თარგმანი: იხილე, ვითარ ნეტარებითა და აღთქუმითა გჳრგჳნისაჲთა და შერაცხვითა მოყუარეთა თანა უფლისათა საწადელ ჩუენდა ჰყოფს ვიდრე სიკუდილადმდე თავს-დებასა ჩუენდა შემთხუეულთა ჭირთა და განსაცდელთასა, რამეთუ მისთჳს თავს-მდებელთა ღუაწლისათა იგი განუმზადა ღმერთმან, რომელსა ვერ დაიტევს კაცობრივი ხედვაჲ ანუ სმენაჲ ანუ მოგონებაჲ.
იაკობ 1:12
11. რამეთუ აღმოჰჴდა მზე სიცხითა თჳსითა და განაჴმო თივაჲ იგი და ყუავილი მისი დასცჳვა და შუენიერებაჲ პირისა მისისაჲ წარჴდა. ეგრეცა მდიდარი სლვასა შინა თჳსსა დაჭნეს.12. ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქნეს და მოიღოს გჳრგჳნი ცხორებისაჲ, რომელი აღუთქუა ღმერთმან მოყუარეთა მისთა.13. ნუვინ განცდილთაგანი იტყჳნ, ვითარმედ ღმრთისა მიერ განვიცადები, რამეთუ ღმერთი გამოუცდელ არს ბოროტისა და არავის განსცდის იგი.
იაკობ თავი 1