თარგმანი: იხილე, რამეთუ არა განჩინებით იტყჳს, არამედ რეცა კითხვის სახედ, ვითარმედ: რაჲ, უკუეთუ ყოველივე დაიმწყების, ენაჲმცა არა დაიმწყოა? რამეთუ იხილე თჳთ პავლესი, ვითარ იქცა მგმობარ-ყოფისაგან ქადაგ-ყოფად მისსა, რომელსა პირველ უმეცრებით სდევნიდა. და სხუანი ბევრეულნი ენანი მოიქცეს ბოროტისაგან კეთილ ყოფად. რამეთუ მე არარას შეუძლებელსა გეტყჳო, იტყჳს ძმაჲ უფლისაჲ, არამედ ამას ცხად ვჰყოფ, ვითარმედ უკუეთუ ზღჳსანი და ჴმელისანი და ჰაერისანი დაიმწყსებიან, ფრიად სამე უფროჲს ენაჲ, უკუეთუ ოდენ არა ჩუენ განვამჴეცოთ ბოროტისა ჩუეულებითა.
იაკობ 3:7
6. და ენაჲ ეგრეთვე ცეცხლ არს, სამკაული სიცრუისაჲ. ენაჲ დადგრომილ არს ასოთა შინა ჩუენთა, რომელი შეაგინებს ყოველსა გუამსა და აღაგზნებს ურმის თუალსა მას შესაქმისასა და აღგზნებულ არს გეჰენიისაგან.7. რამეთუ ყოველივე ბუნებაჲ მჴეცთა და მფრინველთაჲ და ქუეწარმავალთაჲ და მცურვალთაჲ დაიმწყსების და დამწყსილ არს ბუნებასა ქუეშე კაცთასა.8. ხოლო ენაჲ კაცთაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დამწყსად, დაუპყრობელი ბოროტი, სავსე გესლითა მაკუდინებელითა,
იაკობ თავი 3