თარგმანი: ესე არს ამაღლებაჲ მდაბლისაჲ, რაჟამს სიგლახაკესა და უპოვარებასა შინა ჴორცთასა მდიდარ იქმნეს სულითა, ხოლო დამდაბლება მდიდრისა — რაჟამს განიცადოს და გულისჴმა-ყოს ყუავილებრ დაჭნობადი იგი და მტუერებრ განქარვებადი სიმდიდრე თჳსი, და მარადის გონებითა მდაბლითა არა დასცხრებოდის წარმავალთა მიერ მოგებად წარუვალთა. ესრეთ უკუე ორთავე ამათ შუენის საღმრთოდ სიქადული უფლისა მიერ; პირველსა მას —ჭირთა შინა მოთმინებისათჳს, და მეორესა — საშუებელთა მიერ არა ოდეს წარტყუენვისათჳს. მისდა სათნოება არს უზრუნველობაჲ უპოვარებასა შინა, ხოლო ამისსა — რაჲთა არარას წარმავალთაგანსა დაამონოს აზნაურებაჲ სულისა თჳსისაჲ.
იაკობ 1:9
8. კაცი ორგული დაუდგრომელ არს ყოველთა გზათა მისთა.9. იქადოდენ ძმაჲ იგი მდაბალი ამაღლებასა თჳსსა,10. ხოლო მდიდარი – დამდაბლებასა თჳსსა, რამეთუ ვითარცა ყუავილი თივისაჲ, ეგრეთ წარჴდეს.
იაკობ თავი 1