მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ა̂. მოთმინებისათჳს და სარწმუნოებისა შეუორგულეგელისა და სიმდაბლისა მდიდართა მიმართ, რომელსა შინა იტყჳს ჩუენ შორის განჴურვებისა მისთჳს და მის მიერთა ვნებათა, ვითარმედ არა ღმრთისაგან არს მიზეზი, არამედ რაჲცა კეთილი არს ჩუენ შორის, იგი არს მის მიერ იაკომ მოციქულისა წიგნი კათოლიკე

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მისვე წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისაჲ განმარტებაჲ კათოლიკეთაჲ

უპირატეს უკუე ვიდრე დაწყებადმდე სიტყუათა სამოციქულოჲსა ამის კათოლიკისათა, ჯერ-არს ჩუენდა ცნობად მიზეზსა და ძალსა, თუ რაჲთა განიყოფების კათოლიკე ებისტოლისაგან. ესე ცხად არს თარგმანებისაგან კათოლიკისა სახელისა, რამეთუ კათოლიკე საყოველთაოდ გამოითარგმანების და არა აქუს თჳსაგან პირი განჩემებული, რომლისამცა მიმართ მიწერილ იყო, ვითარ-იგი ებისტოლენი პავლე მოციქულისანი, რომელიმე ჰრომაელთა მიმართ არს, და რომელიმე კორინთელთა, სხუაჲ გალატელთა და სხუაჲ ეფესელთა. ხოლო ესე კათოლიკედ ზედა-წარწერილნი მოციქულთა მიერ —საყოველთაონი არიან და საზოგადონი სამოძღურებელნი ყოველთა ქრისტეანეთანი, ვითარ-ესე არს პირველად იაკობისი, ძმისა უფლისაჲ და პირველისა მთავარეპისკოპოსისა იერუსალემისაჲ.

იაკობ, ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტეს მონაჲ, ათორმეტთა ნათესავთა გიხაროდენ (1,1).

თარგმანი: იხილე სიმდაბლე გონებისა მისისაჲ ვითარ ძმად უფლისად სახელდებული ძეობისათჳს იოსებისსა მონებასა უფლისასა დასწერს დიდად სამკაულად თავისა თჳსისა, და ღმრთად და უფლად ქადაგებს სახელსა მისსა, ვითარცა ქადაგი წინადაცუეთილებისაგანთაჲ, და ქადაგებასა ამას მისწერს არა ერთსა ადგილსა, არამედ ყოველსა სოფელსა შინა მიმოგანთესულთა მიმართ ათორმეტთა ნათესავთა ისრაელისთა. ვინაჲცა თჳთ სიტყუაჲ ესე უსაკუთრესად ესრეთ წერილ არს: ათორმეტთა ნათესავთა, მიმოგანთესვასა შინა მყოფთა, გიხაროდენ. ესრეთ თავისა თჳსისა დამონებითა ქრისტესითა ყოველთავე ჰურიათაგანთა მორწმუნეთა უქადაგებს, ვითარმედ არა ხუროჲსა ძე არს, იჭჳსაებრ ჰურიათაჲსა, არამედ ბუნებით ღმერთი და მეუფე და დამბადებელი ყოველთა დაბადებულთაჲ.

მოციქულისაჲ: ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთ, ძმანო ჩემნო, რაჟამს განსაცდელსა შესცჳვეთ პირად-პირადსა (1,2).

თარგმანი: ისწავე თუ ვითარ უფალი ლოცვად გუაწუევს, რაჲთა არა შევიდეთ განსაცდელსა, ხოლო ძმაჲ უფლისაჲ ყოვლისავე განსაცდელისა შემთხუევასა შინა მხიარულებად გუეტყჳს; ცხად არს, ვითარმედ —განსაცდელთა ნებსითთა, რომელ არიან სულიერნი ვნებანი, რომელთა შინა შთავრდომისა მიზეზ არს შინა-განცემაჲ გულის-სიტყუათა ჩუენთა გემოვნებისაჲ, ესევითართა მათგან ლტოლვაჲ გჳღირს, საქმით განყენებითა მოქმედებათა მათთაგან და სიტყჳთ შევრდომითა უფლისაჲთა ლოცვათა მიერ, ვითარ-იგი გუამცნებს მაცხოვარი ჩუენი. ხოლო გარეთ ჩუენ ზედა მომავალთა ჭირთა და განსაცდელთა, არა მავნებელთა, არამედ უფროჲსღა გამომაჴურვებელთა და განმწმედელთა სულისა ნაბრძჳლთასა, ფრიადითა სიხარულითა გჳღირს თავს-დებაჲ, და ესრეთ მორჩილებაჲ სიტყუათა არა ხოლო უფლისათა, არამედ ძმად მისსა წოდებულისაცა იაკობ მართლისათა, რომელი ესევითართა განსაცდელთა შემთხუევისა თავს-მდებელთა არღარა შვილად, არცა მოწაფედ, არამედ უზეშთაეს ამათსა ძმად უწოდს, ვითარცა სრულ ქმნილთა საზომითა.

მოციქულისაჲ: უწყოდეთ, რამეთუ გამოცდილებამან მან სარწმუნოებისა თქუენისამან შექმნის მოთმინებაჲ, ხოლო მოთმინებასა მას საქმე სრული აქუნდინ, რაჲთა იყვნეთ სრულ და ყოვლად ცოცხალ და არარაჲთ ნაკლულევან (1,3-4).

თარგმანი: სარწმუნოებით მოლოდებაჲ მერმეთა მათ სასყიდლის კუალად-გებათაჲ იქმნის მიზეზ ყოველთავე ჭირთა და შრომათა თავს-დებისა. ხოლო თავს-დებაჲ იგი და მოთმინებაჲ ჭირთაჲ ამას ეძიებს საქმედ სისრულისა, რაჲთა არა ჟამ ერთ ხოლო, არამედ ვიდრე აღსასრულადმდე ცხორებისა ჩუენისა ჟამთა დავითმინნეთ ჭირნი და ღუაწლნი, ვიდრემდის ვიქმნნეთ სრულ მოთმინებასა შინა და ყოვლად ცოცხალ, რაჲთა არღარაჲ წარვიტანოთ ჩუენ თანა მერმესა მას უსრული და ნაკლულევანი განწმედისაგან, რამეთუ, რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდესო და სოფელსა ამას ჭირი გაქუნდეს, რამეთუ მერმეღა-იგი არს ჟამი მორწმუნეთა განსუენებისაჲ.

მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ ვინმე თქუენგანი ნაკლულევან არს სულიერითა სიბრძნითა, ითხოვენ ღმრთისაგან, რომელმან-იგი მოსცის ყოველთა უხუად და არავის აყვედრის და მოსცეს მას (1,5).

თარგმანი: აჰა ესერა თჳთვე გუასწავებს ღონესა სრულისა საქმისა წარმართებისასა, ვითარმედ არა ჴორციელითა და მშჳნვიერითა, არამედ ზეგარდამოჲთა სიბრძნითა წარემართების მონიჭებულითა ღმრთისა მიერ, რომელი-იგი ყოველთავე სარწმუნოებით მთხოველთა თითოეულსა უხუად მიეცემის და შემდგომად მიცემისა არცა ერთსა შეამთხუევს სირცხჳლსა ყუედრებისასა, რამეთუ შეუნანებელ არიან მადლნი და ნიჭნი ღმრთისანი.

მოციქულისაჲ: ითხოვდინ ხოლო სარწმუნოებით და ნუ ორგულებით, რამეთუ რომელი ორგულებდეს, მსგავს არს იგი ღელვასა ზღჳსასა, ქარითა აღძრულსა და მიმოტაცებულსა. ნუ ჰგონებნ კაცი იგი, ვითარმედ მო-რაჲმე-იღოს ღმრთისაგან. კაცი ორგული დაუდგრომელ არს ყოველთა გზათა მისთა (1,6-8).

თარგმანი: იხილე, რაოდენი სარწმუნოებაჲ უჴმს ქრისტეანესა შეწირვასა მინა ლოცვათასა, რაჲთა შეუორგულებელ იყოს თხოვათა მოღებისათჳს. ხოლო თხოვათა კეთილთა დასაბამი არს ღმრთივ სწავლული იგი სახარებისა მიერ, ვითარმედ: ითხოვდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ. ესე არს სათხოველი, რაჲთა მტკიცითა სარწმუნოებითა ვეძიებდეთ ცხორებასა საუკუნესა, და შეუორგულებელ ვიყვნეთ, ვითარმედ მოვიღოთ. ხოლო ესე ცხად არს, ვითარმედ ჩუენდა ძიებაჲ ოდენ ბრძანებულ არს საუკუნოჲსა ცხორებისაჲ სარწმუნოებითა შეუორგულებელითა, არამედ გზაჲ, მუნ მიმყვანებელი ჩუენი, მან მხოლომან უწყის, მუნ შემყვანებელმან ჩუენმან, თუ ვითარ განაგოს — სიმდიდრითა ანუ სიგლახაკითა, სიმრთელითა ანუ სნეულებითა; მხოლოდ ჩუენ მტკიცედ ვდგეთ გზათა ზედა საღმრთოჲსა შჯულისათა, და დაუდგრომელობითა მათ ზედა ნუმცა გუესმის განჩინებაჲ ესე, თქუმული ურწმუნოთათჳს, ვითარმედ: ნუ ჰგონებნ ეგევითარი, თუმცა მო-რაჲმე-იღო ღმრთისაგან.

მოციქულისაჲ: იქადოდენ ძმაჲ იგი მდაბალი ამაღლებასა თჳსსა, ხოლო მდიდარი — დამდაბლებასა თჳსსა. რამეთუ ვითარცა ყუავილი თივისაჲ, ეგრე წარჴდეს; რამეთუ აღმოჴდა მზე სიცხითა თჳსითა და განაჴმო თივაჲ იგი და ყუავილი მისი დასცჳვა და შუენიერებაჲ პირისა მისისაჲ წარჴდა. ეგრეცა მდიდარი სლვასა შინა თჳსსა დაჭნეს (1,9-11).

თარგმანი: ესე არს ამაღლებაჲ მდაბლისაჲ, რაჟამს სიგლახაკესა და უპოვარებასა შინა ჴორცთასა მდიდარ იქმნეს სულითა, ხოლო დამდაბლება მდიდრისა — რაჟამს განიცადოს და გულისჴმა-ყოს ყუავილებრ დაჭნობადი იგი და მტუერებრ განქარვებადი სიმდიდრე თჳსი, და მარადის გონებითა მდაბლითა არა დასცხრებოდის წარმავალთა მიერ მოგებად წარუვალთა. ესრეთ უკუე ორთავე ამათ შუენის საღმრთოდ სიქადული უფლისა მიერ; პირველსა მას —ჭირთა შინა მოთმინებისათჳს, და მეორესა — საშუებელთა მიერ არა ოდეს წარტყუენვისათჳს. მისდა სათნოება არს უზრუნველობაჲ უპოვარებასა შინა, ხოლო ამისსა — რაჲთა არარას წარმავალთაგანსა დაამონოს აზნაურებაჲ სულისა თჳსისაჲ.

მოციქულისაჲ: ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქმნეს და მოიღოს გჳრგჳნი ცხორებისაჲ, რომელი აღუთქუა ღმერთმან მოყუარეთა მისთა (1,12).

თარგმანი: იხილე, ვითარ ნეტარებითა და აღთქუმითა გჳრგჳნისაჲთა და შერაცხვითა მოყუარეთა თანა უფლისათა საწადელ ჩუენდა ჰყოფს ვიდრე სიკუდილადმდე თავს-დებასა ჩუენდა შემთხუეულთა ჭირთა და განსაცდელთასა, რამეთუ მისთჳს თავს-მდებელთა ღუაწლისათა იგი განუმზადა ღმერთმან, რომელსა ვერ დაიტევს კაცობრივი ხედვაჲ ანუ სმენაჲ ანუ მოგონებაჲ.

მოციქულისაჲ: ნუ ვინ განცდილთაგანი იტყჳნ, ვითარმედ: ღმრთისა მიერ განვიცადები, რამეთუ ღმერთი გამოუცდელ არს ბოროტისა და არავის განსცდის იგი (1,13).

თარგმანი: ამას გულის-სიტყუათა ვნებულთა ზედა-აღდგომისათჳს იტყჳს, რომლისა მიზეზ არავინ არს სხუაჲ, თჳნიერ უდებებაჲ გონებისაჲ და უკრძალველობაჲ გულისსიტყჳსაჲ. ამისთჳს ესევითარისა რაჲსმე შემთხუევისა მიზეზ არავინ არს სხუაჲ, თჳნიერ თავნი ჩუენნი.

მოციქულისაჲ: არამედ კაცად-კაცადი განიცადების თჳსისაგან გულის-თქუმისა, მიიზიდვის და სცთების. მერმე გულის-თქუმაჲ იგი მიუდგის და შვის ცოდვაჲ, და ცოდვაჲ იგი სრულ იქმნის და შვის სიკუდილი (1,14-15).

თარგმანი: ზემო ცხად ყო, ვითარმედ ღმერთი არცა ერთითა რაჲთ ვის განსცდის ბოროტითა სულისა სავნებელითა, რამეთუ ყოველთა ბოროტთაგან უცხო არს წყაროჲ იგი სახიერებისაჲ და მიზეზი ყოველთა კეთილთაჲ. ხოლო აწ ცხად ჰყოფს მიზეზსა ესევითარისა მის განცდისასა, ვითარმედ ჩუენ კაცნი ვიქმოდით რაჲ ცოდვასა პირველად და მთრვალ ვიქმნებით ბოროტისა გულის-თქუმისა მიერ, რომლითა ვერღარა ვაგრძნობდით სიბოროტესა საქმისასა, ხოლო რაჟამს აღვასრულით საქმით სიბოროტე იგი ცოდვისაჲ, მაშინღა დაშრტის ყოველი სიბოროტე გულის-თქუმისაჲ და შემოგჳჴლის მწარე იგი საწერტელი მხილებისაჲ და იხილვებოდის ჩუენ შორის საქმე წინაუკუმოჲ მუცელქუმულთა ლმობისაჲ, რამეთუ მათ პირველ შობისა ელმოდის ტკივილი იგი და რაჟამს შვიან ყრმაჲ, შორს წარჴდის მათგან ტკივილი ლმობისაჲ და აღივსნიან მხიარულებითა შვილთ სხმისაჲთა. ხოლო ჩუენ უწინარეს ცოდვისა დამთრვალთა გულის-თქუმისა მიერ არა წყლისჴმა-ვყვით სიბოროტე საქმისაჲ, ხოლო აღვასრულით რაჲ ცოდვაჲ და წარჴდის გულისთქუმაჲ მაშინღა შემოგჳჴდის საწერტელი მხილებისაჲ, რომლისა მიერ მრავალთა შორის იშვის სიკუდილი სასოწარკუეთილებისაჲ. ამისთჳს გევედრები, რაჲთა დასაბამსავე არა მუცლად-ვიღოთ, გულისთქუმაი განმხრწნელი და დაღათუ მუცლად-ვიღოთ, რაჲთა შინაგან ჩუენსა მოვაშთვნეთ ბოროტნი იგი თესლნი, და დაღაცათუ ვიდრე მოაქამდე იყოს სიბოროტე უდებებისაჲ, რომელ საქმით ქმნითა ვშვათ ცოდვაჲ, კუალად მოვაკუდინოთ იგი სინანულითა და აღსაარებითა, რამეთუ არარაჲ არს ესრეთ მომკლველი ბოროტთაჲ, ვითარ აღსაარებისა მიერ განქიქებაჲ და გარდაკუეთაჲ კუალად ქმნისა მისისაჲ.

მოციქულისაჲ: ნუ სცთებით, ძმანო ჩემნო საყუარელნო. ყოველივე მოცემული კეთილი და ყოველივე ნიჭი სრული ზეგარდამო არს გარდამოსრულ მამისაგან ნათლისა, რომლისა თანა არა არს ცვალება, გინა თუ ქცევისა აჩრდილ (1,16-17).

თარგმანი: ესე არს დასასრული ცთომათაჲ, რაჟამს ღმერთი, მიზეზი ყოველთა კეთილთაჲ, შეჰრაცხოს კაცმან მიზეზად განსაცდელთა, რომელი-იგი პირველითგან ყოვლისა კეთილისა მომცემელ არს და არაოდეს იცვალოს ბუნებითისა მისგან კეთილთა და ნიჭთა საუნჯეობისა. ხოლო, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, მამად ნათელთა უწოდს ღმერთსა; გინა თუ ვითარცა დამბადებელსა ყოველთა სიტყჳერთა ნათელთასა, ანუ თუ ვითარცა მონიჭებითა სულისა წმიდისაჲთა განმანათლებელსა ყოველთა მორწმუნეთასა, რომელსა თანა არცა ერთი ზიარებაჲ აქუს ბნელსა და საქმეთა ბნელისათა, რამეთუ უქცეველ არს და უნაკლულო ყოველთა კეთილთა საუნჯეობისაგან, და არცა ერთი შეეხების ქცევადობათა ამათგან სიკუდილისა აჩრდილთასა.

მას უნდა და გუშვნა ჩუენ სიტყჳთა ჭეშმარიტებისაჲთა, რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ დასაბამ რაჲმე მისთა დაბადებულთა (1,18).

თარგმანი: უნდა ღმერთსა ცხორებაჲ კაცთა ნათესავისაჲ და მეორედ შვნა იგინი საბანელითა წმიდისა ემბაზისაჲთა და სიტყჳთა ჭეშმარიტისა სარწმუნოებისაჲთა, რაჲთა, რომელი-იგი ბუნებით აქუს ძესა მხოლოდ-შობილსა, ესე ჩუენ მადლით მოგუცეს მამამან —პატივი შვილებისაჲ ძისა მიერ მონიჭებითა ჩუენდა სულისა წმიდისაჲთა, და ესრეთ ყოს კაცი დასაბამ და მთავარ ყოველთა დაბადებულთა, რამეთუ იგინიცა ჩუენ თანავე მოელიან განთავისუფლებასა ხრწნილებისაგან, რაჟამს მიხილნენ ჩუენ უხრწნელებისა პატივსა კუალად-გებულნი დამბადებელისა მიერ.

ნაშრომები > კომენტარები საქმეებზე და კათოლიკე ეპისტოლეებზე, წმ.იოანე ოქროპირი, წმ. ეფრემ მცირე > განმარტებაჲ კათოლიკეთაჲ > თავი ა̂. მოთმინებისათჳს და სარწმუნოებისა შეუორგულეგელისა და სიმდაბლისა მდიდართა მიმართ, რომელსა შინა იტყჳს ჩუენ შორის განჴურვებისა მისთჳს და მის მიერთა ვნებათა, ვითარმედ არა ღმრთისაგან არს მიზეზი, არამედ რაჲცა კეთილი არს ჩუენ შორის, იგი არს მის მიერ იაკომ მოციქულისა წიგნი კათოლიკე