მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი გ̂. სიყუარულისათჳს თითოეულად თჳნიერ თუალთ-ხუმისა მსგავსად შჯულისა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: ძმანო ჩემნო, ნუ თუალთ-ღებით გაქუნ სარწმუნოებაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს დიდებისაჲ, რამეთუ უკუეთუ შევიდეს შესაკრებელსა თქუენსა კაცი ოქროჲსა ბეჭდითა და სამოსლითა ბრწყინვალითა, და შევიდეს გლახაკიცა სამოსლითა შეურაცხითა, და მიჰხედოთ მას, რომელსა-იგი ემოსოს სამოსელი ბრწყინვალე და ჰრქუათ მას: შენ დაჯედ აქა კეთილად; და გლახაკსა მას ჰრქუათ: შენ დეგ იქი, ანუ დაჯედ აქა ქუეშე ფერჴთა ჩუენთა; და არა განიკითხენით თავთა შორის თქუენთა, და იქმნენით მსაჯულ გულისსიტყჳთა ბოროტითა (2,1-4).

თარგმანი: არა გჳტევებს მსგავსად ჴორციელთა კაცთასა, რაჲთა საწუთროჲთა ამით ხოლო გარეშითა თუალითა ვიდრე სამოსელთამდე დავაყენებდეთ ხედვასა, არამედ რაჲთა სულიერითა თუალითა გონებისაჲთა სიღრმედ ხედვისა მივიწეოდით და მასვე და ერთსა პატივსა ვაჩუენებდეთ გლახაკისა მიმართ და მდიდრისა, რომელნი-იგი ზოგად ასონი არიან ქრისტეს ჩუენ ყოველთა თავისადა შენაწევრებულნი და მასვე სავსებასა მორწმუნეთა გუამისასა აღმავსებელნი. ამისთჳს გჳღირს კეთილითა გულის-სიტყჳთა ბჭობაჲ, ვითარმედ: უკუეთე გლახაკისა მის თანა დავმდაბლდეთ გონებითა, მის თანავე აღმამაღლნეს ქრისტემან, მდაბალთა მადლისა მიმცემელმან, ხოლო ამპარტავანთა შემმუსრველმან და მიწადმდე დამამდაბლებელმან.

მოციქულისაჲ: ისმინეთ, ძმანო ჩემნო საყუარელნო, ანუ არა გლახაკნი სოფლისანი გამოირჩინაა ღმერთმან, მდიდარნი სარწმუნოებითა და მკჳდრნი სასუფეველისანი, რომელ-იგი აღუთქუა მოყუართა თჳსთა? ხოლო თქუენ შეურაცხ ჰყავთ გლახაკი (2,5-6).

თარგმანი: ესე სიტყუაჲ ზოგადი არს წმიდათა მოციქულთა და ყოველთა ქრისტეს მცნებისათჳს დაგლახაკებულთათჳს, რომელთადა აღთქუმულ არს ცხორებაჲ საუკუნოჲ. ამისთჳსცა, რომელი გლახაკსა შეურაცხ ჰყოფდეს, იგი ღმერთსა შეურაცხ ჰყოფს, რომელი-იგი ვიდრე ჴორცთამდე დაგლახაკნა ჩუენთჳს და მეთევზურთა და გლახაკთა მოუწოდა მოძღურად და ქადაგად სახარებისა, რომლისათჳს ფრიად რაჲმე საზარელ არს შეურაცხ ყოფაჲ კაცისა, ქრისტეს სიგლახაკესა მიმსგავსებულისაჲ.

მოციქულისაჲ: ანუ არა მდიდარნი გმძლავრობენა თქუენ, და იგინივე მიგიზიდვენ თქუენ სამშჯავროდ? არა იგინი ჰგმობენა კეთილსა მას სახელსა, რომელი წოდებულ არს თქუენ ზედა? (2,6-7).

თარგმანი: მდიდარი, რომელი ჰმძლავრობდეს და აჭირვებდეს კაცთა მიზეზითა საჴმართა მოხუეჭისაჲთა, ესევითარი იგი უწესოებითა საქმეთა თჳსთაჲთა მიზეზ-სცემს გმობად კეთილსა მას სახელსა ქრისტეანობისასა, რომელი წოდებულ არს ჩუენ ზედა.

მოციქულისაჲ: უკუეთუ შჯულსა აღასრულებთ სამეუფოსა, მსგავსად წერილისა — შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი — კეთილად ჰყოფთ. ხოლო უკუეთუ თუალთ-აღებთ, ცოდვასა იქმთ და იმხილებით შჯულისაგან, ვითარცა გარდამავალნი შჯულისანი (2,8-9).

თარგმანი: სიტყუაჲ ესე ორთა წიგნთაგან შემოუღებიეს: ლევიტელთა და მეორისა შჯულისაგან, რომელი ესრე სახედ გუამცნებს შეყუარებად მოყუასთა, მსგავსად თავისა თჳსისა, რაჲთა, რომელიცა ჩუენ გჳნდეს, რაჲთა გუეყოს მოყუასთა მიერ, მასვე ჩუენ უყოფდეთ მოყუასთა თჳსთა. ხოლო უკუეთუ წინაუკუმო სხუაჲ გჳნდეს თჳთ მოყუასთაგან და სხუასა უყოფდეთ მოყუასთა, მყის ვიმხილებით, ვითარცა გარდამავალნი შჯულისანი.

მოციქულისაჲ: რამეთუ რომელმან ყოველი შჯული დაიმარხოს და სცთეს ერთითა, იქმნა იგი ყოვლისავე თანა-მდებ (2,10).

თარგმანი: ვინაჲთგან აწინდელი სიტყუაჲ მისი სრულისა სიყუარულისათჳს არს, ამისთჳს მისვე პავლეს თანა ერთ-ჴმა არს, ვითარმედ დაღაცათუ ჴორცნი დასაწუველად მისცნეს კაცმან, თჳნიერ სიყუარულისა არარად სარგებელ ეყოფვის. და ერთისა ამის თავისა ყოველთა სათნოებათაჲსა, სიყუარულისაგან, ჴუებულ ყოფაჲ ზოგად ყოველთა სათნოებათაგან განჴუებულ ჰყოფს მას.

მოციქულისაჲ: რამეთუ რომელმან-იგი თქუა — "ნუ იმრუშებ" () მანვე თქუა: "ნუ კაც-ჰკლავ" (). ხოლო უკუეთუ იმრუშო არა და კაც-ჰკლა, იქმენ გარდამავალ შჯულისა (2,11).

თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ ზოგად ყოველთა მცნებათა გარდასლვისაგან განგუაკრძალებს, რამეთუ ყოველნივე ზოგად მისვე თავადისა ღმრთისანი არიან. ამისთჳს გჳჴმს ძალისაებრი მოღუაწებაჲ ყოველთათჳს, რაჲთა არცა ერთისა მათგანისა გარდამავალ ვიქმნნეთ.

მოციქულისაჲ: ესრეთ იტყოდეთ და ესრეთ ჰყოფდით, ვითარცა შჯულისაგან აზნაურებისა განშჯადნი, რამეთუ საშჯელი უწყალო არს მათთჳს, რომელთა არა ყონ წყალობაჲ (2,12-13).

თარგმანი: შჯულად აზნაურებისა უწოდს თუალ-უხუაობასა საუკუნოჲსა საშჯელისასა, რომელსა ჴელმწიფებაჲ აქუს აზნაურებით და თავისუფლებით შჯად. ამისთჳს უწყალოდ შჯის მათ, რომელთა არა აქავე შეიწყალნენ თავნი თჳსნი მოქცევითა და სინანულითა, არამედ შეჰკადრონ ღმრთისა სულგრძელებასა და მოუქცეველ იქმნნენ ცოდვისაგან.

მოციქულისაჲ: იქადოდეთ წყალობასა საშჯელისასა (2,13).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: მოქადულ არს წყალობაჲ საშჯელსა ზედა. ესე იგი არს, ვითარმედ კადნიერებაჲ აქუს მოწყალებასა აქა ჩუენ მიერ ქმნილსა, რაჲთა დააცხრვოს მერმე იგი თუალ-უხუაობაჲ საუკუნოჲსა საშჯელისაჲ, გამოსრული ჩუენთჳს, რაჲთა, რომლითა საწყაულითა მიუწყეთ, მითვე მომეწყოს ჩუენ სიტყჳსაებრ უფლისა.