მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი დ̂. ვითარმედ არა სარწმუნოებითა ხოლო, არამედ საქმეთაგან; და არა საქმეთაგან ხოლო, არამედ ორკერძოვე განმართლდების კაცი

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: რაჲ სარგებელ არს, ძმანო ჩემნო, უკუეთუ ვინმე თქუას — სარწმუნოებაჲ მაქუს, — და საქმენი არა ჰქონდინ. ნუ ძალ-უც-მე-ა სარწმუნოებასა ხოლო ცხოვნებად მისსა? (2,14).

თარგმანი: ვინაჲთგან ცუდ სახელ არს და არა ჭეშმარიტ სიტყუაჲ მისი, რომელი იტყოდის სარწმუნოებასა ქონებად თჳნიერ საქმეთა, ამისთჳს არა იტყჳს, ვითარმედ: რად სარგებელ არს სარწმუნოებაჲ; არამედ: რად სარგებელ არსო თქუმაჲ მისი, რომელი არა იყოს, ვითარმცა სარწმუნოებაჲ ვისმე აქუნდა თჳნიერ საქმეთა, რამეთუ უსრულ და მკუდარ არს სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთა. ამისთჳს, ვითარცა უსრული, ვერვის კმა-ეყოფვის ცხორებად.

მოციქულისაჲ: რამეთუ უკუეთუ ძმაჲ გინა დაჲ შიშუელ იყვნენ და ნაკლულევან მდღევრისა საზრდელისა და ჰრქუას ვინმე მათ: წარვედით მშჳდობით, განძეღით და განტეფით; და არა სცეთ მათ საჴმარი ჴორცთაჲ, რაჲ სარგებელ არს? ეგრეცა სარწმუნოებაჲ; უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო (2,15-17).

თარგმანი: ვინაჲთგან სარწმუნოებაჲ სიტყჳთა არს და გონებითა, ხოლო ჩუენ კაცნი ვერ ვიხილავთ მას, უკუეთუ არა საქმით ვინმე გჳჩუენოს ძალი სარწმუნოებისა თჳსისაჲ ეგრეთვე არს ესეცა, რამეთუ მაშინ სრულ იქმნების კეთილი ნებაჲ, რაჟამს არა ხოლო სიტყჳთ ვჰრქუათ — ჭამე და სუ, — არამედ ძალისაებრ ჩუენისა მივსცეთ მშიერთა საზრდელი და სასუმელი.

მოციქულისაჲ: არამედ თქუას ვინმე: შენ სარწმუნოებაჲ გაქუს და მე საქმენი მქონან. მიჩუენე მე სარწმუნოებაჲ შენი საქმეთაგან შენთა, და მე გიჩუენო შენ საქმეთაგან ჩემთა სარწმუნოებაჲ ჩემი. შენ გრწამს, ვითარმედ ერთ არს ღმერთი. კეთილად იქმ. და ეშმაკთაცა ჰრწამს და ძრწიან მისგან (2,18-19).

თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ გჳჩუენებს, ვითარმედ ვერცა სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთა იხილვების, ვერცა საქმენი თჳნიერ სარწმუნოებისა. არამედ თითოეული მეორისა სრულ მყოფელი არს.

მოციქულისაჲ: გნებავს-ა ცნობად, ჵ კაცო ამაოო, ვითარმედ სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს? აბრაჰამ, მამაჲ ჩუენი, არა საქმეთაგან განმართლდა-ა? რამეთუ შეწირა ისაკი, მე თჳსი, საკურთხეველსა ზედა ხედავ-ა, რამეთუ სარწმუნოებაჲ შეეწია საქმეთა მისთა, და საქმეთაგან სარწმუნოებაჲ, იგი სრულ იქმნა. და აღესრულა წერილი იგი, რომელი იტყჳს: ჰრწმენა აბრაჰამსა ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ, და მეგობარ ღმრთისა ეწოდა. ჰხედავთა, რამეთუ საქმეთაგან განმართლდების კაცი და არა სარწმუნოებისაგან ხოლო? (2,20-24).

თარგმანი: რაჲთა არა საგონებელ იყოს ამათ სიტყუათათჳს წინა-აღმდგომობაჲ პავლესი და იაკობისი, ვითარ პავლე სარწმუნოებითა ხოლო იტყჳს განმართლებასა აბრაჰამისსა თჳნიერ საქმეთასა, ხოლო იაკობ საქმეთაგან იტყჳს განმართლებასა, აწ უკუე ამიერ განვაცხადოთ ერთ-ძმობამ და არა წინა-აღმდგომობაჲ ორთაჲვე ამათ, რამეთუ სიტყჳსაებრ პავლესსა პირველ ყოველთა საქმეთასა (ესე-იგი იყვნეს წინა-დაცუეთაჲ და მსხუერპლად შეწირვაჲ ისაკისი) სარწმუნოებითა ოდენ განმართლდა აბრაჰამ და სარწმუნოებაჲ იგი ღმრთისაჲ შეერაცხა მას სიმართლედ და იწამა წერილისა მიერ. გარნა მან კუალად ამისა შემდგომად არავე დააყენა უქმად სარწმუნოებაჲ თჳსი, არამედ ზედა-დაჰრთო, სიტყჳსაებრ იაკობისსა, წინა-დაცვეთაჲ და შეწირვაჲ ისაკისი, რომლითა კუალადცა იწამა და ეწოდა მეგობარ ღმრთისა სიტყჳსაებრ დაბადებისა. აწ უკუე ორივე ესე სახე აბრაჰამისი ჩუენ ზედა აღსრულებულად იხილვების სიტყჳსაებრ დიდთა ამათ მოძღუართაჲსა, რამეთუ ვითარცა პავლე იტყჳს განმართლებასა აბრაჰამისსა თჳნიერ საქმეთა, მხოლოდ სარწმუნოებითა ოდენ, ეგრეთვე ჩუენ პირველ ნათლისღებისა მხოლოდ სარწმუნოებასა ოდენ შემოვიღებთ და ესრეთ უსასყიდლოდ განვმართლდებით მადლითა ქრისტესითა, საბანელითა წმიდისა ემბაზისაჲთა, რომელსა შინა ნათელ-ვიღებთ სახელსა ზედა მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა, და მოგუეცემის მოტევებაჲ პირველთა ბრალთაჲ. ხოლო ამისსა შემდგომად კუალად სიტყჳსაებრ იაკობისსა შემდგომიცა იგი გჳჴმს სახე აბრაჰამისი, რაჲთა საქმითითა მოღუაწებითა წინა-დავსცჳთოთ გონებასა ყოველივე ნამეტნავი უშუერებაჲ გულის-თქუმისაჲ და ისაკისებრ მსხუერპლად ღმრთისა შევწირნეთ თავნი ჩუენნი. რამეთუ ამისი სახე მოგუცა უფალმან, რაჟამს შემდგომად ნათლისღებისა მარხვითა ეწყო და სძლო განმცდელსა მას.

მოციქულისაჲ: ეგრეთვე და რააბცა მეძავი არა საქმეთაგან განმართლდა-ა, რამეთუ შეიწყნარნა მსტოვარნი იგი და სხჳთ გზით წარავლინნა? (2,25).

თარგმანი: ამისიცა პირველი სარწმუნოებაჲ იყო, რამეთუ ჰრწმენა, ვითარმედ უეჭუელად დაპყრობად უც ძეთა ისრაელისათა ქუეყანაჲ იგი აღთქუმისაჲ. და ამას სარწმუნოებასა ზედა დაჰრთო საქმე — კეთილად შეწყნარებაჲ მსტოვართაჲ მათ და მშჳდობით წარგზავნაჲ.

მოციქულისაჲ: რამეთუ ვითარცა ჴორცნი თჳნიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს (2,26).

თარგმანი: აჰა ესერა ცხად ყო, ვითარმედ, ვითარცა სული და ჴორცნი სწორებით საჴმარ არიან სრულ-მყოფელად გუამსა კაცისასა, ეგრეთვე სარწმუნოებაჲ მართალი და საქმენი კეთილნი სწორებით საჴმარ არიან.

ნაშრომები > კომენტარები საქმეებზე და კათოლიკე ეპისტოლეებზე, წმ.იოანე ოქროპირი, წმ. ეფრემ მცირე > განმარტებაჲ კათოლიკეთაჲ > თავი დ̂. ვითარმედ არა სარწმუნოებითა ხოლო, არამედ საქმეთაგან; და არა საქმეთაგან ხოლო, არამედ ორკერძოვე განმართლდების კაცი