მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იაკობ 3:8

7. რამეთუ ყოველივე ბუნებაჲ მჴეცთა და მფრინველთაჲ და ქუეწარმავალთაჲ და მცურვალთაჲ დაიმწყსების და დამწყსილ არს ბუნებასა ქუეშე კაცთასა.8. ხოლო ენაჲ კაცთაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დამწყსად, დაუპყრობელი ბოროტი, სავსე გესლითა მაკუდინებელითა,9. რამეთუ მით ვაკურთხევთ ღმერთსა და მამასა. და მითვე ვსწყევთ კაცთა, რომელნი მსგავსად ღმრთისა შექმნულ არიან.
იაკობ თავი 3
8. ხოლო ენაჲ კაცთაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დამწყსად, დაუპყრობელი ბოროტი, სავსე გესლითა მაკუდინებელითა,
თავი ე̂. ვითარმედ წარმდები და უწესოჲ ენაჲ წარსწყმედს მომგებელსა მისსა, რომლისა დამჭირვაჲ ჯერ-არს საქებელად და სადიდებელად ღმრთისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ყოველივე ბუნებაჲ მჴეცთა და მფრინველთა და ქუეწარმავალთაჲ და მცურვალთაჲ დაიმწყსების და დამწყსილ არს ბუნებასა ქუეშე კაცთასა. ხოლო ენაჲ კაცთაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დამწყსად (3,7-8).:

თარგმანი: იხილე, რამეთუ არა განჩინებით იტყჳს, არამედ რეცა კითხვის სახედ, ვითარმედ: რაჲ, უკუეთუ ყოველივე დაიმწყების, ენაჲმცა არა დაიმწყოა? რამეთუ იხილე თჳთ პავლესი, ვითარ იქცა მგმობარ-ყოფისაგან ქადაგ-ყოფად მისსა, რომელსა პირველ უმეცრებით სდევნიდა. და სხუანი ბევრეულნი ენანი მოიქცეს ბოროტისაგან კეთილ ყოფად. რამეთუ მე არარას შეუძლებელსა გეტყჳო, იტყჳს ძმაჲ უფლისაჲ, არამედ ამას ცხად ვჰყოფ, ვითარმედ უკუეთუ ზღჳსანი და ჴმელისანი და ჰაერისანი დაიმწყსებიან, ფრიად სამე უფროჲს ენაჲ, უკუეთუ ოდენ არა ჩუენ განვამჴეცოთ ბოროტისა ჩუეულებითა.

მოძღვრება ბ-ს ოკტომბერს მოწამეთის მონასტერში
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მართლმადიდებელნო ქრისტიანენო!

დღეს ჩვენ ყოველნი შეკრებულ-ვართ წმიდასა ამას უდაბნოსა შინა მისთვის, რათა პატივი ვსცეთ წმიდათა დავითს და კონსტანტინეს, და აღვასრულოთ ხსენება მათი, რომელთა წმიდანი ნაწილნი განისვენებენ აქ უხსოვარის დროითგან. მადლობა შევსწიროთ დღეს წმიდათა ამათ მოღვაწეთა, ვინაითგან მეოხებითა მათთითა ვეღირსეთ აწინდელსაც წელსა თაყვანისცემად წმიდათა მათთა ნაწილთა; ხოლო პატივისცემა მათი შევავსოთ რომლითამე სულიერითა განზრახვითა და სწავლითა, რადგანაც, დარწმუნებული ვართ, რომ მათცა იამებათ ყოველნი ჩვენნი სულიერნი სწავლა და დარიგება.

ერთი ცუდი და მავნებელი ცოდვა, ანუ ჩვეულება დანერგულ-არს თითქმის ყოველთა სოფელთა და სახლთა შინა ჩვენ ქვეყანაში და ამ ცუდ ჩვეულებაზე ჩვენ აქამომდე არ გვითქვამს თქვენ წინაშე მოძღვრება; ახლა უნდა აღვასრულო ამაზე ჩემი მოვალეობა. რომელი არის ეს ჩვეულება? ის, ძმანო ჩემნო, რომელ ვიცით ერთი მეორესთან, ერთი სახლითგან მეორე სახლში ჭორის გატანა, ანუ ენის მიტანა: გვიყვარს და ვიცით ერთი მეორესთან და ერთი სახლითგან მეორე სახლში ცუდი ამბავის და ენის მიტანა, კაცის ცუდად შესმენა, ჭორის და უბრალო ამბავის გავრცელება,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის