მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იაკობ 3:11

10. მიერვე პირით გამოვალს კურთხევაჲ და წყევაჲ. არა ჯერ-არს, ძმანო ჩემნო საყუარელნო, ესე ესრეთ ყოფად.11. ნუუკუე წყაროჲსაგან მისვე თუალისა აღმოდინ ტკბილი და მწარე?12. ეგების-მეა, ძმანო ჩემნო, ვითარმცა ლეღვმან ზეთის ხილი გამოიღო, გინა ვენაჴმან ლეღჳ? ეგრეთვე ვერცა ერთი წყაროჲ მარილიანსა და ტკბილსა წყალსა აღმოცენებად.
იაკობ თავი 3
11. ნუუკუე წყაროჲსაგან მისვე თუალისა აღმოდინ ტკბილი და მწარე?
თავი ე̂. ვითარმედ წარმდები და უწესოჲ ენაჲ წარსწყმედს მომგებელსა მისსა, რომლისა დამჭირვაჲ ჯერ-არს საქებელად და სადიდებელად ღმრთისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: დაუპყრობელი ბოროტი სავსე გესლითა მაკუდინებელითა, რამეთუ მით ვაკურთხევთ ღმერთსა და მამასა და მითვე ვსწყევთ კაცთა, რომელნი მსგავსად ღმრთისა შექმნულ არიან. მიერვე პირით გამოვალს კურთხევაჲ და წყევაჲ (3,8-11).:

თარგმანი: არა თუ ღმრთივ დაბადებულსა მას სძაგებს ორღანოსა ენისასა, არამედ მაშინდელთა ძჳრთა მისთა წარმოიტყჳს, რაჟამს სამადლობელად და საქებელად ღმრთისა და სასწავლელად და სალოცველად მოყუასთა მოცემული, ნებსით ბოროტისა ჩუეულებითა საწყევარ და საგმობელ მოყუასთა ვყოთ და არა გურცხუენოდის არცაღა სიტყჳსა მისგან, ვითარმედ: უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცად-კაცადმან მოყუასსა თჳსსა ყოვლითა გულითა ცთომანი მათნი, არცა თქუენ მოგეტევნენ ღმრთისა მიერ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის