მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იაკობ 4:5

4. მეძავნო და მემრუშენო, არა უწყითა, რამეთუ სიყუარული სოფლისაჲ ამის მტერობა არს ღმრთისაჲ? აწ უკუე რომელსა უნდეს მეგობარ ყოფად ამის სოფლისა, მტერად ღმერთსა აღუდგების.5. ანუ ჰგონებთა, ვითარმედ ცუდად იტყჳს წიგნი: საშურებელად ჰსურის სულსა, რომელი დამკჳდრებულ არს ჩუენ თანა?6. უფროჲს მოცემად მადლი; ამისთჳს იტყჳს: ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი.
იაკობ თავი 4
5. ანუ ჰგონებთა, ვითარმედ ცუდად იტყჳს წიგნი: საშურებელად ჰსურის სულსა, რომელი დამკჳდრებულ არს ჩუენ თანა?
თავი ე̂. ვითარმედ წარმდები და უწესოჲ ენაჲ წარსწყმედს მომგებელსა მისსა, რომლისა დამჭირვაჲ ჯერ-არს საქებელად და სადიდებელად ღმრთისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ანუ ჰგონებთა, ვითარმედ ცუდად იტყჳს წიგნი: საშურებელად ჰსურის სულსა, რომელი დამკჳდრებულ არს ჩუენ თანა უფროჲს მოცემად მადლი (4,5).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან შურისა მიერ ეშმაკისა სიბოროტე შემოჴლა ჩუენ შორის, ამისთჳსცა ღმერთი წმიდათა წერილთა მიერ ნაცვალად ბოროტისა მის შურისა საღმრთოსა შურსა დაჰნერგავს ჩუენ შორის და აღგუაბაძვებს სურვილად ზეცისათა მათ. ხოლო წერილისაჲ ერთი ოდენ ესე სიტყუაჲ არს, ვითარმედ: "ჰსურის სულსა". ამისსა შემდგომად თარგმნის, ვითარმედ: სული იგი მადლისაჲ, რომელი დამკჳდრებულ არს ჩუენ შორის, უფროჲსისა მიმართ აღგუაშურვებს, რაჲთა ზეცისა დიდებისა სურვილითა შეურაცხ ვყოთ ქუეყანისა ესე დიდებაჲ, რამეთუ ესე არს დამკჳდრებაჲ უფროჲსისა მადლისაჲ, რაჲთა წარმავალნი განვცვალნეთ წარუვალად და საწუთრონი —საუკუნოდ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის