თარგმანი: ვინაჲთგან პირველ საქმით წარმართებისა სათნოებათაჲსა სიტყჳთ მოძღურებაჲ სხუათაჲ საქმეთა მათთჳს, რომელნი თჳთ არა აქუნდენ მასწავლელსა მას, არა ხოლო ურგებ, არამედ ფრიადისა ზღვევისაცა მომატყუებელ არს. ამისთჳს საშჯელისა თანა-მდებ ჰყოფს სიტყჳთ მოძღურებასა სხუათასა, რაჟამს თჳთ მოძღუარი იგი ჯერეთ მრავლით კერძო მცთომ იყოს საქმეთა შინა.
1. ნუ მრავალნი ჰმოძღურით, ძმანო ჩემნო! უწყოდეთ, რამეთუ უდიდესი სასჯელი მოვიღოთ.2. რამეთუ ფრიად ვსცთებით ყოველნივე. რომელი სიტყჳთ არა სცთებოდის, იგი სრული კაცი არს, შემძლებელ არს იგი აღჳრ-სხმად ყოვლისავე გუამისა.
იაკობ თავი 3