თარგმანი: ისწავე თუ ვითარ უფალი ლოცვად გუაწუევს, რაჲთა არა შევიდეთ განსაცდელსა, ხოლო ძმაჲ უფლისაჲ ყოვლისავე განსაცდელისა შემთხუევასა შინა მხიარულებად გუეტყჳს; ცხად არს, ვითარმედ —განსაცდელთა ნებსითთა, რომელ არიან სულიერნი ვნებანი, რომელთა შინა შთავრდომისა მიზეზ არს შინა-განცემაჲ გულის-სიტყუათა ჩუენთა გემოვნებისაჲ, ესევითართა მათგან ლტოლვაჲ გჳღირს, საქმით განყენებითა მოქმედებათა მათთაგან და სიტყჳთ შევრდომითა უფლისაჲთა ლოცვათა მიერ, ვითარ-იგი გუამცნებს მაცხოვარი ჩუენი. ხოლო გარეთ ჩუენ ზედა მომავალთა ჭირთა და განსაცდელთა, არა მავნებელთა, არამედ უფროჲსღა გამომაჴურვებელთა და განმწმედელთა სულისა ნაბრძჳლთასა, ფრიადითა სიხარულითა გჳღირს თავს-დებაჲ, და ესრეთ მორჩილებაჲ სიტყუათა არა ხოლო უფლისათა, არამედ ძმად მისსა წოდებულისაცა იაკობ მართლისათა, რომელი ესევითართა განსაცდელთა შემთხუევისა თავს-მდებელთა არღარა შვილად, არცა მოწაფედ, არამედ უზეშთაეს ამათსა ძმად უწოდს, ვითარცა სრულ ქმნილთა საზომითა.
იაკობ 1:2
1. იაკობ, ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტეს მონაჲ, ათორმეტთა ნათესავთა, – გიხაროდენ!2. ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთ, ძმანო ჩემნო, რაჟამს განსაცდელსა შესცჳვეთ პირად-პირადსა;3. უწყოდეთ, რამეთუ გამოცდილებამან მან სარწმუნოებისა თქუენისამან შექმნის მოთმინებაჲ,
იაკობ თავი 1