თარგმანი: ვინაჲთგან ცუდ სახელ არს და არა ჭეშმარიტ სიტყუაჲ მისი, რომელი იტყოდის სარწმუნოებასა ქონებად თჳნიერ საქმეთა, ამისთჳს არა იტყჳს, ვითარმედ: რად სარგებელ არს სარწმუნოებაჲ; არამედ: რად სარგებელ არსო თქუმაჲ მისი, რომელი არა იყოს, ვითარმცა სარწმუნოებაჲ ვისმე აქუნდა თჳნიერ საქმეთა, რამეთუ უსრულ და მკუდარ არს სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთა. ამისთჳს, ვითარცა უსრული, ვერვის კმა-ეყოფვის ცხორებად.
იაკობ 2:14
13. რამეთუ სასჯელი უწყალო არს მათთჳს, რომელთა არა ყონ წყალობაჲ; იქადოდეთ წყალობასა სასჯელისასა.14. რაჲ სარგებელ არს, ძმანო ჩემნო, უკუეთუ ვინმე თქუას: სარწმუნოებაჲ მაქუს, და საქმენი არა ჰქონდინ? ნუ ძალ-უც-მეა სარწმუნოებასა ხოლო ცხოვნებად მისა?15. რამეთუ უკუეთუ ძმაჲ გინა დაჲ შიშველ იყვნენ და ნაკლულევან მდღევრისა საზრდელისა
იაკობ თავი 2