თარგმანი: არა იტყჳს, ვითარმედ: "რომელთა სული წმიდაჲ მიიღონ", არამედ: "რომელნი სულითა ღმრთისაჲთა ვიდოდინ", მათ ოდენ განუკუთნებს ძეობასა ღმრთისასა, რამეთუ ყოველნი ნათელღებულნი მიიღებენ სულსა წმიდასა, არამედ არა ყოველნი იპყრობენ მას წინამძღურად და მთავრად ცხორებისა მათისა. ამისთჳს იგინი ოდენ არიან ძე ღმრთისა, რომელნი არარას ჰყოფდენ გარეშე ნებისა მისისა, არცა რაჲთ შე[... ... ბეჭ(თ) ..(ლსა მას)... ...] უწესოებითა საქმეთა მათთაჲთა.
ჰრომაელთა მიმართ 8:14
13. რამეთუ უკუეთუ ჴორციელად სცხონდებოდით, მოსიკუდიდ ხართ; ხოლო უკუეთუ სულითა ჴორცთა საქმესა მოაკუდინებდეთ, სცხონდეთ.14. რამეთუ რომელნი სულითა ღმრთისაჲთა ვლენან, ესენი არიან ძენი ღმრთისანი.15. რამეთუ არა მიგიღებიეს სული იგი მონებისაჲ, რაჲთამცა კუალად გეშინოდა, არამედ მიგიღებიეს სული იგი შვილებისაჲ, რომლითა ვღაღადებთ: აბბა, მამაო!
ჰრომაელთა მიმართ თავი 8