თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ, უკუეთუ ცხენი მცირითა აღჳრითა და ნავი დიდი საჭითა კნინითა მოიმორჩილებიან, ესე უფროჲსღა ენისათჳს საძიებელ არს, რაჲთამცა შიშითა ღმრთისაჲთა შეკრული მორჩილ ჩუენდა იყო, არა განსლვად ვინაჲვე გარეგან საღმრთოთა ბრძანებათა გზისა, არამედ აწ, წინაუკუმო, დიდნი იგი და მძლავრნი, რომელ არიან ცხენი და ნავი, ჰმორჩილობენ მცირეთა მათ — აღჳრსა და საჭესა, და მიჰყვებიან, ვიდრეცა ენებოს მიმყვანებელსა მათსა; ხოლო ენაჲ, მცირე და უნდოჲ ასოთა შორის, ლაღ და დაუმჭირველ არს მმართებელისა მისისა.
იაკობ 3:4
3. უკუეთუ ცხენსა აღჳრნი აღუსხნით დამორჩილებად ჩუენდა იგი, და ყოველი გუამი მისი მოვაქციით.4. აჰა ესერა, ნავებიცა იგი დიდ-დიდები და ფიცხელთაგან ქართა მიმოტაცებულნი მოიქცევიან მცირისაგან საჭისა, ვიდრეცა-იგი ჰნებავნ მისლვად მმართებელსა მას მათსა.5. ეგრეცა, ენაჲ მცირე ასოჲ არს და დიდად მაღლოის. აჰა ესერა, მცირემან ცეცხლმან რავდენი ნივთი აღაგზნის!
იაკობ თავი 3