულონი: არღა მიგიღებიეს სული მონებისაჲ კუალად საშიშად. ესე იგი არს, ვითარმედ ჰურიათაჲ იგი შჯულისა დამცველობაჲ არარაჲსა სხჳსათჳს იყო, თჳნიერ პატიჟთა მათთჳს და წყევათა, რომელნი თანა-ესხნეს შემთხუევად გარდამავალთა შჯულისათა, რომელი-ესე მონებისა ოდენ საზომი არს, რაჟამს შიშისათჳს ვინმე მოქმედებდეს მცნებათა. ხოლო ჩუენ სასოებითა საუკუნეთა კეთილთა მიმთხუევისაჲთა ვიქმნებით დამცველ შჯულთა წმიდისა სახარებისათა, რომელი-ესე ძეობისა სასწაული არს. რამეთუ ძე არა სასყიდლისათჳს სამუშაკოჲსა, არამედ სასოებითა მამულთა კეთილთა მკჳდრობისაჲთა იქმნების აღმასრულებელ ბრძანებათა მამისა თჳსისათა, რომლითა ჩუენცა გამოვაჩინებთ უსაკუთრესსა ძეობასა და ზეცათა კეთილისა მკჳდრ ჩინებულობასა, რაჟამს ვჴმობდეთ: "მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა" (), ვითარ-იგი გუასწავა მაცხოვარმან. ამისთჳსცა მოციქულმან დაჰრთო ებრაული სიტყუაჲ [... ... აბბა], რომელი გამოითარგმანების: "მამაო", რაჲთა ცხად-ყოს უმეტესი საკუთრებაჲ შვილებისა ჩუენისაჲ.
სხუაჲ ჳკუმენისი: ვითარ-იგი ყოველივე ჰურიათაჲ აჩრდილ და სახე იყო ჩუენისა ამის, ეგრეთვე ძეობაჲცა; რამეთუ ფრიად უმაღლეს არს მათსა მას სახესა ჩუენი ესე ჭეშმარიტებაჲ.
მოციქულისაჲ: იგივე სული ეწამების სულსა ამას ჩუენსა, რამეთუ ვართ შვილნი ღმრთისანი, ხოლო უკუეთუ შვილ, — მკჳდრცა; მკჳდრ ღმრთისა თანა და თანამკჳდრ ქრისტესსა. უკუეთუ მის თანა ვივნოთ, მის თანაცა ვიდიდნეთ. (8,16-17).
თარგმანი: ვინაჲთგან ჰურიანიცა მამად უწოდდეს ღმერთსა, გარნა საკუთრად ჩუენ მოგუემადლა ესე მხოლოდშობილისა ძისა მიერ, თანად ლოცვითა მით, მის მიერ სწავლულისა "მამაო ჩუენოჲსაჲთ", და თანად მონიჭებითა სულისა წმიდისაჲთა. და ამას თჳთ იგივე სული წმიდაჲ თანა-ეწამების სულსა ამას, მის მიერ ჩუენდა მოცემულსა, რომელ არს მადლი შვილებისაჲ. რასა ეწამების? — გარნა თუ ვითარმედ: ფრიად უსაკუთრეს არს ძეობაჲ ჩუენი უფროჲს ისრაიტელთა ძეობისასა. ხოლო სადა სული წმიდაჲ წამებდეს, ვინღა იკადროს მუნ კუალად იჭუნეულ ყოფად? ვინაჲცა მოციქული აღაორძინებს პატივსა შვილებისა ჩუენისასა, რამეთუ იყვის ვინმე შვილი, ხოლო არა მკჳდრიცა მამულისა სიმდიდრისაჲ, ვითარ-ესე აწ შეემთხჳა ჰურიათა ბოროტთა ბოროტად წარწყმედაჲ, და ვენაჴისა სხუათა მიცემაჲ, აღმოსავალით და დასავალით მოსრულისა სიმრავლისაჲ წიაღთა შინა აბრაჰამისთა ინაჴის-დგმაჲ, ხოლო ძეთა სასუფეველისათა — განჴდაჲ გარე. ამისთჳს მოციქული ჩუენ გჳწოდს შვილ, და არა ხოლო ლიტონად შვილ, არამედ დამკჳდრებელ მამულისა, და არა ხოლო ლიტონისა (125რე] [... ... მკ]ჳდრ, არამედ ღმრთისა მკჳდრ ? და თანამკჳდრ [· · ·], რაჲთა ვითარ-იგი ბუნებით ძე არს ღმრთისა მამისაჲ ქრისტე, ეგრეთვე ჩუენცა მადლით მყვნეს შვილ ღმრთისა მამისა. ხოლო რაჲთა არა უდებებად მივდრკეთ, მინდობითა მადლით შვილებისაჲთა, ამისთჳსცა საზღვრად კრძალულებისა დაგჳდებს ვითარმედ: მაშინღა მივემთხუევით ქრისტეს დიდებისა ზიარებასა, რაჟამს ვეზიარნეთ ვნებათაცა მისთა, რომელნი-იგი მან ჩუენთჳს თავს-ისხნა. ვინაჲცა თჳთ სიტყუაჲ იგი ესრეთ უსაკუთრეს არს შედგინებად პირველთა მისთა, ვითარმედ: უკუეთუ შვილ, მკჳდრცა, მკჳდრ ღმრთისა და თანამკჳდრ ქრისტესსა; უკუეთუ ოდენ მის თანა ვივნოთ, რაჲთა მის თანაცა ვიდიდნეთ. ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ ვნებათა ზიარებაჲ არს მიზეზ კეთილთა ზიარებისა.