თარგმანი: უძღებ არს გულისთქუმაჲ და მარადის განუძღომელ ჰყოფს კაცსა მარადის ნებებითა უმეტესისაჲთა. ამისთჳს იქმნებიან შურნი და კაცის კლვანი სასოებითა გულის-სათქუმელისა მიმთხუევისაჲთა. ხოლო უფროჲსღა განეჴუებიან გულის-სათქუმელისაგან, რამეთუ ლალვით და ბრძოლით ჰნებავს განმდიდრებაჲ და არა ღმრთისა მიერ ქენებით თხოვითა. იყვის ოდესმე, რომელ დაღაცათუ ღმრთისაგან ითხოვდიან, არავე მისცის სათხოველი იგი, რამეთუ არა საღმრთოდ ითხოვდიან, არცა საღმრთოდ ეგულებოდის ჴმარებაჲ მისი. ამისთჳს უტევნის იგინი ღმერთმან, რაჲთა გულისთქუმისა მიერვე თჳსისა შეიჭამნენ და განილინენ, ვითარცა რკინაჲ გესლისაგან.
იაკობ 4:3
2. გული გითქუამს და არა გაქუს, კაც-ჰკლავთ და იშურებით და ვერ ძალ-გიც მიმთხუევად, ილალვით და იბრძვით და არა გაქუს, რამეთუ არა ითხოვთ.3. ითხოვთ და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ, რაჲთა გულის თქუმათა შინა თქუენთა განილინეთ.4. მეძავნო და მემრუშენო, არა უწყითა, რამეთუ სიყუარული სოფლისაჲ ამის მტერობა არს ღმრთისაჲ? აწ უკუე რომელსა უნდეს მეგობარ ყოფად ამის სოფლისა, მტერად ღმერთსა აღუდგების.
იაკობ თავი 4