თარგმანი: ესე სიტყუაჲ ზოგადი არს წმიდათა მოციქულთა და ყოველთა ქრისტეს მცნებისათჳს დაგლახაკებულთათჳს, რომელთადა აღთქუმულ არს ცხორებაჲ საუკუნოჲ. ამისთჳსცა, რომელი გლახაკსა შეურაცხ ჰყოფდეს, იგი ღმერთსა შეურაცხ ჰყოფს, რომელი-იგი ვიდრე ჴორცთამდე დაგლახაკნა ჩუენთჳს და მეთევზურთა და გლახაკთა მოუწოდა მოძღურად და ქადაგად სახარებისა, რომლისათჳს ფრიად რაჲმე საზარელ არს შეურაცხ ყოფაჲ კაცისა, ქრისტეს სიგლახაკესა მიმსგავსებულისაჲ.
4. და არა განიკითხენით თავთა შორის თქუენთა და იქმენით მსაჯულ გულის სიტყჳთა ბოროტითა?5. ისმინეთ, ძმანო ჩემნო საყუარელნო: ანუ არა გლახაკნი სოფლისანი გამოირჩინაა ღმერთმან, მდიდარნი სარწმუნოებითა და მკჳდრნი სასუფეველისანი, რომელ-იგი აღუთქუა მოყუარეთა თჳსთა?6. ხოლო თქუენ შეურაცხ-ჰყავთ გლახაკი. ანუ არა მდიდარნი გმძლავრობენა თქუენ, და იგინივე მიგიზიდვენ თქუენ სამსჯავროდ?
იაკობ თავი 2